„მთავარია ხელი არ შეგვიშალონ, დანარჩენს ჩვენ გავაკეთებთ“- ბიზნესი „ქართული ოცნების“ ეკონომიკური გუნდის მუშაობას აჯამებს

„მთავარია ხელი არ შეგვიშალონ, დანარჩენს ჩვენ გავაკეთებთ“- ბიზნესი „ქართული ოცნების“ ეკონომიკური გუნდის მუშაობას აჯამებს

access_time2019-12-26 10:45:30

2019 წელს ქვეყანაში ბევრი საკანონმდებლო ინიციატივა ამოქმედდა და ძალიან ბევრი რეფორმა გატარდა. მათ უმეტესობაზე  კერძო სექტორს ხშირად არაერთგვაროვანი რეაქცია ჰქონდა. მაგალითად, ყველაზე დიდი დარტყმა ბიზნეს 2019 წლის იანვრიდან ამოქმედებულმა საბანკო რეგულაციებმა მიაყენა. მათთვის  მიუღებელი იყო „ოქროს სიის“ გაუქმება, რომლის მიხედვითაც ბიზნესს იმპორტის გადასახდელების გადახდის ვადა 30-დღის ნაცვლად 5 დღეში უწევს. კერძო სექტორისთვის  ასევე მიუღებელი იყო შრომის კოდექსში მოსალოდნელი ცვლილებები. მთელი წლის განმავლობაში თამბაქოს სექტორი მთავრობას სიგარეტზე აქციზი ეტაპობრივად გაზრდას სთხოვდა. დიზელზე ევრო-5-ის სტანდარტის ამოქმედების პარალელურად, ბიზნესი 1 წლის ვადით ქვეყანაში ევრო-4-ის სტანდარტის შენარჩუნებას ითხოვდა. ეს ცვლილებების ის მცირე ჩამონათვალია, რომელთან ადაპტირებაც​ 2019 წელს ბიზესსექტორს მოუწია.„კომერსანტი“ დაინტერესდა, რომელი ეკონომიკურ მოვლენა ან საკანონმდებლო ინიციატივა დაამახსოვრდათ ბიზნესმენებს.

 

ანზორ ქოქოლაძე - „ტექნო ბუმის“ დირექტორი

 

„დადებითი რაც მახსენება ეს არის დღგ-ს უკან დაბრუნების გამარტივებული პროცედურა. ვფიქრობ რომ ეს ძალიან მნიშვნელოვანი წინ გადადგმული ნაბიჯი იქნება. მუშაობაში ძალიან შეგვიშალა ხელი ეროვნული ვალუტის გაუფასურებამ და საბანკო რეგულაციებმა. მეტი რესურსი დარჩება ბიზნესში. ეს  დადებითი მოვლენაა,რადგან გავლენას ახდენს ეკონომიკური ზრდაზე. რაც უფრო ნაკლები იქნება ბიუჯეტი, ანუ რაც უფრო ცოტა იქნება ამოღებული გადასახადის სახით, მით უკეთესი იქნება, ეს ქვეყნის ეკონომიკას წაახალისებს და სიღარიბე უფრო მარტივად დაიძლევა, ამ იდეოლოგიას ვემხრობი. გადასახადების შემცირება და საბიუჯეტო თანხების შემცირება ეს უფრო ახალისებს ეკონომიკას. ძალიან კარგი იქნებოდა „ოქროს სია“ არ გაუქმებულიყო. ვფიქრობ, რომ ყოველი წელი გასულ წელზე უკეთესია, მიუხედავად სირთულეებისა. ვალუტის კურსის დევალვაციისა, ეკონომიკური სიდუხჭირისა და ყველა პრობლემებისა, რომელიც ქვეყანაშია. ზოგადად ვთვლი, რომ ტენდენციები პოზიტიურია მიუხედავად იმ პოლიტიკური და ეკონომიკური რყევებისა, რომელიც საქართველოშია. როგორც ნეგატიურ ასევე, პოზიტიურზეც შეგვიძლია ბევრი ვისაუბროთ. თუ ავიღებთ ბოლო 30 წელიწადს მიმაჩნია, რომ ყოველ მომდევნო წელი  უკეთესი იყო“.

