მთავარი ეკონომიკური მოვლენები გიორგი აბაშიშვილის „ბიზნეს ინსაიდერის ბრიფინგიდან“

მთავარი ეკონომიკური მოვლენები გიორგი აბაშიშვილის „ბიზნეს ინსაიდერის ბრიფინგიდან“

access_time2022-04-14 10:21:53

მედიაჰოლდინგ „კომერსანტის“ მმართველი პარტნიორი გიორგი აბაშიშვილი რადიო „კომერსანტზე“ თავის რუბრიკაში – „ბიზნეს ინსაიდერის ბრიფინგი“ მსოფლიო ეკონომიკის მნიშვნელოვან ამბებს მოგვითხრობს.


პრეზიდენტი ზელენსკი ტვიტერზე წერს, რომ გრძელდება მუდმივი დიალოგი პრეზიდენტ ბაიდენთან, ისაუბრეს მათ შორის შესაძლო მაკროფინანსურ დახმარებასა და რუსეთის წინააღმდეგ სანქციების გაძლიერებაზე. 


აშშ-ის ხაზინის მდივანი ატლანტიკურ საბჭოში: სანამ პუტინი არ დაასრულებს თავის ამაზრზენ ომს, ბაიდენის ადმინისტრაცია იმუშავებს ჩვენს პარტნიორებთან, რათა რუსეთი კიდევ უფრო მეტად მოექცეს ეკონომიკურ, ფინანსურ და სტრატეგიულ იზოლაციაში.


 ჩვენ, სანქციების დამკვეთი ქვეყნები, ვეუბნებით რუსეთს, რომ ვაღიარებთ წესებს, ნორმებსა და ღირებულებებს, რომლებიც საფუძვლად უდევს გლობალურ ეკონომიკას, ჩვენ აღარ მოგცემთ ჩვენთან ვაჭრობის ან ინვესტიციის პრივილეგიას.


რუსეთსა და უკრაინას შორის ომმა გადახაზა მსოფლიო ეკონომიკური პერსპექტივის კონტურები.


როდესაც რუსეთმა მიიღო გადაწყვეტილება უკრაინაში შეჭრაზე, მან წინასწარ განსაზღვრა გლობალური ფინანსური სისტემიდან გასვლა.


ხაზინის მდივანი მიმართავს ქვეყნებს, რომლებიც არ უერთდებიან რუსეთის წინააღმდეგ ქმედებებს: ჩვენი საერთაშორისო წესრიგის მომავალი, როგორც მშვიდობიანი უსაფრთხოებისთვის, ასევე ეკონომიკური კეთილდღეობისთვის, საფრთხეშია.



სანქციების გამცემი ქვეყნები არ იქნებიან „გულგრილები“ სხვა ქვეყნების ქმედებების მიმართ, რომლებიც მოქმედი სანქციების შელახვას ისახავენ მიზნად.


საკითხზე, თუ როგორ იმოქმედა რუსეთის ომმა უკრაინაში გლობალურ ეკონომიკაზე, ხაზინის მდივანი ამბობს, რომ გამოიწვია ინფლაცია და აჩენს კითხვებს რეცესიის შესახებ: ”ეს იქნება ჩვენთვის გადაუდებელი საზრუნავი მომავალ კვირას, რათა ვიფიქროთ იმაზე, თუ როგორ შეგვიძლია თავიდან ავიცილოთ შიმშილი მთელს მსოფლიოში“.


FT – აშშ-ს ხაზინის მდივანმა ჯანეტ იელენმა გააფრთხილა ეკონომიკური და ფინანსური შედეგების შესახებ ჩინეთი და სხვა ქვეყნები, რომლებიც რუსეთთან კავშირებს ინარჩუნებენ, თუ ისინი შეეცდებიან ძირი გამოუთხარონ დასავლელი მოკავშირეების მიერ გამოქვეყნებული ყოვლისმომცველი სანქციების პაკეტს. ოთხშაბათს იელენმა ისაუბრა ვაშინგტონის ვალდებულებაზე, რუსეთს კიდევ უფრო უბიძგოს „ეკონომიკური, ფინანსური და სტრატეგიული იზოლაციისკენ“, სანამ ის განაგრძობს თავდასხმებს უკრაინაზე.


