მთავარი ეკონომიკური მოვლენები გიორგი აბაშიშვილის „ბიზნეს ინსაიდერის ბრიფინგიდან“

მთავარი ეკონომიკური მოვლენები გიორგი აბაშიშვილის „ბიზნეს ინსაიდერის ბრიფინგიდან“

access_time2022-04-26 10:30:34

მედიაჰოლდინგ „კომერსანტის“ მმართველი პარტნიორი გიორგი აბაშიშვილი რადიო „კომერსანტზე“ თავის რუბრიკაში – „ბიზნეს ინსაიდერის ბრიფინგი“ მსოფლიო ეკონომიკის მნიშვნელოვან ამბებს მოგვითხრობს.


რუსეთის აგრესია და ენერგორესურსები:


კულება ტვიტერზე: „თუ მსოფლიო ლიდერები და ბიზნესი სერიოზულად არიან მომართული რუსეთის ომის დანაშაულების დასრულებაზე, მათ ჯერ პუტინს ნავთობიდან შემოსავლების მიღების შესაძლებლობა უნდა გაუქრონ. არასაკმარისია მხოლოდ შეშფოთება და ნახევრად მიღებული ზომები, როდესაც უკრაინელებს ბომბავენ, კლავენ, აწამებენ და აუპატიურებენ. რუსული ნავთობი სავსეა უკრაინული სისხლით. შეწყვიტეთ მისი ყიდვა. ევროკავშირს რუსული ნავთობის რეალური ემბარგო სჭირდება. გარდა ამისა, რუსეთი სასოწარკვეთილად ცდილობს გვერდი აუაროს უკვე დაწესებულ შეზღუდვებს. მოდით მკაფიოდ ვთქვათ: ნებისმიერი ნაზავი, რომელიც შეიცავს ნებისმიერ  რუსულ ნავთობს, უნდა განიხილებოდეს როგორც 100%–ით რუსული ნავთობი. ნუ მისცემთ რუსებს უფლებას, იპოვონ ხვრელები შეზღუდვებში“.


კულება ტვიტერზე: „ჩვენ, დღევანდელ სატელეფონო საუბარში, ჩემს ჰოლანდიელ კოლეგასთან განვიხილეთ რუსეთის წინააღმდეგ ევროკავშირის სანქციების მე-6 პაკეტის მომზადების საკითხი და ჩვენს ქვეყნებს შორის სამხედრო-ტექნიკური თანამშრომლობა. მე ასევე აღვნიშნე უკრაინის ევროკავშირის კანდიდატის სტატუსის დაუყოვნებლივ მინიჭების მნიშვნელობა“.


ბიზნეს ინსაიდერი: რუსული ნედლი ნავთობის აკრძალვა ევროკავშირის ყველაზე მარტივი არჩევანია მკაცრი სანქციების ვარიანტებიდან, ამბობს ენერგეტიკული ბაზრების გავლენიანი ანალიტიკოსი S&P-დან. ის აღნიშნავს, რომ ურთულესი საკითხია ბუნებრივი გაზის აკრძალვა.


ბიზნეს ინსაიდერი: პრეზიდენტი ვლადიმირ პუტინი ,,ძალიან სერიოზულ დარტყმას“ მიიღებს, თუ ევროპის ქვეყნები შეწყვეტენ რუსული ნავთობისა და გაზის შესყიდვას, თქვა მიხაილ ხოდორკოვსკიმ, დევნილმა ოლიგარქმა, რომელიც ოდესღაც ქვეყნის ერთ-ერთ ყოფილ ნავთობ გიგანტს ხელმძღვანელობდა.


ბიზნეს ინსაიდერი: ნავთობის ფასის 4.7%-ით ვარდნა ჩინეთში კორონავირუსის გავრცელების ახალი ტალღის გამო საწვავზე მოთხოვნის შესაძლო შემცირებამ გამოიწვია. ნავთობის ბაზარზე ფედერალური სარეზერვო სისტემის მიერ განაკვეთების გაზრდამაც იქონია გავლენა.