 


გიორგი ჭყონია - „თოლიას“ დირექტორი  

 


„ასე არაფერი არ მახსენდება, გვაქვს წლების წინ მიღებული ძალიან ბევრი უაზრო კანონი,რომელიც აუცილებლად გამოსაცვლელია, არის შემთხვევები რომ ეს კანონები ხშირად პრობლემებს ქმნის. ბოლო პერიოდში მიღებული კანონები კი აიოლებს მუშაობას. კრიტიკული ვერ ვიქნები,რადგან ბევრი რაღაც გამოსწორებულია. „ნაციონალური მოძრაობის“ მმართველობიდან მოყოლებული ბევრი სულელური კანონია მიღებული, რომელიც ბიზნესის განვითარებას უშლის ხელს“.

 

გიორგი ჟურული- „ალტას“ დირექტორი

 

„მთავარია ხელი არ შეგვიშალონ, დანარჩენს ჩვენც გავაკეთებთ. ბევრი მიმართულებით რეგულაციები გამკაცრდა, რაც გარკვეულწილად ართულებს ჩვენს საქმიანობას, მაგრამ მეორეს მხრივ ალბათ აუცილებელიც იყო მათი ამოქმედება.თუნდაც შრომის უსაფრთხოების თვალსაზრისით“.


ირაკლი გურჩიანი - „ტოიოტა ცენტრი თბილისის“ დამფუძნებელი

 

„ეროვნულ ბანკის მიერ გატარებული ლარიზაციის რეფორმა, რომელის მიზანი ეროვნული ვალუტის ფულადი ბაზრის განვითარების წახალისება და დოლარიზაციის შემცირება იყო ვთვლი, რომ ძალიან ცუდი რეფორმაა. ჩემი აზრით, ასევე არასწორი იყო  გამკაცრებული საბანკო რეგულაციები, რომელმაც ბიზნესს მნიშვნლოვანი დარტყმა მიაყენა“.

 

ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი - „ნატახტარის“ კორპორაციულ საქმეთა დირექტორი

 

„აქციზის განაკვეთი, რომ არ შეიცვალა არის ძალიან კარგი. შეთანხმება მთავრობასთან, რომ ბიზნესთან არსებული საკითხების შეთანხმება უნდა მოხდეს მჭიდრო კომუნიკაციის  გზით ეს პირობა სრულდება. კონკრეტული მაგალითი გვაქვს უალკოჰოლო სასმელების მარკირების გადავადება იმ წინაპირობით, რომ მომავალ წელს მარკირების სისტემას გადავხედავთ და შეიძლება შეიცვალოს კიდეც. რაც შეეხება პრობლემატურ საკითხს, ეს არის „ოქროს სიის“ გაუქმება, თუმცა, ამ საკითხთან დაკავშირებით კიდევ ერთხელ განვმარტავ, რომ შეეძლო ხელისუფლებას „ოქროს სია“ წინასწარი გონივრული ვადის პირობებში გაეუქმებინა. დიდ კომპანიებს მცირეებისგან განსხვავებით ნაკლებად შეგვექმნა პრობლემა, რადგან არ მიეცათ გონივრული ვადა. ეს კი  არასწორი პრაქტიკაა“

 

ბაჩო ადამია





შეაფერხეს თუ არა ბანკებმა საქართველოს საფონდო ბირჟის განვითარება?- მამუკა ხაზარაძის პასუხი

შეაფერხეს თუ არა ბანკებმა საქართველოს საფონდო ბირჟის განვითარება?- მამუკა ხაზარაძის პასუხი
access_time2020-09-19 14:49:13
ის, რომ დღეს საქართველოს საფონდო ბირჟა განვითარებული არ არის, არის თუ არა მეტწილად ბანკების ბრალი, როგორც ამას ფინანსისტთა ნაწილი მიიჩნევს და შეუშალეს თუ არა მათ ხელოვნურად ხელი ბირჟის განვითარებას, ამ კითხვით Forbes Talks-ში წამყვანის მიერ დასმულ კითხვას „ლელო საქართველოს“ თავმჯდომარემ მამუკა ხაზარაძემ უპასუხა. პოლიტიკაში წასული ბიზნესმენი კატეგორიულად ამბობს, რომ არა! მისი თქმით, აქ პრობლემა რეგულაციებშია. ხაზარაძე Forbes Georgia-ს მთავარ რედაქტორთან ინტერვიუში ეროვნული ბანკის...

