მთავარი ეკონომიკური მოვლენები გიორგი აბაშიშვილის „ბიზნეს ინსაიდერის ბრიფინგიდან“

მთავარი ეკონომიკური მოვლენები გიორგი აბაშიშვილის „ბიზნეს ინსაიდერის ბრიფინგიდან“

access_time2022-04-15 10:17:51

მედიაჰოლდინგ „კომერსანტის“ მმართველი პარტნიორი გიორგი აბაშიშვილი რადიო „კომერსანტზე“ თავის რუბრიკაში – „ბიზნეს ინსაიდერის ბრიფინგი“ მსოფლიო ეკონომიკის მნიშვნელოვან ამბებს მოგვითხრობს.


ევროპის ცენტრალური ბანკის განცხადება: რუსეთის აგრესია უკრაინაში უზარმაზარ ტკივილს იწვევს. ეს ასევე გავლენას ახდენს ეკონომიკაზე, როგგორც ევროპაში, ისე მის ფარგლებს გარეთ. კონფლიქტი და მასთან დაკავშირებული გაურკვევლობა მძიმედ აისახება ბიზნესისა და მომხმარებლების ნდობაზე. ვაჭრობის შეფერხებები იწვევს მასალებისა და პროდუქციის ახალ დეფიციტს. ენერგიისა და საქონლის ფასების ზრდა ამცირებს მოთხოვნას და აფერხებს წარმოებას. როგორ განვითარდება ეკონომიკა, გადამწყვეტად იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ განვითარდება კონფლიქტი, ასევე მიმდინარე სანქციების გავლენაზე და შესაძლო შემდგომ ღონისძიებებზე. ამასთან, ეკონომიკურ აქტივობას კვლავ უჭერს მხარს ეკონომიკის ხელახალი გახსნა პანდემიის კრიზისული ფაზის შემდეგ. ინფლაცია მნიშვნელოვნად გაიზარდა და მომდევნო თვეებში მაღალი დარჩება, ძირითადად ენერგო ხარჯების მკვეთრი ზრდის გამო. ინფლაციის ზეწოლა ბევრ სექტორში გაძლიერდა.


ევროპის ცენტრალური ბანკის პრეზიდენტის განცხადება ევროზონის ინფლაციაზე: ჩვენ ძალიან ყურადღებით ვაკვირდებით მიმდინარე გაურკვევლობებს და ყურადღებით ვაკვირდებით შემოსულ მონაცემებს საშუალოვადიანი ინფლაციის პერსპექტივაზე მათ გავლენასთან დაკავშირებით. ჩვენ მზად ვართ, ყველა ჩვენ ხელთარსებული ინსტრუმენტის გამოსეყენებლად ჩვენი მანდატის ფარგლებში, მოქნილობის ჩათვლით, თუ ეს მოგვცემს იმის გარანტიას, რომ ვუზრუნველყოთ ინფლაციის სტაბილიზაცია ჩვენს ორპროცენტიან სამიზნეზე მაჩვენებელზე საშუალოვადიან პერიოდში.


IMF–ის მმართველი დირექტორი კრისტალინა გეორგიევა ტვიტერზე: მსოფლიო კრიზისის წინაშეა: პანდემია და ომი, ფრაგმენტაციის რისკი სახეზეა, საერთაშორისო თანამშრომლობა ერთადერთი ეფექტური საშუალებაა ამ და სხვა გლობალური გამოწვევების დასაძლევად.


IMF–ის მმართველი დირექტორი კრისტალინა გეორგიევა ტვიტერზე: ქვეყნების უმრავლესობისთვის ეკონომიკური ზრდა კვლავ პოზიტიურ დინამიკაში დარჩება. თუმცა, ომის გავლენით წელს მოხდა პოზიტიური პროგნოზების შემცირებას 143 ეკონომიკისთვის, რაც გლობალური მშპ-ის 86 პროცენტს შეადგენს.



WB ტვიტერზე: ვაჭრობას შეუძლია ბევრად მეტი წვლილი შეიტანოს ისეთი გამოწვევების გადაჭრაში, როგორიცაა სასურსათო უსაფრთხოება. ვაჭრობის დამახინჯებულ სუბსიდირების პრობლემის მოგვარების უფრო ეფექტურმა გზებმა შეიძლება გააძლიეროს გლობალური სავაჭრო სისტემა.


