„მთავრობა დახმარებას დამპირდა და მომატყუეს“ - დანიელმა ინვესტორმა თბილისში ფაბრიკა დახურა

„მთავრობა დახმარებას დამპირდა და მომატყუეს“ - დანიელმა ინვესტორმა თბილისში ფაბრიკა დახურა

access_time2017-09-07 11:10:53

დანიელმა ბიზნესმენმა ჰენდრიკ მედსენმა თბილისში ფაბრიკა დახურა. კომპანია GTG -ს დამფუძნებელი უკვე 25 წელია ჰუგო ბოსისთვის და ბესტ სელერის სავაჭრო ნიშნის ქვეშ გაერთიანებული 20 ბრენდისთვის არაერთ ევროპულ ქვეყანაში ტანსაცმელს კერავს. მან ბოლო რვა წლის განმავლობში, საქართველოში ხუთი მილიონის ინვესტიცია განახორციელა. 

 

როგორც ჰენდრიკ მედსენი ტელეკომპანია „რუსთავი 2“-თან საუბრისას აღნიშნავს, ფაბრიკის დახურვის მიზეზი საქართველოს საბაჟო გამშვებ პუნქტზე შექმნილი პრობლემა გახდა.

 

მისი თქმით, კომპანიას დაახლოებით ერთი კვირის წინ ევროპიდან ახალი შეკვეთები უნდა მიეღო და კიდევ ერთი მილიონიანი ინვესტიცია განეხორციელებინა. პრობლემა თურქეთიდან გამოგზავნილი დოკუმენტები იყო. დეკლარაციებში ტექსტილის ჯამური ღირებულების 24-ცენტიანი სხვაობა ფიქსირდებოდა. თურქეთში სადღესასწაულო დღეების გამო, დოკუმენტების შესწორება ვერ ესწრებოდა. ტექნიკური პრობლემის მოსაგვარებლად მთავრობას მიმართა და განბაჟების უფლების მიღება ითხოვა.

 

ინვესტორის თქმით,  მთავრობამ მას გარიგება შესთავაზა, მაგრამ მისი პირობები არ შეასრულა, შედეგად, მან დიდი თანხა და უცხოელი პარტნიორების ნდობა დაკარგა.

 


„საქართველოში საბაჟოს უფროსს ვესაუბრე, რომელმაც მითხრა, რომ ეს უმნიშვნელო შეცდომა იყო. დახმარებას დამპირდნენ. საბოლოოდ მომატყუეს, მე კიდევ ინვესტორები მოვატყუე. ნდობა და მილიონები დავკარგე, ადამიანებმა კი სამუშაო ადგილები. ამის შემდეგ ფინანსთა და ეკონომიკის სამინისტროებს დავუკავშირდი. ისინი, წლების წინ, როცა აქ ბიზნესს ვიწყებდი, ძალიან მეგობრულები იყვნენ. ახლა კი შედეგად უაზრო გადამისართება და გაზრდილი ბიუროკრატია მივიღე, რაც სირცხვილია. ვიცი, რომ ამ ქვეყანაში ადამიანებს მუშაობა უნდათ, თუმცა  ასე თუ გაგრძელდა, საქართველოში ინვესტირების სურვილი არავის ექნება და აქედან უბრალოდ წავლენ. ჩემი აზრით, მთავრობამდე საქმე არც უნდა მიდიოდეს, მაგრამ მათთან კომუნიკაციის მიუხედავად, არავინ დაგვეხმარა. მშრალ პასუხს გეუბნებიან და არაფერს ითვალისწინებენ“, - აცხადებს ბიზნესმენი.

 

მისივე თქმით, სამუშაოდ იქ წავა, სადაც უკეთესი პირობები დახვდება. სავარაუდოდ, მუშაობას თურქეთში გააგრძელებს - „ჩემი გადაწყვეტილებაა, რომ ამ სირთულეების შედეგად, დაკარგული მილიონების გამო, საქართველოში ბიზნესი დავხურო და წავიდე იქ, სადაც სამუშაოდ უკეთესი პირობები იქნება. მიმუშავია ლატვიაში, პოლონეთში, უკრაინაში და ასეთ დეტალებზე პრობლემები არასდროს შემქმნია“.

 

ბიზნესმენი ამბობს, რომ კლიენტების და შეკვეთების დაკარგვასთან ერთად, ადამიანებმა სამუშაო ადგილები დაკარგეს.

 

„ჩვენ დავკარგეთ მსხვილი კლიენტები და შეკვეთა, დავკარგეთ შემოსავალი, რაც იმას ნიშნავს, რომ აქ ადამიანებმა სამუშაო ადგილები დაკარგეს. ეს ყველაფერი 24 ცენტის გამო მოხდა. ამის გამოსწორება უმოკლეს დროშიც შეიძლებოდა“, - აღნიშნავს ჰენდრიკ მედსენი.

 

„რუსთავი 2“-ის ინფორმაციით, შემოსავლების სამსახურში ამ საკითხზე კომენტარს არ აკეთებენ. რაც შეეხება საქართველოს ბიზნესომბუდსმენის მოვალეობის შემსრულებელს ლევან ძნელაშვილს, ის ადასტურებს, რომ დანიელ ბიზნესმენთან კომუნიკაცია ჰქონდა, თუმცა შემდეგ როგორ განვითარდა მოვლენები, ამაზე საუბრისგან თავს იკავებს.

