„მთავარია გზების მშენებლობა კონკრეტულ დროში და ბევრი მოასწრონ,ხარისხს ყურადღებას არ აქცევენ“

„მთავარია გზების მშენებლობა კონკრეტულ დროში და ბევრი მოასწრონ,ხარისხს ყურადღებას არ აქცევენ“

access_time2020-03-04 10:00:22

2016 წელს შემუშავებული მთავრობის ოთხპუნქტიანი გეგმის მიხედვით, 2020 წლის ბოლომდე 800 კილომეტრზე მეტი სიგრძის, 3.5 მილიარდი აშშ დოლარის ღირებულების საგზაო ინფრასტრუქტურა უნდა მოწესრიგდეს და აღმოსავლეთ-დასავლეთის ავტობანის მშენებლობა უნდა დასრულდეს.


„მთლიანობაში, 2020 წლის ჩათვლით, დაგეგმილია 1 000 კილომეტრი გზის მშენებლობა-რეაბილიტაცია, რომლის სავარაუდო ღირებულება 3.5 მილიარდი დოლარი იქნება. დასრულდება 550 კილომეტრი მაგისტრალის მშენებლობა, აშენდება 300 ხიდი (100 რიკოთის გზის ფარგლებში) და 50 საავტომობილო გვირაბი (40 რიკოთის გზის ფარგლებში)“, - აღნიშნა ქვეყნის სივრცითი მოწყობის პრეზენტაციაზე, მაშინდელმა პრემიერ-მინისტრმა გიორგი კვირიკაშვილმა.


2017-2018 წლებში სულ 66.7კილომეტრი ახალი გზა აშენდა, აქედან 45 კილომეტრი ავტობანი. რეკონსტრუქცია ჩაუტარდა 426.6 კილომეტრ გზას, აშენდა 25 ახალი ხიდი და 3 გვირაბი, მათ შორის ყველაზე გრძელი ხიდი და გვირაბი. საავტომობილო გზების დეპარტამენტის ინფორმაციით, 2019 წელს აქტიურად მიმდინარეობს საქართველოს მთავარი საგზაო მაგისტრალების ჩქაროსნულ გზატკეცილად მოდერნიზების პროექტები. ამ დროისთვის ჩქარონსული მაგისტრალების ნაწილში აშენებულია 208 კმ. გზა, სამუშაოები მიმდინარეობს 142 კმ-ზე და დამატებით სამშენებლო სამუშაოები დაიწყება 50 კმ-ზე. დაპირების შესასრულებლად, მიმდინარე წელს ხელისუფლებამ დაახლოებით 600 კილომეტრი გზა (მათ შორის ავტობანი) უნდა ააშენოს, რაც წარმოუდგენელია.


კომპანია კავკასუს როუდ პროჯექტის ხელმძღვანელ პაატა ტრაპაიძე „კომერსანტთან“ საუბრისას ყოფილი პრემიერ-მინისტრის გიორგი კვირიკაშვილის დაპირებას იხსენებს და ამბობს, რომ  მიუხედავად იმისა ახლანდელ ხელისუფლებას წინასთან შედარებით უკეთესი ინფრასტრუქტურა დახვდათ, დაპირების შესრულებას მაინც ვერ ახერხებენ.



„გიორგი კვირიკაშვილმა 2016 წელს განაცხადა, რომ 2020 წელს მაგისტრალის მშენებლობა დასრულდებოდა. მიუხედავად იმისა, რომ წინა მთავრობას სხვა ეკონომიკური პირობები დახვდა, დღევანდელს კი ბევრად განვითარებული ეკონომიკური მდგომარეობა და ინფრასტრუქტურა, დაპირება მაინც ვერ სრულდება. თუმცა „ქართული ოცნება“ იმით ყოველთვის აპელირებს, რომ წინა ხელისუფლებაზე მეტს აშენებს, მაგრამ ეს გასაკვირიც არ არის, რადგან 2005 წელს საერთოდ მონგრეული იყო ინფრასტრუქტურული მშენებლობისთვის საჭირო სტრუქტურები, 2013 წელს კი ესენი უკვე არსებობდნენ და გამოცდილებაც იყო, ძირეული გადაწყვეტილებებიც ბეტონის საფართან დაკავშირებით მიღებული იყო და უკვე დონორებსაც სჯეროდათ ჩევნი ქვეყნის“, - განმარტავს პაატა ტრაპაიძე.


