მთავრობა 600 მლნ. ლარით მეტ ვალს იღებს და ცალსახად ითავსებს ეროვნული ბანკის ფუნქციას - მიაწოდოს ბანკებს ლიკვიდობა

მთავრობა 600 მლნ. ლარით მეტ ვალს იღებს და ცალსახად ითავსებს ეროვნული ბანკის ფუნქციას - მიაწოდოს ბანკებს ლიკვიდობა

access_time2020-06-17 10:00:32

COVID-19-ის პანდემიის გამო ქვეყანაში შექმნილი მძიმე ეკონომიკური მდგომარეობის საპასუხოდ საქართველოს მთავრობამ პარლამენტში „2020 წლის სახელმწიფო ბიუჯეტის შესახებ“ კანონის ცვლილების პროექტი წარადგინა. ანტიკრიზისული ბიუჯეტის მიხედვით, მთავრობა გეგმავს დამატებით აღებული საშინაო ვალიდან 600 მლნ ლარი კომერციული ბანკების სადეპოზიტო სერთიფიკატებში განათავსოს.


„თავისუფლებისა და დემოკრატიის ფონდის“ აღმასრულებელი დირექტორი ანა გოგოლაძე მიიჩნევს, რომ აღნიშნული გადაწყვეტილება, ფაქტობრივად, ბანკების სახელმწიფო ბიუჯეტიდან სუბსიდირებაა. მთავრობა ცალსახად ითავსებს ეროვნული ბანკის ფუნქციას - მიაწოდოს ბანკებს ლიკვიდობა. მისი განმარტებით, მაშინ როდესაც მთავრობის ვალი დაშვებულ ზღვარს უახლოვდება და ქვეყნის ფისკალური სისტემა გაცილებით მოწყვლადი ხდება მომავალში მოსალოდნელი ეკონომიკური შოკების წინააღდეგ, მთავრობამ არ უნდა დაასუბსიდიროს ბანკები და არ უნდა შეითავსოს ეროვნული ბანკის ფუნქცია, რაც ბანკებისთვის გრძელვადიანი ლიკვიდობის მიწოდებაში გამოიხატება.


„აქ საინტერესო არის ის, რომ ეკონომიკის სამინისტროს განმარტებით, რომელიც ჩვენ გამოვითხოვეთ, აღნიშნულია რომ დაახლოებით მილიარდნახევარი  საბიუჯეტო დახმარებებისთვის შემოდის, დანარჩენი მილიარდნახევარი კი კერძო სექტორის დასახმარებლად, რომელიც ბიუჯეტში არ აისახება და კომერციული ბანკების და სხვა მსხვილი ბიზნესების დაფინანსება მოხდება, ეს ძალიან საინტერესო ფაქტია. თუ ეკონომიკის სამინისტროს განცხადებით, ეს თანხები კომერციული ბანკების დასახმარებლად ისედაც გამოყოფილია, რომ მათ ლიკვიდურობის პრობლემა არ შეემნათ, მაშინ რატომ დგება საჭიროება, რომ მთავრობამ ეროვნული ბანკის მოვალეობა შეითავსოს და კიდევ დამატებით 600 მლნ ლარი კომერციულ ბანკებზე გადაასესხოს. მთავრობა ცალსახად ითავსებს ეროვნული ბანკის ფუნქციას - მიაწოდოს ბანკებს ლიკვიდობა. თან აქ საინტერესოა თუ რამდენ პროცენტში ხდება ბანკებისთვის ამ თანხის მიცემა ან თვითონ მთავრობას რამდენ პროცენტად აქვს აღებული ეს 600 მლნ. ანუ პროცენტებში რა სხვაობას იღებენ. ძალიან საეჭვო გარიგებაა, რადგან არ გვაქვს ინფორმაცია ამ დეტალების შესახებ. ბანკების სუბსიდირებაზე უარის თქმით, მთავრობას 600 მლნ ლარით ნაკლები საშინაო ვალის აღება შეუძლია“, - განაცხადა ანა გოგოლაძემ.



აღსანიშნავია, რომ 2020 წელს საქართველოს მთავრობა 8 მლრდ ლარზე მეტ ვალს აიღებს, მაგრამ ამავე დროს ერთ მლრდ ლარის ადრე აღებულ ვალს დაფარავს. შედეგად, მთავრობის ვალი 7 მლრდ ლარით გაიზრდება, საიდანაც 1.8 მლრდ ლარი საშინაო ვალი, ხოლო 5.2 მლრდ საგარეო ვალი იქნება.


ნინო თამაზაშვილი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up