მთავრობა 500 მლნ დოლარიანი ვალის დაფარვას ახალი ვალით გეგმავს

მთავრობა 500 მლნ დოლარიანი ვალის დაფარვას ახალი ვალით გეგმავს

access_time2021-03-05 12:00:40

$500 მლნ-ის ღირებულების ევროობლიგაციების დაფარვის დრომდე 1 თვეღა დარჩა. მთავრობა მის გასტუმრებას ახალი სესხით გეგმავს. პრემიერ ირაკლი ღარიბაშვილის განცხადებით, რეფინასნირების თაობაზე მოლაპარაკებები საერთაშორისო საინვესტიციო ბანკთან დაიწყება.


ევროობლიგაციების ისტორია 2008 წლის აპრილში იწყება. ინიციატივა იმდროინდელ პრემიერ-მინისტრ ლადო გურგენიძეს ეკუთვნოდა. მაშინ ლონდონის ბირჟაზე გათავსებულ ობლიგაციებში მთავრობა ძალიან მაღალ 7.5%-იან სარგებელს არიცხავდა, თუმცა იმ პერიოდში ეკონომიკა ორნიშნა მაჩვენებლით იზრდებოდა. ობლიგაციები 5 წლიანი იყო, რომელიც 2013 წლის აპრილში უნდა დაფარულიყო, მაგრამ ემისიას რამდენიმე თვეში ომი და ეკონომიკური კრიზისი მოჰყვა. 2011 წელს პირველი რეფინანსირების შედეგად საპროცენტო განაკვეთი 6.9%-მდე შემცირდა. 10 წლის შემდეგ, ეკონომიკური კრიზისის პერიოდში სახელმწიფოს მორიგ რეფინანსირებაზე უწევს ფიქრი. საპროცენტო ხარჯი მცირდება. 2020 წლის დეკემბრის პროგნოზით ის 4-4.5 პროცენტის ფარგლებში იქნება, თუმცა, თუ პირველი ემისიის მომენტში $500 მლნ 725 მლნ ლარს უდრიდა, 2011 წელს ვალის ძირი თანხა ეროვნულ ვალუტაში 833 მლნ-მდე გაიზარდა. წელს კი უკვე 500 მლნ დოლარი 1.663 მლრდ ლარს შეადგენს, რაც 10 წლის წინანდელ მაჩვენებელს 2-ჯერ და 13 წლის წინანდელ მაჩვენებელს 2.3-ჯერ აღემატება.


მოზიდული თანხებით 2008 წელს გაზსაცავის აშენება იგეგმებოდა, რომელიც ვერც მაშინ აშენდა, ვერც ახალი ხელისუფლების დროს. 13 წლის შემდეგ სტატეგიულად მნიშვნელოვანი პროექტი დაწყებულიც არ არის. გაზსაცავის საჭიროება ძალიან მალე ომისგან მიყენებული ზარალის სალიკვიდაციო სამუშაოებმა გადაფარა. ეკონომიკის ექსპერტ ლადო პაპავას ბოლომდე პასუხგაუცემელი დარჩა კითხვა რა ხდებოდა აპრილიდან აგვისტომდე პერიოდში და რატომ არ დაიწყო მოზიდული თანხების ხარჯვა, სანამ რუსული აგრესია განხორციელდებოდა.


ეკონომიკის ექსპერტი ირაკლი ლექვინაძე, რომელიც დღეს კონკურენციის სააგენტოს თავმჯდომარეა, იქამდე კი ბიზნესომბუდსმენისა და თბილისის მერის მოადგილის პოსტებს იკავებდა, 10 წლის წინ რეფინანსირების გადაწყვეტილებას პოზიტიურად აფასებდა. მისი განცხადებით თუ ახალი ვალი 10 წლიანი იქნებოდა და საპროცენტო ხარჯი შემცირდებოდა, ქვეყანას მისი დაფარვა წესით არ უნდა გასჭირვებოდა.



დღეს რეფინანსირების სასარგებლოდ უფრო მეტი არგუმენტი არსებობს, ბიუჯეტს 1.663 მლრდ ლარის დაფარვის საშუალება არ აქვს. კითხვები ჩნდება მხოლოდ იმასთან დაკავშირებით თუ რატომ მოხდა ასე და შეიძლებოდა თუ არა პანდემიისთან ბრძოლა ნაკლები ეკონომიკური დანაკარგით.


თავისუფლების აქტი მშპ-სთან მიმართებაში სახელმწიფო ვალის 60%-იან ზღვარის გადალახვას კრძალავს. ასევე აკრძალულია 3%-ზე უფრო მაღალი ბიუჯეტის დეფიციტი. დღეს ვალი უკვე აჭარბებს 60%-ს, ბიუჯეტის დეფიციტი კი 7%-ს. კანონი მაინც არ ირღვევა, რადგან იგივე კანონი 2 გამონაკლისს უშვებს: 1) საგანგებო ან საომარი მდგომარეობა. 2)  თუ ზედიზედ 2 კვარტალის ეკონომიკური ზრდის მაჩვენებელი 2 პროცენტული პუნქტით ან უფრო მეტით დაბალია წინა წლის შესაბამის პერიოდთან შედარებით. საქართველოში საგანგებო მდგომარეობაც იყო გამოცხადებული და ეკონომიკური ზრდის ტემპი არათუ 2%-ით, 11.2%-ით 5.1-დან მინუს 6.1 პროცენტამდე შემცირდა. საბიუჯეტო ოფისი პირველ კვარტალში დამატებით 4.6%-იან კლებას ელის. შარშან პირველ კვარტალში 2.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა, ანუ 6.9%-ით მეტი.


სახელმწიფო ბიუჯეტი ეკონომიკის 4.3%-იან ზრდაზე დაიგეგმა. ეროვნულ ბანკში 4%-იან ზრდას ელიან, იმ დაშვებით თუ ტურიზმი მეტ-ნაკლებად აღდგა, სხვა შემთხვევაში ზრდა 1% იქნება. იანვარში მშპ 11.5%-ით შემცირდა. ვაქცინა არ ჩანს და კოვიდშეზღუდვებიც დაგეგმილთან შედარებით უფრო ნელი ტემპით იხსნება რაც ეკონომიკური ზრდის პერსპექტივებს საგრძნონლად ამცირებს. იმ შემთხვევაში თუ ეკონომიკა მართლა მხოლოდ 1%-ით გაიზარდა, მაშინ 2019 წლის მაჩვენებელთან დაბრუნება არათუ წელს, 2022 წელსაც გაჭირდება.


გიორგი ელიზბარაშვილი




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up