მისი თქმით, ორივე ხელისუფლების მთავარი პრობლემაა ის, რომ კომპანიების ტენდერებში მონაწილეობის დროს პროდუქტის გამძლეობის გარანტიით უზრუნველყოფა არ ხდება და სახელმწიფო შესყიდვები იმაზეა დამოკიდებული თუ ვინ შესთავაზებს უფრო იაფ ფასს.


„ვერცერთი მთავრობის პერიოდში ვერ იქნა შემოღებული თემა, რომ გზების ტენდერი იმას კი არ უნდა მოიცავდეს, დღეს ამიშენო გზა და ამით დამთავრდეს, არამედ თუ რამდენ ხანს გაძლებს. კარგი იქნება თუ სახელმწიფო ტენდერები გამოცხადდება არა ცალ-ცალკე პროექტირებაზე, მშენებლობასა და მოვლა-პატრონობაზე, არამედ ყველაფერზე ერთად. ეს პრობლემაა და ელექტრონული ტენდერიც გადასახედია, პირობები უნდა შეიცვალოს და ევროპული გამოცდილება გადმოვიღოთ, რადგანაც თავად კომპანიასაც ჰქონდეს მოტივაცია, ხარისხიანად გააკეთოს პროექტი. ეს წინა მთავრობის პრობლემაც იყო და ახლანდელისაც, მთავარია კონკრეტულ დროში და ბევრი მოასწრონ, მაგრამ რა ხარისხი ექნება ამას არ აქცევენ ყურადღებას. ის ვინც აშენებს, ხანგრძლივი დროის განმავლობაში მის ხარისხზე პასუხიც უნდა აგოს.


ჩვენ დღეს ეს ყველაფერი ჩავანაცვლეთ იაფი ფასით. ჩვენთან გლობალური გამოწვევების პრობლემა არის ის, რომ ტენდერს ვაკეთებთ მხოლოდ ფასის მიხედვით და ხარისხზე არავინ ფიქრობს. ხარისხი იმ პერიოდში როცა ავტობანი აშენდება ნორმალური იქნება, მაგრამ რა დაემართება მას 10-15 წლის შემდეგ ეს არის მნიშვნელოვანი. ჩვენი შეთავაზება იყო ჩაგვერთო მოწინავე ევროპული ქვეყნების სამშენებლო კომპანიები ამ მშენებლობაში, დღეს მხოლოდ ჩინური კომპანიებია, რომლებიც სახელმწიფოს დაქვემდებარებაში არიან და მათ არავითარი გარანტიების მოცემა არ შეუძლიათ“, - განაცხადა პაატა ტრაპაიძემ.


აღსანიშნავია, რომ ჩქაროსნული ავტომაგისტრალის მშენებლობა 2006 წელს დაიწყო. მშენებლობის დაწყებიდან 2019 წლის ჩათვლით, მოძრაობა 208 კილომეტრ გზაზეა გახსნილი. შესაბამისად, თუ 2006 წელს არ ჩავთვლით როცა მოსამზადებელი სამუშაოები მიმდინარეობდა, წელიწადში საშუალოდ 17.3 კილომეტრი ავტობანი შენდებოდა. ამ ტემპით, 550 კილომეტრი ავტობანის დასრულებას, არა თუ მიმდინარე წელი, არამედ კიდევ  მინიმუმ 15 წელი დასჭირდება.


ნინო თამაზაშვილი





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up