"მთავარი შეცდომა, რასაც აუდიტორები საქმიანობის დროს უშვებენ ალბათ ისაა, რომ თავის თავში ძალიან დარწმუნებულები არიან"

access_time2018-12-07 15:34:37

რა არის აუდიტორი, რატომ არის ის საინტერესო პროფესია, და რა შეცდომებს უშვებენ ხშირად აუდიტორები ? - ამ საკითხებზე რადიო „კომერსანტისა“ და აუდიტორული და ბიზნეს საკონსულტაციო კომპანია „გრანთ თორნთონის“ ერთობლივი პროექტში, გადაცემა „ჩემი აუდიტორი“ ისაუბრეს. გადაცემის წამყვანის „გრანთ თორნთონის“ ბიზნეს პროცესების აუთსორსინგის განყოფილების ხელმძღვანელის პაატა შურღაიას კითხვებს „გრანთ თორნთონის“ მმართველი პარტნიორი ვახტანგ ცაბაძე პასუხობდა.



„სიტყვა აუდიტორი ძველი ლათინური სიტყვიდან მომდინარეობს და მოსმენას ნიშნავს. ამ პროფესიის საჭიროება გაჩნდა მას შემდეგ, რაც კომპანიის მფლობელებს დასჭირდათ კომპანიების ზომის გაზრდის პარალელურად მენეჯერების მოწვევა. სწორედ აქ გაჩნდა, მესამე დამოუკიდებელი მხარის აუცილებლობა,რომელიც დაარწმუნებდა ინვესტორებს იმას,თუ რამდენად სწორად მართავდნენ მენეჯერები კომპანიას და რამდენად სწორი იყო ის ფინანსური ანგარიშგება,რასაც ისინი წარადგენდნენ.
აუდიტორები კომპანიის მფლობელებს ეხმარებიან იმის განსაზღვრაში,თუ რამდენად სწორად იმართება მათი ფული, ამასთანავე, აუდიტორები მენეჯერებისთვის შეიძლება არასასიამოვნო ხალხი იყოს და ჰქონდეს უსიამოვნების განცდა, არ მოსწონდეთ შენიშვნის მიღება. თუმცა, ფაქტია,რომ როგორც კომპანიისთვის, ისე მათი მფლობელებისთვის და მენეჯერებისთვისაც, აუდიტორის არსებობა დიდი სარგებლის მომტანია,“- ამბობს ვახტანგ ცაბაძე.


საინტერესოა ამასთანავე ის, თუ რა დასკვნას დებს აუდიტორი. ვახტანგ ცაბაძის თქმით, აუდიტორული დასკვნა შეიძლება იყოს 4 აბზაციანიც და 3 გვერდიც. ამ დასკვნაში წერია მოსაზრება ფინანსური ბალანსის შესახებ. ერთ-ერთი მნიშვნელოვანი შედეგია მენეჯმენტის წერილიც, სადაც აუდიტი აღნიშნავს იმ ნაკლოვანებებს,რაც კომპანიის შიდა კონტროლში, მართვისა და ბუღალტრულ სისტემებში არსებობს. ამასთანავე, დასკვნებში იწერება ასევე აუდიტის რეკომენდაციაც. მიუხედავად იმისა,რომ ეს დასკვნა გასულ წელს ეხება და უფრო წარსულთან ასოცირდება, იგი გვაძლევს საშუალებას დავინახოთ ბრენდი გასულ წლებში და სწორედ ამ დასკვნის შესაბამისად დავგეგმოთ მომავალი.



„აუდიტი საქართველოში საერთაშორისო სტანდარტებით რეგულირდება. სწორედ ამ სტანდარტებით განისაზღვრება რამდენიმე ტიპის საქმიანობა. ესენია მარწმუნებელი საქმიანობები,რომელიც გულისხმობს აუდიტორიულ მიმოხილვას, სადაც მომსახურების მიმღები იღებს დამატებით რწმუნებას,რომ მაგალითად, ფინანსური ანგარიშგება სწორია. არის მეორე სახის მიმოხილვაც. ეს დაყოფა დამოკიდებულია იმაზე, თუ რა სახის რწმუნებას იძლევა. მაგალითად, აუდიტორიული მიმოხილვა უფრო ნაკლები ხარისხის რწმუნებაა და სამუშაოც მასშტაბით უფრო მცირეა. იგი ძირითადად ანალიტიკური პროცედურებით შემოიფარგლება და ფინანსური ანგარიშგების ზოგადი მიმოხილვით.



ასევე არსებობს შეთანხმებული პროცედურების გარიგება, როცა დამკვეთი და აუდიტორი თანხმდებიან კონკრეტულ პროცედურაზე, ციკლზე და ამის შემდეგ იძლევა აუდიტორი ანგარიშს.



ფინანსური ანგარიშგების კომპლიკაცია ფინანსური ანგარიშგების შედგენას გულისხმობს,სადაც აუდიტორი მოქმედებს,როგორც პროფესიონალი ბუღალტერი. იგი იღებს ინფორმაციას რაც ბუღალტრული წიგნებიდანაა და ადგენს სრულ ფინანსურ ანგარიშგებას.