ინდივიდუალური კალამი, პირბადე, ფარი, დეზინფექცია ყოველ 3 სთ-ში - რა წესების დაცვა მოგიწევთ არჩევნებზე

ინდივიდუალური კალამი, პირბადე, ფარი, დეზინფექცია ყოველ 3 სთ-ში - რა წესების დაცვა მოგიწევთ არჩევნებზე
access_time2020-09-14 14:15:25
ცენტრალურმა საარჩევნო კომისიამ უკვე გამოაქვეყნა რეკომენდაციები, თუ რა წესების დაცვა იქნება სავალდებულო საარჩევნო უბნებზე 31 ოქტომბერს დაგეგმილ არჩევნებზე. შემუშავებული რეკომენდაციების თანახმად, აღსანიშნავია, რომ უბნებზე მისულ ამომრჩეველს თერმოსკრინინგი არ ჩაუტარდება და ამასთან, მათ ინდივიდუალური კალმების გამოყენების საშუალება ექნებათ. ცესკოს მიერ შემუშავებული რეკომენდაციები ასე გამოიყურება: კენჭისყრის შენობის შესასვლელთან უნდა განთავსდეს დეზობარიერი (კოლექტიური დაცვის...

პროგრამის - აწარმოე საქართველოში 17 ბენეფიციარს ქონება ჩამოერთვა

პროგრამის - აწარმოე საქართველოში 17 ბენეფიციარს ქონება ჩამოერთვა
access_time2020-09-19 13:45:14
“აწარმოე საქართველოში“ პროგრამის ფარგლებში აღებული ვალდებულებების შეუსრულებლობის გამო, პროგრამის ამოქმედებიდან დღემდე ქონება 17 კომპანიას ჩამოერთვა. აღნიშნული ინფორმაცია BM.GE-მ ქონების მართვის სააგენტოდან გამოითხოვა. ქონებაჩამორთმეულ კომპანიებს შორისა: შპს “იბერია ევრო პრო”შპს “აილამა”შპს “ენ-ეიჩ-ელ 43 “შპს “წალკის რძის პროდუქტები” ( ხელშეკრულება შეწყდა ვალდებულებების შესრულების ვადის დადგომამდე, მოსალოდნელი შეუსრულებლობით)შპს „ხევი“შპს “ნ.გ...

კახა ბენდუქიძე: ამბობენ, რომ სააკაშვილის დროს ბევრ სფეროში დიდი დარღვევები იყო და ეს მართალია

კახა ბენდუქიძე: ამბობენ, რომ სააკაშვილის დროს ბევრ სფეროში დიდი დარღვევები იყო და ეს მართალია
access_time2020-09-19 14:45:19
„სააკაშვილმა მეკვიდრეობით მიიღო ფაქტიურად მომაკვდავი ქვეყანა თავისი ყველა მაჩვენებლით, არანაირი სახელმწიფოებრიობის ნიშნებით. ამავე დროს, არ იყო დრო, არ იყო კადრები, არც ფული, მაგრამ ჩვენ გვესმოდა, რომ უნდა გვემოქმედა ძალიან სწრაფად და შეუპოვრად. ქვეყნისთვის ყველაზე მთავარი საშიში პრობლემა იყო კორუფცია და დანაშაული. ამით დაინფიცირებული იყო საქართველოს სხეულის ყველა უჯრედი. საჭირო იყო გადაგვერჩინა მთლიანად სხეული და არა მისი ცალკეული ორგანოები და ჩვენ...

უნივერსიტეტებს უცხოელი სტუდენტების დაკარგვის ეშინიათ

უნივერსიტეტებს უცხოელი სტუდენტების დაკარგვის ეშინიათ
access_time2020-09-19 12:00:34
საქართველოს უმაღლეს სასწავლებლებში 13 000-ზე მეტი უცხოელი სტუდენტი სწავლობს. ახალი სასწავლო წელი მათთვის და მათი სასწავლებლებისთვის გამკაცრებული რეგულაციებით და გაზრდილი ხარჯით იწყება....


მსგავსი სიახლეები

up