UN DESA აქვეყნებს ანგარიშს, სადაც აღნიშნულია, რომ 2021 წელს პანდემიურმა შოკმა 77 მილიონი ადამიანი ჩააგდო უკიდურეს სიღარიბეში და წლის ბოლოსთვის ბევრი ეკონომიკა დარჩა 2019 წლის მაჩვენებელზე დაბლა. ანგარიშში ნათქვამია, რომ ყოველი 5 განვითარებადი ქვეყნიდან ერთში მაინც, მშპ ერთ სულ მოსახლეზე არ დაბრუნდება 2019 წლის დონეზე 2023 წლის ბოლომდე. უკრაინის ომის ზემოქმედებამდე არსებულ შედეგებამდეც კი. ომი უკრაინაში კი ამძაფრებს ამ გამოწვევებს და შექმნის ახალ გამოწვევებს, უფრო მაღალი ენერგეტიკული და საქონლის ფასებით, მიწოდების ჯაჭვის განახლების შეფერხებით, უფრო მაღალი ინფლაციი, დაბალი ზრდტთ და ფინანსურ ბაზრებზე არასტაბილურობის გაზრდით.


WTO: ორგანიზაცია საქონლით ვაჭრობის მოცულობის ზრდას მხოლოდ 3.0%-ით ელოდება 2022 წელს, ნაცვლად წინა პროგნოზისა – 4.7%, ხოლო 3.4%-ით ზრდას 2023 წელს, მაგრამ ეს შეფასებები ჩვეულებრივზე ნაკლებად ზუსტია რუსეთ-უკრაინის ომიდან გამომდინარე. უკვე არსებული კრიზისის ყველაზე მყისიერი ეკონომიკური გამოხატულება იყო საქონლის ფასების მკვეთრი ზრდა. მიუხედავად მათი მცირე წილისა მსოფლიო ვაჭრობაში და გამომუშავებაში, რუსეთი და უკრაინა ძირითადი მიმწოდებლები არიან ისეთი მნიშვნელოვანი საქონლის, როგორიცაა საკვები, ენერგორესურსები და სასუქები, რომელთა მიწოდებას ახლა ომი აფერხებს. შავი ზღვის პორტებით მარცვლეულის მიწოდება უკვე შეჩერებულია, რაც პოტენციურად მძიმე შედეგებს მოიტანს ღარიბ ქვეყნებში სასურსათო უსაფრთხოების კუთხით.


FT: ჯონ უილიამსმა, ფედერალური სარეზერვო ბანკის ნიუ-იორკის ფილიალის პრეზიდენტმა, თქვა, რომ მაისის შეხვედრაზე საპროცენტო განაკვეთის ნახევარი პუნქტით გაზრდა „გონივრული ვარიანტია“, რაც მიუთითებს იმაზე, რომ ცენტრალური ბანკი გააგრძელებს უფრო აგრესიულ მონეტარულ პოლიტიკას, მომატებული ინფლაციის ფონზე.


ბაიდენი ტვიტერზე: ამერიკული წარმოება ბრუნდება და როდესაც ჩვენ ვაშენებთ მეტს ამერიკაში, ეს ზრდის ჩვენს ეკონომიკურ შესაძლებლობებს.


EBRD–ის პრეზიდენტი ტვიტერზე უკრაინის ფინანსთა მინისტრს: მადლობა ჩვენი ძალიან ნაყოფიერი დისკუსიისთვის. ამ დილით EBRD-ის ყველა პროექტი განვიხილეთ, რომლებიც ამ მძიმე დროს უკრაინაში ეკონომიკის მხარდასაჭერად ხორციელდება. თქვენ შეგიძლიათ დაეყრდნოთ ჩვენს გადაწყვეტილებას, დავეხმაროთ უკრაინას და მის ხალხს.


Insider: საფრანგეთმა რომან აბრამოვიჩს $98 მლნ-ის ღირებულების ძვირფასი შატო ჩამოართვა.


Insider: ათასობით რუსმა დასაქმებულმა პირმა სახიფათო გაქცევა მოახერხა ფაქტობრივად ეკონომიკურად დანგრეული სამშობლოდან. ახლა  მათ ემუქრებათ ანტირუსული რეაქცია, არამეგობრული ბანკები და ძვირი საცხოვრებელი ქირა.





წელს მსოფლიო ტურიზმი 65%-ით აღდგება - UNWTO

წელს მსოფლიო ტურიზმი 65%-ით აღდგება - UNWTO
access_time2022-11-29 23:55:13
ტურიზმის საერთაშორისო ორგანიზაციის (UNWTO) პროგნოზით, საერთაშორისო ტურიზმის აღდგენის მაჩვენებელი წელს 65% იქნება. ორგანიზაციის ინფორმაციით, იანვარ-სექტემბერში 700 მლნ ტურისმტმა იმოგზაურა მთელ მსოფლიოში, რაც წლიურად 133%-ით გაზრდილი მაჩვენებელია, ხოლო 2019 წლის შესაბამისი პერიოდის 63%-ს შეადგენს. აღდგენის ეს მაჩვენებელი გამოწვეულია მოგზაურობაზე მაღალი მოთხოვნითა და „კოვიდის“ გამო დაწესებული შეზღუდვების შემსუბუქებით. საანგარიშო პერიოდში რეგიონში...

