მთავრობამ ბიუჯეტიდან 500 მლნ დოლარის ვალი დაფარა

მთავრობამ ბიუჯეტიდან 500 მლნ დოლარის ვალი დაფარა

access_time2021-04-12 12:30:31

დღეს, საქართველოს მთავრობას 500 მილიონი დოლარის მოცულობის 10-წლიანი ევროობლიგაციების დაფარვა უწევს. პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის ირაკლი კოვზანაძის განცხადებით, დღეს 500 მლნ დოლარის ღირებულების ევრობონდების დაფარვა სახელმწიფოს საკუთარი სახსრებით მოუწევს, შემდეგ კი ათი დღის ვადაში ქვეყანა ახალ ევრობონდებს განათავსებს.


„ევრობონდების დაფარვის ვადა უწევს დღეს და მისი დაფარვა მოხდება. დარწმუნებული ვარ, მომდევნო ათი დღის ვადაში ჩვენი ქვეყანა წარმატებით განათავსებს $500 მილიონის ახალ ევრობონდებს. ამაში ჩართულია საერთაშორისო რეპუტაციის მქონე უმაღლესი კლასის ბანკები და ვფიქრობ, ეს განთავსება წარმატებით მოხდება“, - განაცხადა ირაკლი კოვზანაძემ.


ფინანსთა მინისტრის მოადგილე გიორგი კაკაურიძე კი აცხადებს, რომ ევრობონდების $500-მილიონიანი ვალი გასულ კვირაში დაიფარა. 


"როცა 2021 წლის სახელმწიფო ბიუჯეტი დავამტკიცეთ, ამაზე მაშინაც ვისაუბრეთ. ბიუჯეტში გვქონდა გათვალისწინებული ვალის დაფარვა და ახალი ვალის აღება. ვალის დაფარვა უკვე მოხდა. ტრანზაქცია გასულ კვირაში განხორციელდა და შესაბამისი თანხა ბიუჯეტიდან გადაირიცხა. რაც შეეხება ახალი ევროობლიგაციების გამოშვებას, შესაბამისი პროცედურები განხორციელება. ვფიქრობთ, კვირის ბოლოს გვეყოლება გამარჯვებული ინვესტორები, ვინც შეისყიდიან ჩვენს აქციებს და მომდევნო კვირაში განხორციელდება ტრანზაქცია, ჩამოირიცხება ის თანხა, რაც ევროობლიგაციების გამოშვებით უნდა მივიღოთ“, - განაცხადა გიორგი კაკაურიძემ.



აღსანიშნავია, რომ ეს ფასიანი ქაღალდები საქართველოს მთავრობამ საერთაშორისო საფინანსო ბაზარზე 2011 წელს განათავსა და მათი მეშვეობით 2008 წელს გამოშვებული 500 მილიონი დოლარის ევროობლიგაციების რეფინანსირება მოახდინა. 2021 წლის 26 თებერვლის მთავრობის განკარგულების საფუძველზე, ფინანსთა სამინისტროს ევრობონდების გამოშვების პროცესის დაწყებისთვის, დაევალა საინვესტიციო ბანკების შერჩევა. ფინანსთა სამინისტროს ინფორმაციით, ევროობლიგაციების გამოშვების უზრუნველყოფის მიზნით, ბანკების შესარჩევად შექმნილმა კომისიამ შეაფასა 10 საერთაშორისო საინვესტიციო ბანკი, მათ მიერ წარმოდგენილი შემოთავაზებების მიხედვით და შედეგად, შერჩეულ იქნა უმაღლესი ქულის მქონე სამი ყველაზე ავტორიტეტული საერთაშორისო საინვესტიციო ბანკი: JP Morgan, Goldman Sachs და ICBC. გარდა ამისა, ადგილობრივი ბაზრის განვითარების ხელშეწყობისთვის, მიზანშეწონილად ჩაითვალა პროცესში ადგილობრივი საინვესტიციო ბანკების ჩართვა, რისთვისაც თანამონაწილის სტატუსით შეირჩა - Galt & Taggart და TBC Capital.


თიბისი კაპიტალის მმართველი დირექტორი მერი ჩაჩანიძე „კომერსანტთან“ აცხადებდა, რომ ახალი 500 მლნ დოლარის ევრობონდის ვადიანობა და საპროცენტო განაკვეთი შესაძლოა ბევრად დაბალი იყოს, ვიდრე აქამდე.


„ამ ეტაპზე განხილვაშია 500 მლნ დოლარის ევრობონდის რეფინანსირება, რაც შეეხება ვადიანობას საინდიკაციოთ ისევ 10 წლიანზეა საუბარი, თუმცა ძალიან ბევრი დამოკიდებული იქნება უშუალოდ ბაზარზე არსებულ მდგომარეობაზე, შესაძლოა უფრო ნაკლები ვადა იყოს. პროცენტიც მნიშვნელოვნად დაბალი იქნება ვიდრე არსებული ევრობონდია, თუმცა ეს არის ბოლო ეტაპი, როდესაც ინვესტორები თავიანთ მოთხოვნას აფიქსირებენ ანუ ოდენობას და ფასს, მის მიხედვით ხდება განსაზღვრა. ფინანსთა სამინისტროს არსებული ტრანსაქციებიდან გამომდინარე წინასწარი მოლოდინი აქვთ განსაზღვრული და ალბათ საპროცენტო განაკვეთი 4%-ის ირგვლივ იქნება, თუმცა ეს ბოლო ეტაპზე განისაზღვრება“, - განმარტა მერი ჩაჩანიძემ.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up