IMF – Washington, DC: The Heads of the World Bank Group (WBG), International Monetary Fund (IMF), United Nations World Food Program (WFP) და and World Trade Organization (WTO) აკეთებენ ერთობლივ განცხადებას სასურსათო უსაფრთხოების თემაზე დაუყოვნებლივი მოქმედებებისთვის. გადამწყვეტი მნიშვნელობა აქვს სწრაფად მოხდეს სასურსათო კრიზისისადმი მოწყვლადი ქვეყნების მხარდაჭერა კოორდინირებული გზით. ჩვენ მზად ვართ ვიმუშაოთ ჩვენს მრავალმხრივ და ორმხრივ პარტნიორებთან ერთად, რათა დავეხმაროთ ქვეყნებს ამ გადაუდებელი კრიზისის მოგვარებაში”, - ნათქვამია განცხადებაში.

 

გეორგიევა ტვიტერზე: სასურსათო დაუცველობა არის სერიოზული და მზარდი შეშფოთება ძალიან ბევრი ადამიანისთვის მთელ მსოფლიოში. ეს არის უკრაინის ომის კიდევ ერთი მძიმე შედეგი. ჩვენ შეგვიძლია საუკეთესოდ გავუმკლავდეთ ამ პრობლემას და დავიცვათ ყველაზე დაუცველები – ერთად მუშაობით. სხვა ინსტიტუტების ლიდერებთან ერთად, მე საჭიროდ მიმაჩნია სასწრაფო კოორდინირებულ ქმედებებისკენ მოწოდება: საჭიროა საკვების მიწოდება, ფინანსური მხარდაჭერა, სოფლის მეურნეობის წარმოების გაზრდა და ღია ვაჭრობა.

 

ინსაიდერი – მსოფლიო ბანკის ინფორმაციით, უკრაინელების 70%-მდე შეიძლება სიღარიბეში აღმოჩნდეს მას შემდეგ, რაც რუსეთის შეჭრამ ქვეყანაში გაანადგურა საარსებო წყაროები და ინდუსტრია.

 

ნიუ იორკ თაიმსი: მსოფლიო ბანკი უკრაინისათვის  1,5 მილიარდი დოლარის დახმარების გამოსაყოფად ემზადება, რათა დაეხმაროს ქვეყანას იმისათვის, რომ შენარჩუნებული იქნას სახელმწიფო ინსტიტუტების ფუნქციონირება რუსეთის შეტევის ფონზე, განაცხადა მსოფლიო ბანკის პრეზიდენტმა.

 

FT – ევროკავშირის სრული ემბარგო რუსულ ენერგომატარებლებზე დიდ რეცესიას გამოიწვევს გერმანიაში. შესაბამისად, მომავალ წელს 400 000-ზე მეტ სამუშაო ადგილს დაკარგვას. ოთხშაბათს გამოქვეყნებული ახალი პროგნოზი წინაზე პესიმისტური იყო.

 

ინსაიდერი S&P Globalზე დაყრდნობით წერს, რომ რუსეთ-გერმანიის სავაჭრო ურთიერთობის რღვევა შესაძლოა ფინანსურ შოკამდე მივიდეს.

 

FT – კანადის ცენტრალურმა ბანკმა რეფინანსირების საპროცენტო განაკვეთი ნახევარი პროცენტული პუნქტით გაზარდა  და ობლიგაციების შესყიდვის პროგრამის დასრულების შესახებ განაცხადა, რათა თავიდან აიცილოს ინფლაციური მოლოდინები. ეს არის ყველაზე დიდი ზრდა 2000 წლის მაისის შემდეგ.


FT – კორეის ბანკმა საორიენტაციო საპროცენტო განაკვეთი 25 საბაზისო პუნქტით 1,5 პროცენტამდე გაზარდა, რაც ყველაზე მაღალი იყო ბოლო სამი წლის განმავლობაში. ეს გადაწყვეტილება მზარდი ინფლაციის შეკავების მიზნით მიიღეს, რომელიც ახლა ორჯერ აღემატება ცენტრალური ბანკის მიზნობრივ 2 პროცენტს. მიდგომებს ამკაცრებს სინგაპურიც

 

FT – ევროპის კოსმოსურმა სააგენტომ (ESA) თანამშრომლობა რუსეთთან მთვარეზე სამ უპილოტო მისიაზე, ამ ქვეყნის უკრაინის წინააღმდეგ აგრესიის საპასუხოდ.





