„მთავარია ხარისხიანი ანტიკრიზისული გეგმა შემუშავდეს“

„მთავარია ხარისხიანი ანტიკრიზისული გეგმა შემუშავდეს“

access_time2020-04-02 10:30:06

კორონავირუსის პირველი შემთხვევის დადასტურებიდან ერთი  თვეზე მეტი გავიდა. ქვეყანაში უმკაცრესი ზომებია მიღებული, საქართველოს ეკონომიკა კი დიდი და  მნიშვნელოვანი პრობლემის  წინაშე დგას. მიუხედავად იმისა, რომ საქართველოს მთავრობა ცდილობს ეკონომიკური აქტივობები ბოლომდე არ შეზღუდოს, ბიზნესის დიდი ნაწილი გაჩერებულია და ელოდება როდის წარადგენს გიორგი გახარიას გუნდი დოკუმენტს, რომელიც ეკონომიკურ შოკს შეუმსუბუქებს.

 

კონომიკური საქმიანობა შეაჩერა და საქართველოს მთავრობის გადაწყვეტილებას ყოველდღე ელოდება ბიზნესმენი ბეჟან წაქაძე. დეველოპერული კომპანია „ჯი დი ჯი ჯგუფის“ დამფუძნებელი გვიყვება, რომ 4 აქტიური მშენებლობა ჰქონდა, რომელთა კონსერვაცია ბიზნესმენმა რამდენიმე დღის წინ დაიწყო.

 

„არ ვიცი რა იქნება, ყოველდღე ველოდები რას იტყვის საქართველოს მთავრობა.  მეც დავიწყე ანტიკრიზისული გეგმის შემუშავება ჩემს კომპანიებში, რათა რაღაცები დავალაგო, მაგრამ გეტყვით რომ იოლი საქმე არ არის, მით უმეტეს რთულია ჩვენისთანა ქვეყნისთვის შეიმუშავო ისეთი დოკუმენტი, რომელიც უდიდეს ზიანს მინიმუმამდე შეამცირებს. მთავარია ხარისხიანი ანტიკრიზისული გეგმა შემუშავდეს, ყველაფერი იყოს გათვალისწინებული და გააზრებული. თუმცა, მგონია, რომ ანტიკრიზისული გეგმა უახლოეს დღეებში მზად იქნება“, - ამბობს ბეჟან წაქაძე.

 

ბიზნესმენი აცხადებს, რომ შემოსავლების სამსახურიდან დაუკავშირდნენ და ტურისტულ სექტორს ქონების გადასახადის გადავადება შესთავაზეს, მაგრამ სასტუმროების გარდა როგორც თვითონ აცხადებს  საკუთრებაში კიდევ ორი კლინიკა აქვს, რომელთა შემთხვევაშიც ქონების გადასახადს იხდის.


 

ორი თვეა სარეაბილიტაციო ცენტრი დავხურეთ, თუმცა,მეორე კლინიკაში,რომელიც მარიჯანზე მდებარეობს, ამ დრომდე ღიაა, იქედან გამომდინარე, რომ შეიძლება ქვეყანას დასჭირდეს. ადგილზე რჩებიან მორიგე ექიმებიც, თუმცა პაციენტებს არ იღებენ. კლინიკები იჯარით მაქვს გაცემული და დავით ტატიშვილის კლინიკა მართავს, თუმცა ამ დროისთვის იჯარის გადასახადი  გავუჩერე, რადგან ვერ მუშაობს ადამიანი და როგორ უნდა გადამიხადოს? ჩემი კომპანიების შემთხვევაში ხელფასებს ამ თვეში ჩვეულებრივად გავცემ, მიუხედავად იმისა, რომ პერსონალი 20 დღეა არ მუშაობს. ვაპირებ ხელფასები მომდევნო თვეშიც გადავუხადო, რამდენი ხანსაც შევძლებ გადავიხდი, არ მინდა რომ გავათავისუფლო, რადგან კარგი თანამშრომლების შეკრება ძალიან რთულია“- აცხადებს ბეჟან წაქაძე.

 

ბიზნესმენი მიიჩნევს, რომ შეღავათი ისეთ კომპანიებზე უნდა გავრცელდეს, რომლებიც ხელფასებს გასცემენ. ბეჟან წაქაძის თქმით, საქართველოს მთავრობის მხრიდან სწორედ ეს იქნება ბიზნესის სტიმულირება. „ჯი დი ჯი ჯგუფის“ დამფუძნებელი შეღავათებს საგადასახადო და ბანკების კუთხით ელოდება. 

 

„შეღავათი იყო დღგ-ს გადასახადის დაბრუნება ვნახოთ რა იქნება. ჩემი აზრით, საშემოსავლო გადასახადი უნდა გადაუვადონ იმ კომპანიებს, რომლებიც ხელფასებს გასცემენ. მოგების, საშემოსავლოს თუ დააბრუნებენ ძალიან ბევრი კომპანია და მათ შორის მეც მოგების გადასახადს არ ვიხდით. მას შემდეგ რაც ესტონური მოდელი ამოქმედდა, მოგების რეინვესტიციას ვაკეთებ და ბიზნესი განვითარებას ვცდილობ“, - განაცხადა ბეჟან წაქაძემ.

 

ბაჩო ადამია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up