აუდიტის დაქირავება ნებისმიერი რამისთვის შეგვიძლია, როგორც დამატებითი რწმუნების მიღება. მაგალითად, არსებობს აიტი აუდიტი, რომლებიც აფასებენ კომპანიის საინფორმაციო სისტემის მდგრადობას. ეფექტიანი აუდიტი, ხშირად დონორების მხრიდანაც მოითხოვება,მათთვის საინტერესოა, არა მხოლოდ ის თუ, რაში დაიხარჯა ფული, არამედ ეფექტიანად დაიხარჯა თუ არა ეს ფული,“- ამბობს ვახტანგ ცაბაძე.



გადაცემაში აუდიტორული საქმიანობის ეტაპებზეც ისაუბრეს. აიდუტი დაგეგმვის ეტაპით იწყება და ის სრულებითაც არ წარმოადგენს რუტინულ საქმიანობას. ამ ეტაპზე, ვახტან ცაბაძის თქმით, მნიშვნელოვანია აუდიტის ანალიტიკური აზროვნება, რისკების დანახვა, მნიშვნელოვანია ასევე ორი ტიპის უზუსტობის დანახვა : 1-ლი მექანიკური შეცდომა ან გამოტოვება რაიმე მონაცემის და მე-2 თაღლითობა.



„ვისაც ამ პროფესიის დაუფლება სურს, მთავარი ინვესტიცია სწორედ დროში უნდა ჩადოს, რათა ისწავლოს და იმუშაოს და თან ისწავლოს, მუშაობის პარალელურად მუდმივად. ამასთანავე აუდიტორის პროფესიის დაუფლება შეუძლებელია მხოლოდ სწავლით, პარალელურად აუცილებლად უნდა მიიღონ პრაქტიკული გამოცდილება, ჯერ სტაჟირებით, შემდგომ ასისტენტობით და მერე მიიწევენ მაღალ საფეხურებზე. დროს რაც შეეხება, ეს დამოკიდებულია ადამიანზე. პირველი საფეხურების გავლას 3-4 წელი სჭირდება. საინტერესოა ისიც,რომ ადამიანები,რომლებიც ხდებიან აუდიტორები, მოგვიანებით საქმიანობას აგრძელებენ ბიზნესში, რაღაც ტიპის პლატფორმაა და დიდ გამოცდილებას იღებენ ადამიანები ამ სფეროში,“ - ამბობს ვახტანგ ცაბაძე.



„გრანთ თორნთონმა“ თბილისის სახელმწიფო უნივერსიტეტთან მაღალკვალიფიციური კადრების მომზადებისთვის მემორანდუმი გააფორმა, რომლის მიხედვითაც, კომპანია წარჩინებულ სტუდენტებს ფინანსების მიმართულებით დააფინანსებს, ჩაუტარებს მათ მასტერკლასებს და სტუდენტებს ექნებათ საშუალება სტაჟირება გაიარონ კომპანიაში.



„ყველას ვურჩევდი, რომ დიდი დრო დაუთმონ სწავლას. მთავარი შეცდომა, რასაც აუდიტორები საქმიანობის დროს უშვებენ ალბათ ისაა, რომ თავის თავში ძალიან დარწმუნებულები არიან და ჰგონიათ, რომ იმ ბუღალტერზე მეტი იციან, ვისთანაც მიდიან შესამოწმებლად. ხშირ შემთხვევაში ეს ასე არ არის ხოლმე. ვურჩევდი,რომ დასვან კითხვები, გაარკვიონ ნებისმიერი ბუნდოვანი საკითხი. ნუ წარმოიდგენთ ისე,რომ სტატუსი გაძლევთ ცოდნას, აუცილებლად უნდა დასვათ კითხვები, „ - ამბობს ვახტანგ ცაბაძე.



იგი ამბობს,რომ აუდიტული საქმიანობა მომავლის პროფესიაა, რომელიც საქართველოში ახლა კიდევ უფრო მნიშვნელოვანი ხდება. ვახტანგ ცაბაძემ „გრანთ თორნთონის“ სამუშაო გარემოს შესახებაც ისაუბრა.



„ჩვენი კომპანია მუდმივად ცდილობს თანამშრომლების პროფესიულ განვიტარზე. წელს მაგალითად, ჩვენი თანამშრომლები იყვნენ იტალიაში, ჩეხეთში, პროეტების აუდიტზე. ვცდილობთ, შედარებით სასაიამოვნო აქტივობებიც გვქონდა. მაგალითად, კაჭრეთში ვიყავით პინგ-პონგის ტურნირი მოვაწყეთ. გვაქვს ოფისში პინგ-პონგის დიდი მაგიდა. ჩვენთან კომპანიაში ყველამ იცის თავისი საქმე და თუ თამაშობს პინგ-პონგს , ე.ი აქვს ამისი დრო. ამასთანავე, 4 თანამშრომელს სკუტერი ვაჩუქეთ,რომ უფრო სწარაფად გადაადგილდნენ, თან ნაკლები გამონაბოლქვიც იქნება ქალაქში,“- ამბობს ვახტანგ ცაბაძე.