ბლუმბერგი: აზიური ნავთობგადამამუშავებელი მწარმოებლები დაწესებული სანქციების გამო ერიდებიან რუსეთის შორეული აღმოსავლეთის ძირითად საექსპორტო კომპანიებთან ურთიერთობას.


ბიზნეს ინსაიდერი:  უკრაინაში შეჭრის შემდეგ რუსული ნავთობის გაყიდვები ინდოეთში გაიზარდა, არსებულმა ვითარებამ რიგ შემთხვევებში ნავთობზე მკვეთრი ფასდაკლება გამოიწვია.


ბლუმბერგი: პორტების გადატვირთულობა ჩინეთში უბიძგებს უფრო მეტ გემს საწვავი შეავსოს ამავე ქვეყნის პორტებში,რადგან COVID 19-ის გაუარესება გადამზიდავებს აიძულებს გადაზიდვის მარშრუტების ხელახლა კონფიგურაციას. შედეგად, ჩინეთმა ამ წლის პირველ კვარტალში გემებს 4,9 მილიონი ტონა საწვავი მიაწოდა, რაც1.9%-ით მეტია წინა წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით.


UN: უკრაინაში საჭიროებების ზრდის ფონზე, გაერო და ჰუმანიტარული პარტნიორები ითხოვენ 2,25 მილიარდ აშშ დოლარს 8,7 მილიონი ადამიანის დასახმარებლად, მათგან ნახევარზე მეტი ქალია. კონფლიქტმა მსოფლიოში ყველაზე სწრაფად მზარდი იძულებით გადაადგილების კრიზისი გამოიწვია მეორე მსოფლიო ომის შემდეგ, სადაც დაახლოებით 13 მილიონი ადამიანი გადაადგილდა ორ თვეზე ნაკლებ დროში.


მსოფლიო ეკონომიკა


ბიზნეს ინსაიდერი: ჩინურ იუანს 2015 წლის შემდეგ დოლართან მიმართებაში ყველაზე მაღალი ყოველკვირეული ვარდნა ემუქრება და მიუხედავად რეკორდული ვარდნისა, პეკინის მაღალჩინოსანი ამბობს, რომ ვალუტა არის ,,სტაბილური და ჯანსაღი’’.


ბიზნეს ინსაიდერი: ორი რთული წლის შემდეგ ბევრი ვარაუდობს, რომ საცალო ვაჭრობის ზრდა გარკვეულწილად ნორმალურ დონეს დაუბრუნდება 2022 წელს. სინამდვილეში ჩვენ ველოდებით, რომ აშშ-ში ელექტრონული კომერციის გაყიდვები გაიზრდება 14.1 %-ით წელს.


IMF ანალიზი: ცენტრალური ბანკები უნდა დააკვირდნენ ინვესტორების რისკის კოეფიციენტის ცვლილებას, ლიკვიდურობასა და კრედიტის ხელმისაწვდომობას, ომისა და სანქციების ფონზე სტაბილურობის შესანარჩუნებლად.


ბიზნეს ინსაიდერი: საფონდო ინვესტორები საკმარისად არ აფასებენ ომის რისკს და ზედმეტად ამახვილებენ ყურადღებას რეცესიაზე, რომელიც ნაკლებად სავარაუდოა, რომ მოხდეს, ამბობს უოლ სტრიტის საინვესტიციო ხელმძღვანელი.


IMF: ციფრული ფულის ტრანსსასაზღვრო გამოყენება ახალ კითხვებს ბადებს და ახალი პოლიტიკის შემუშავებას მოითხოვს. ახლა დროა პოლიტიკოსებმა გადამწყვეტად იმოქმედონ.

----

Insider inteligence აქვეყნებს დღის ჩარტს, სადაც აღნიშნულია, რომ აშშ-ის მუსიკალურმა ინდუსტრიამ 2021 წელს შემოსავლები 24%-ით გაზარდა – $15 მილიარდამდე. შემოსავლების თითქმის ორი მესამედი მიდიოდა ფასიანი სტრიმინგის ხელმოწერებზე.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up