 

 



„თუ ყველაფერს ჩვენ ვაკეთებთ ანაკლიის პორტში, მაშინ კონსორციუმი, რად გვინდა, სახელმწიფო გააკეთებს სრულად და მოგებაც გვექნება - პაატა კვიჟინაძე

„თუ ყველაფერს ჩვენ ვაკეთებთ ანაკლიის პორტში, მაშინ კონსორციუმი, რად გვინდა, სახელმწიფო გააკეთებს სრულად და მოგებაც გვექნება - პაატა კვიჟინაძე
access_time2020-02-29 10:00:09
კონსორციუმს ზღვის აკვატორია მივეცით, გამოვისყიდეთ მიწები, პასუხისმგებლობა გვქონდა რომ რკინიგზა და გზა შეგვეყვანა, საუბარი იყო იმაზე,რომ იქნებ ტვირთების გარანტიაც მოგცეთო. თუ ყველაფერს ჩვენ ვაკეთებთ ანაკლიის პორტთან დაკავშირებით, მაშინ კონსორციუმი, რად გვინდა, სახელმწიფო გააკეთებს სრულად და მოგებაც გვექნება,- განაცხადა რადიო „კომერსანტის“ გადაცემაში „ეკონომისტის დრო ლევან ქისტაურთან ერთად“, პარლამენტის საფინანსო-საბიუჯეტო კომიტეტის თავმჯდომარის...

„საქართველოს ბანკში“ აცხადებენ, რომ კორონავირუსით დაინფიცირებულ პაციენტებს შორის ერთ-ერთი მათი თანამშრომელია

„საქართველოს ბანკში“ აცხადებენ, რომ კორონავირუსით დაინფიცირებულ პაციენტებს შორის ერთ-ერთი მათი თანამშრომელია
access_time2020-02-28 17:47:55
„საქართველოს ბანკში“ აცხადებენ, რომ კორონავირუსით დაინფიცირებულ პაციენტებს შორის ერთ-ერთი მათი თანამშრომელია.ამის შესახებ „საქართველოს ბანკის“ განცხადებაშია ნათქვამი.  „დაავადებათა კონტროლისა და საზოგადოებრივი ჯანმრთელობის ეროვნული ცენტრის მიერ დადასტურებული კორონავირუსის შემთხვევებს შორის ერთ-ერთი, რომელმაც იტალიაში იმოგზაურა, ჩვენი თანამშრომელია. ის საქართველოში 26 თებერვალს ჩამოფრინდა. მისი ჯანმრთელობის მდგომარეობა დამაკმაყოფილებელია და...

სს ,,საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია კამარა’’ ბაზარზე ოპერირებას „გრინ დაზღვევა საქართველოს“ სახელით გააგრძელებს

სს ,,საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია კამარა’’ ბაზარზე ოპერირებას  „გრინ დაზღვევა საქართველოს“ სახელით გააგრძელებს
access_time2020-02-28 17:18:14
კომპანია „მეტრო ჰოლდინგმა“ და შპს „ახალი საინვესტიციო შესაძლებლობემა “ ,,საერთაშორისო სადაზღვევო კომპანია კამარა“ წლის დასაწყისში იყიდა. თებერვალში დაიწყო კომპანიის რებრენდინგი, შეიცვალა კომპანიის სახელი „გრინ დაზღვევა საქართველო/ GREEN INSURANCE GEORGIA” და სადაზღვეო კომპანია ბაზარზე განახლებული პოზიციონირებით წარსდგება. მიღებული იქნა გადაწყვეტილება საწესდებო კაპიტალის ზრდასთან დაკავშირებით - ,,გრინ დაზღვევა საქართველოს’’ კაპიტალი 10,000,000 ლარამდე გაიზარდა, რაც ხელს უწყობს...

ირანისა და იტალიის მიმართულებით სატვირთო გადაზიდვები შეჩერდა

ირანისა და იტალიის მიმართულებით სატვირთო გადაზიდვები შეჩერდა
access_time2020-02-28 16:33:46
სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტომ ირანისა და იტალიის მიმართულებით საავტომობილო სატვირთო გადაზიდვების ნებართვების გაცემა და გაცემული ნებართვების მოქმედება შეაჩერა.აღნიშნული შეზღუდვების მიზეზად ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებები სახელდება. „ახალი კორონავირუსის გავრცელების პრევენციული ღონისძიებების ფარგლებში, „სახმელეთო ტრანსპორტის სააგენტო“ გაცნობებთ: 2020 წლის 28 თებერვლიდან შეჩერებულია საერთაშორისო საავტომობილო სამგზავრო გადაყვანისა და საერთაშორისო...

„კორონავირუსისგან თავის დაცვისთვის აუცილებელია ყოველდღიურ რაციონში ჩართული იყოს რძის პროდუქტები, ხილი ბოსტნეული და ხორცი“-ენდოკრინოლოგი ლაშა უჩავა

„კორონავირუსისგან თავის დაცვისთვის აუცილებელია  ყოველდღიურ რაციონში ჩართული იყოს რძის პროდუქტები, ხილი  ბოსტნეული და ხორცი“-ენდოკრინოლოგი ლაშა უჩავა
access_time2020-02-29 11:00:59
საქართველოში კორონავირუსით დაინფიცირების მეორე შემთხვევა დაფიქსირდა. დღემდე არ არსებობს ვირუსისგან თავის დაცვის კონკრეტული საშუალება და რეკომენდაცია. ვირუსთან გამკლავების ერთ-ერთ მნიშვნელოვან კომპონენტად კი ძლიერი იმუნური სისტემა სახელდება, რომელსაც სწორი კვება, ჯანსაღი ცხოვრების წესი და კიდევ რამოდენიმე სხვა კომპონენტი განაპირობებს. როგორი უნდა იყოს დღის კვების რაციონი, როგორც ბავშვებისთვის ისე მოზარდებისთვის, ასევე საფრთხეები და რისკები,...


მსგავსი სიახლეები

up