ნოემბერში მარცვლეულის მსოფლიო ფასები 1,3%-ით შემცირდა - გაეროს

ნოემბერში მარცვლეულის მსოფლიო ფასები 1,3%-ით შემცირდა - გაეროს
access_time2022-12-03 19:30:40
მარცვლეულის მსოფლიო ფასი ნოემბერში 1,3%-ით დაეცა. ამის მიზეზია შავი ზღვაზე „მარცვლეულის შეთანხმების“ ინიციატივის გაგრძელება.   შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმება 120 დღით გახანგრძლივდა ამის შესახებ გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მთავარმა ეკონომისტმა მაქსიმო ტორერომ ბრიფინგზე განაცხადა.   „მარცვლეულის ფასის ინდექსი 1,3%-ით დაეცა. ნოემბერში კლება განპირობებულია შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის...

შუა დერეფანი „მწვანე“ და ელექტრონულ სატრანსპორტო მარშრუტად გადაიქცევა

შუა დერეფანი „მწვანე“ და ელექტრონულ სატრანსპორტო მარშრუტად გადაიქცევა
access_time2022-12-03 20:00:58
სამომავლოდ, შუა დერეფნის (ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი) „მწვანე“ და ელექტრონულ სატრანსპორტო მარშრუტად გადაქცევა იგეგმება. ამის შესახებ ჟურნალისტებს ბაქოს საერთაშორისო საზღვაო სავაჭრო პორტის გენერალურმა დირექტორმა ტალეჰ ზიადოვმა განუცხადა.   მისი თქმით, უახლოეს 10 წელიწადში შუა დერეფანი შესაძლოა, აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი მთავარი რგოლი გახდეს.   მისივე თქმით „მწვანე კონცეფცია“ ათ წელიწადში უფრო მეტად აქტუალური...

მეცნიერები C ჰეპატიტის ვაქცინის შექმნას ერთი ნაბიჯით მიუახლოვდნენ

მეცნიერები C ჰეპატიტის ვაქცინის შექმნას ერთი ნაბიჯით მიუახლოვდნენ
access_time2022-12-03 19:00:47
C ჰეპატიტის ვირუსი (HCV) ყოველწლიურად 70 მილიონზე მეტ ადამიანს აინფიცირებს და დაახლოებით 400 000-ს კლავს. ვირუსი ღვიძლის ქრონიკულ ინფექციას იწვევს და უფრო მძიმე შემთხვევებში შეიძლება ღვიძლის ქსოვილის ნაწიბურების წარმოქმნა ან კიბოც კი გამოიწვიოს, წერს Inverse-ი.   ამჟამად HCV-ის შედეგად გამოწვეული ინფექციების მკურნალობა შესაძლებელია, მაგრამ ძვირია და პაციენტს ხელახალი...

2021 წელს თხილის ექსპორტით მიღებულმა შემოსავალმა 115 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა

2021 წელს თხილის ექსპორტით მიღებულმა შემოსავალმა 115 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა
access_time2022-12-03 15:30:31
  „თხილი ერთ-ერთი აგროკულტურაა, რომლის მასშტაბური წარმოების და ექსპორტის პოტენციალიც საქართველოს აქვს. 2021 წელს თხილის ექსპორტით მიღებულმა შემოსავალმა 115 მლნ აშშ დოლარს გადააჭარბა. ექსპორტის უდიდესი წილი ევროკავშირის ქვეყნებზე მოდის. სახელმწიფო აქტიურად აგრძელებს ხარისხიანი ქართული თხილის წარმოების მხარდაჭერას არაერთი ღონისძიებით, მათ შორისაა თხილის წარმოების ხელშემწყობი ახალი პროგრამა, რომლის განხორციელების მიზანია, ქართული თხილი იყოს ხარისხიანი და კონკურენტუნარიანი,...

მკვლევრები ქმნიან რობოტებს, რომლებიც საკუთარი თავის შექმნას შეძლებენ

მკვლევრები ქმნიან რობოტებს, რომლებიც საკუთარი თავის შექმნას შეძლებენ
access_time2022-12-03 17:30:45
MIT-ის ბიტებისა და ატომების ცენტრის მკვლევრები ამბიციურ პროექტზე მუშაობენ - ქმნიან რობოტებს, რომლებიც საკუთარი თავის შექმნას შეძლებენ. ამის შესახებ techcrunch-ი წერს. მეცნიერები აღიარებენ, რომ ავტონომიური თვითმშენებლობის რობოტის შექმნამდე ჯერ კიდევ წლები სჭირდებათ, მაგრამ სამუშაომ ჯერ-ჯერობით დადებითი შედეგები...


მსგავსი სიახლეები

up