კომერსანტი

თეგები:
აუდიტორები



ქართული უნივერსიტეტების საერთაშორისო რეიტინგი - რომელ ადგილზე ვართ მსოფლიოში

ქართული უნივერსიტეტების საერთაშორისო რეიტინგი - რომელ ადგილზე ვართ მსოფლიოში
access_time2020-08-12 13:00:59
ერთ-ერთმა ყველაზე ცნობილმა საერთაშორისო ორგანიზაციამ, „ვებომეტრიქსმა“ (http://www.webometrics.info/), რომელიც მსოფლიო უნივერსიტეტების რეიტინგებს წელიწადში ორჯერ იკვლევს, მორიგი კვლევა გამოაქვეყნა. კვლევა მოიცავს 31 ათასამდე უმაღლეს სასწავლებელს 200-ზე მეტი ქვეყნიდან, მათ შორის საქართველოდან. „ვებომექტრიქსი“ იკვლევს, უნივერსიტეტების სამეცნიერო წარმატებას და მათი ონლაინ-რესურსების გავლენიანობას. სამეცნიერო კრიტერიუმები...

საინტერესო საქართველოსთვისაც - მიდის თუ არა BP აზერბაიჯანიდან?

საინტერესო საქართველოსთვისაც - მიდის თუ არა BP აზერბაიჯანიდან?
access_time2020-08-12 12:05:42
აზერბაიჯანსა და საქართველოში მღელვარე ინტერესით შეხვდნენ გავრცელებულ ინფორმაციას, რომ ენერგეტიკულმა გიგანტმა, კომპანია BP-მ შესაძლოა დატოვოს აზერბაიჯანი. ეს საკითხი მნიშვნელოვანწილად უკავშირდება საქართველოსაც, რადგან ის BP-ის სამი მასშტაბური პროექტის მონაწილეა. ტოვებს თუ არა BP აზერბაიჯანს? რა ელის საქართველოზე გამავალ მილსადენებს? რას აპირებს აზერბაიჯანი? ნავთობისა და გაზის საერთაშორისო კომპანია BP აპირებს გაყიდოს თავისი აქტივების დიდი ნაწილი იმის...

გაქირავება -11%, გაყიდვა -9% - როდემდე გაგრძელდება შემცირების ტრენდი უძრავი ქონების ბაზარზე

გაქირავება -11%, გაყიდვა -9% - როდემდე გაგრძელდება შემცირების ტრენდი უძრავი ქონების ბაზარზე
access_time2020-08-12 10:00:12
ბოლო პერიოდში ქვეყანაში უძრავ ქონებაზე ფასის კლება ფიქსირდება. ტურისტების გარეშე დარჩენილი უძრავი ქონების გამქირავებლები განსაკუთრებით რთულ სიტუაციაში აღმოჩნდნენ. Galt&Taggart-ის ბოლო კვლევის თანახმად, დეველოპერებმა და კერძო ინვესტორებმა დაიწყეს ფასების შემცირება, რათა მოერგონ ახალ რეალობას, განსაკუთრებით კი ბინის გამქირავებლებმა. უძრავ ქონებასთან დაკავშირებულ ფასების ახალ ტენდენციასთან დაკავშირებით დეტალების...

Kohi.ge ქობულეთში 4,5 მილიონი ევროს ღირებულების ქარხანას აშენებს

Kohi.ge ქობულეთში 4,5 მილიონი ევროს ღირებულების ქარხანას აშენებს
access_time2020-08-12 11:10:51
კომპანია Kohi.ge ქობულეთთან ახლოს  თანამედროვე კომპიუტერიზებულ ქარხანას ააშენებს, ამის შესახებ „კომერსანტს“ kohi.ge -ს დამფუძნებელმა ირაკლი ლომიძემ განუცხადა. მისი განცხადებით, ქობულეთში მდებარე  ქარხანა სახლების გამოშვებას მაისის დასაწყისიდან შეძლებს. „ქობულეთთან ახლოს ვაშენებთ ახალ, დიდ, თანამედროვე კომპიუტერიზებულ და ავტომატიზირებულ ქარხანას რობოტებით, რომელშიც 4,5 მილიონ ევროს ვდებთ. ქობულეთთან  ახლოს ...

დღის Top 10 საინტერესო ამბავი

დღის Top 10 საინტერესო ამბავი
access_time2020-08-11 21:00:41
დღის Top 10 საინტერესო ამბავი: 1.Georgian Capital-ის წარუმატებელი პროექტი - „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“ არა ლიკვიდურობის გამო ლონდონის საფონდო ბირჟიდან ჩაიხსნა „საქართველოს ჯანდაცვის ჯგუფი“ (GHG) არალიკვიდურობის გამო ლონდონის საფონდო ბირჟიდან ჩაიხსნა. კომპანიის ინფორმაციით,...


მსგავსი სიახლეები

up