მთავრობა და საბანკო სექტორი პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური სირთულეების დასაძლევად ერთობლივ მუშაობას განაგრძობენ

მთავრობა და საბანკო სექტორი პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური სირთულეების დასაძლევად ერთობლივ მუშაობას განაგრძობენ

access_time2020-05-20 22:23:00

საქართველოს მთავრობა და საბანკო სექტორი პანდემიით გამოწვეული ეკონომიკური სირთულეების დასაძლევად ერთობლივ მუშაობას აგრძელებენ, - პრემიერ-მინისტრის, მთავრობის ეკონომიკური გუნდის წევრებისა და ეროვნული ბანკის პრეზიდენტის მორიგი შეხვედრა კომერციული ბანკების ხელმძღვანელებთან ვიდეოკონფერენციის ფორმატში გაიმართა. ინფორმაციას მთავრობის ადმინისტრაციის პრესსამსახური ავრცელებს.



„მხარეებმა იმსჯელეს ეკონომიკის რაც შეიძლება მოკლე ვადებში გაჯანსაღების მიზნით ერთობლივად გადასადგმელ ნაბიჯებზე, ასევე დეველოპერული სექტორის მხარდაჭერის მიზნით მთავრობის მიერ დაგეგმილ ღონისძიებებზე. ყურადღება დაეთმო იმ ინსტრუმენტებს, რომელთა გამოყენებას სახელმწიფო ამ სექტორისა და იქ დასაქმებული ადამიანების მხარდასაჭერად გეგმავს.



მიმდინარე საკითხებთან ერთად, საუბარი შეეხო უკანასკნელი პერიოდის ეკონომიკურ აქტივობას, რაც საბანკო სექტორის წარმომადგენლებმა პოზიტიურად შეაფასეს.



სამუშაო შეხვედრისას ასევე განიხილეს შესაძლო დამატებითი ზომები იმ მოქალაქეების მხარდასაჭერად, რომლებმაც ეპიდემიის გამო სამსახური და შემოსავლის წყარო დაკარგეს“ – ნათქვამია ინფორმაციაში.






არაკომპეტენტური ჯანდაცვის მინისტრი და ცირკად ქცეული გადაწყვეტილება-ლევან კობერიძე ეკატერინე ტიკარაძის პარლამენტში არ გამოცხადებას აფასებს

არაკომპეტენტური ჯანდაცვის მინისტრი და ცირკად ქცეული გადაწყვეტილება-ლევან კობერიძე ეკატერინე ტიკარაძის პარლამენტში არ გამოცხადებას  აფასებს
access_time2020-06-03 18:25:54
მესამე უარი პარლამენტს ჯანდაცვის მინისტრ  ეკატერინე ტიკარაძისგან. მინისტრის არაკვალიფიციურობა თუ კითხვებზე თავის განზრახ არიდება. ეკატერინე ტიკარაძის  გადაწყვეტილებას დამოუკიდებელი დეპუტატი ლევან კობერიძე არაპროფესიონალურ ნაბიჯად და კანონის დარღვევად  აფასებს.   კობერიძე მიიჩნევს, რომ მინისტრის პარლამენტში არ მისვლა, კომიტეტის შეურაცხყოფაა და მისი თქმით, მსგავსი ფაქტები  ცირკში ხდება.   „უკვე მესამედ დაარღვია კანონი...

3 ივნისი - ქართული ლარი 3 თეთრით გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა

3 ივნისი - ქართული ლარი 3 თეთრით გამყარდა, თურქული ლირა გაუფასურდა
access_time2020-06-03 19:15:45
კორონავირუსის უარყოფითი ეფექტი რეგიონში ყველაზე მკვეთრად ქართული ლარის კურსზე აისახა, მარტის თვეში, ლარი რეკორდულად 22%-ით გაუფასურდა. წლის განმავლობაში, ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში - 12%-ით გაუფასურდა. შედარებისთვის, დაახლოებით 16%-ით არის შემცირებული თურქული ლირა, სომხური დრამი და აზერბაიჯანული მანათი კი 2%-ის ქვემოთ მერყეობს. თუმცა, ბოლო კვირის განმავლობაში ლარის კურსი გამყარების ტენდენციით ხასიათდება.   ეროვნული ბანკის მიერ გამოქვეყნებული 3 ივნისის ვაჭრობის...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-06-03 21:30:39
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.რამ განაპირობა პირველ კვარტალში სადაზღვევო ბაზრის მოგების გაორმაგება? 2020 წლის 3 თვის განმავლობაში საქართველოს სადაზღვევო სექტორის მიერ მოზიდულმა სადაზღვევო პრემიამ პირდაპირი დაზღვევის საქმიანობიდან 211,1 მილიონი...

„ვისოლი“ სოციალურად დაუცველი მარტოხელა მოხუცების და შშმ პირების დახმარებას სვანეთში განაგრძობს

„ვისოლი“ სოციალურად დაუცველი მარტოხელა მოხუცების და შშმ პირების დახმარებას სვანეთში განაგრძობს
access_time2020-06-03 14:55:09
„ვისოლი“ ზემო სვანეთის ადგილობრივი განვითარების ჯგუფის საქველმოქმედო ინიციატივას შეუერთდა და COVID-19-ის გავლენით დაზარალებული შშმ პირებისა და მარტოხელა ხანდაზმული ადამიანებისთვის  პირველადი  მოხმარების პროდუქტების და სურსათის მისაწოდებლად საწვავი გამოყო. ზემო სვანეთის ადგილობრივი განვითარების ჯგუფი წარმოადგენს სამოქალაქო ორგანიზაციას, სადაც გაწევრიანებულია სრულიად...

2-3 თვე რესტორნები წაგებაზე იმუშავებენ -„ქარხანა დეველოპმენტი“

 2-3 თვე რესტორნები წაგებაზე იმუშავებენ -„ქარხანა დეველოპმენტი“
access_time2020-06-03 17:15:26
საქართველოში კაფე-რესტორნები გაიხსნა. ერთ კვირაში კი დახურული ტიპის სივრცეების გახსნაა დაგეგმილი. „არ ველოდით ამ რაოდენობის სტუმრებს, თუმცა შევძელით,რომ ყველას უსაფრთხოება დაგვეცვა“ - განაცხადა  „კომერსანტის დილაში“ „ქარხანა დეველოპმენტის“ (ღვინის ქარხანა N1) გენერალურმა  დირექტორმა მერაბ ჭიქაძემ. „ძალიან დიდი გამოწვევის წინაშე ვართ. პირველ...


მსგავსი სიახლეები

up