2022 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ფინალისტების ვინაობა ცნობილია

2022 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის ფინალისტების ვინაობა ცნობილია
access_time2022-11-29 21:55:59
2022 წლის ათასწლეულის ინოვაციის კონკურსის მთავარი პრიზი - აშშ-ში ნასას საზაფხულო ბანაკში გამგზავრება, გუნდმა “LIGGA“-მ პროექტით „რადიაციის კვლევის, მონიტორინგისა და უსაფრთხოების სისტემა“ მოიპოვა. გუნდის მიერ შექმნილიპროექტის საშუალებით, შესაძლებელია ოთახებსა და შენობებში რადიაციის დონის კონტროლი და რადიაციის გავრცელების არეალის განსაზღვრა. გამარჯვებული გუნდის წევრები გაემგზავრებიან აშშ-ში და მონაწილეობას მიიღებენ NASA-ს კოსმოსური ცენტრის უნივერსიტეტის საზაფხულო სკოლაში....

ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც საქართველოს მხარდაჭერაზეც არის საუბარი

ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრებმა ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც საქართველოს მხარდაჭერაზეც არის საუბარი
access_time2022-11-29 20:55:28
ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრებმა ბუქარესტში გამართული შეხვედრის შემდეგ ერთობლივი განცხადება გაავრცელეს, რომელშიც საქართველოს მხარდაჭერაზეც არის საუბარი. როგორც განცხადებაშია აღნიშნული, ნატო-ს საგარეო საქმეთა მინისტრები გამოხატავენ მტკიცე ერთგულებას ალიანსის ღია კარის პოლიტიკისადმი. „დასავლეთ ბალკანეთის და შავი ზღვის რეგიონებს სტრატეგიული მნიშვნელობა აქვს ალიანსისთვის. ჩვენ მივესალმებით ჩვენს შეხვედრას ნატო-ს პარტნიორების, ბოსნია და...

ეკონომიკის ორნიშნა ზრდას და ლარის სიმყარეს მხოლოდ რუსეთის ეფექტს ვერ დავაბრალებთ - ვახტანგ ჭარაია

ეკონომიკის ორნიშნა ზრდას და ლარის სიმყარეს მხოლოდ რუსეთის ეფექტს ვერ დავაბრალებთ - ვახტანგ ჭარაია
access_time2022-11-29 21:30:15
ეკონომიკის ორნიშნა ზრდა და ლარის სიმყარეს მხოლოდ რუსეთის ეფექტს ვერ დავაბრალებთ, -ამის შესახებ გრიგოლ რობაქიძის სახელობის უნივერსიტეტის ბიზნესისა და მართვის სკოლის დეკანმა, პროფესორმა ვახგანგ ჭარაიამ, გიორგი აბაშიშვილის საავტორო გადაცემაში „ბიზნეს ინსაიდერი“ განაცხადა. მისი თქმით, გლობალურმა თუ ეკონომიკურმა ცვლილებებმა საქართველოზე გარკვეული პოზიტიური ეფექტი იქონია, მაგრამ საქართველო ამისთვის წლების განმავლობაში ემზადებოდა და ბევრი...

კომპანია Starlink-მა უკრაინის მაცხოვრებლებს ინტერნეტის ტარიფი გაუზარდა

კომპანია Starlink-მა უკრაინის მაცხოვრებლებს ინტერნეტის ტარიფი გაუზარდა
access_time2022-11-29 20:30:44
კომპანია Starlink-მა ინტერნეტის ტარიფი გაუზარდა უკრაინის მაცხოვრებლებს. კომპანიამ აბონენტებისთვის შესაბამისი წერილების დაგზავნა დაიწყო. 29 დეკემბრიდან სატელიტური ინტერნეტი კერძო პირებისთვის თვეში 60 დოლარიდან გაიზრდება 75 დოლარამდე. როგორც „ტელეგრამში“ წერს Инсайдер UA, Starlink-ის ტერმინალისა და ანტენის ფასი გაიზრდება და 500 დოლარის ნაცვლად 700 დოლარი ეღირება. ომის დაწყებიდან ილონ მასკის კომპანია SpaceX-მა უკრაინას Starlink-ის დაახლოებით 20...


მსგავსი სიახლეები

up