მთავარი ეკონომიკური მოვლენები 5 მაისის დილისათვის

მთავარი ეკონომიკური მოვლენები 5 მაისის დილისათვის

access_time2022-05-05 10:17:03

მედიაჰოლდინგ „კომერსანტის“ მმართველი პარტნიორი გიორგი აბაშიშვილი რადიო „კომერსანტზე“ თავის რუბრიკაში – „ბიზნეს ინსაიდერის ბრიფინგი“ მსოფლიო ეკონომიკის მნიშვნელოვან ამბებს მოგვითხრობს.


ინფლაცია და მონეტარული პოლიტიკა


CNN nightcup: აშშ–ის ფედერალურმა სარეზერვო სისტემამ ახლახან გამოაცხადა საპროცენტო განაკვეთების ნახევარპროცენტიანი ზრდა - პირველად 22 წლის განმავლობაში გადადგა მან ასეთი აგრესიული ნაბიჯი. ეს არ არის ზღვარი: ფედერალური ბანკი, სავარაუდოდ, მომავალშიც გაზრდის განაკვეთს, რითაც ბოლო 40 წლის განმავლობაში ყველაზე მაღალ ინფლაციის მოთოკვას შეეცდება.

 

FT: ინგლისის ბანკი უნივერსალურად გაზრდის საპროცენტო განაკვეთებს ამ კვირაში დაგეგმილ ზედიზედ მეოთხე შეხვედრაზე. საკითხავია – რამდენით.

აშშ-ის ფედერალური სარეზერვო სისტემის დიდი ზრდისგან განსხვავებით, ბრიტანეთში 0,25 პროცენტული პუნქტით გაიზრდება, რაც BoE-ის საორიენტაციო განაკვეთს 1 პროცენტამდე ამაღლებს.

 

IMF ტვიტერზე: ჩვენი პროგნოზით, ინფლაცია წამყვან ეკონომიკებში 2022 წელს 5.7%-მდე, ხოლო განვითარებად ქვეყნებში 8.6%-მდე გაიზრდება. ეს ყოველივე, შესაბამისად, 1.8 და 2.7 პროცენტული პუნქტით მეტია, ვიდრე რუსეთ–უკრაინის ომამდე, იანვარში იყო ნავარაუდევი.


WB ტვიტერზე: მსოფლიო ბანკის პროგნოზით, 2022 წელს ენერგომატარებლებზე ფასები დაახლოებით 50%-ით გაიზრდება გასულ წელთან შედარებით, ამბობს ორგანიზაციის უფროსი ეკონომისტი. მოსალოდნელია, რომ გაზრდილი ფასები იმაზე მეტხანს შენარჩუნდება, ვიდრე ადრე იყო მოსალოდნელი.


სებ: საქართველოში მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი შეადგენს 11 პროცენტს, რაც წინა რეფინანსირების განაკვეთზე 0.5 პროცენტული პუნქტით მეტია. მომდევნო განახლება კი 11 მაისს იგეგმება.

 

რუსული აგრესია


WB ტვიტერზე: რუსეთის უკრაინაში შეიჭრის გამო მსოფლიო ვაჭრობა 1 პროცენტით შემცირდება, რაც გლობალურ მშპ-ს 0,7 პროცენტით, ხოლო დაბალი შემოსავლის მქონე ქვეყნების მშპ-ს 1 პროცენტით შეამცირებს. ამ პირდაპირი ეფექტების გარდა, ომის გრძელვადიანი გავლენები გლობალურ ვაჭრობასა და ინვესტიციებზე დიდწილად იქნება დამოკიდებული იმაზე, თუ როგორ რეაგირებენ მთავრობები ცვალებად გეოპოლიტიკურ გარემოზე.


ატლანტიკური საბჭო ტვიტერზე: უკრაინის წინააღმდეგ აგრესია გაზპრომმა დაიწყო. უკრაინაში რუსეთის შეიარაღებული ძალების შეჭრის წინ, გაზპრომი უკვე დაკავებული იყო დაგეგმილი სცენარის განვითარებით. მისი მიზანი იყო ევროკავშირის შესუსტება. მოსკოვს სურდა ევროპელების დაუცველების შენარჩუნება და შესაბამისად თვლიდა, რომ ნაკლებად სავარაუდო იქნებოდა, დაუცველობის შეგრძნების მქონე ევროკავშირი ჩარეულიყო „ცხელ“ კონფლიქტში.


 

FT: რუსეთის ეკონომიკაზე სანქციების გამკაცრებისას ევროკომისიამ შეთავაზება გააკეთა უმსხვილესი რუსული ბანკის გარიცხვაზე Swift-ის გლობალური საგადახდო სისტემიდან, რომელშიც ყოველდღიურად ტრილიონობით დოლარი ბრუნავს. გეგმის თანახმად, სბერბანკი - ორ სხვა ბანკთან ერთად, მოსკოვის საკრედიტო ბანკთან და რუსეთის აგრარული ბანკთან ერთად - გაითიშება Swift-დან.


ენერგოუსაფრთხოება


ბიზნეს ინსაიდერი: მოსკოვმა შეწყვიტა გაზის მიწოდება პოლონეთში, მაგრამ იტალია და საფრანგეთი ავსებენ ამ დანაკარგს პოლონეთისათვის რუსული გაზის მიწოდებით, ამბობს გაზპრომი. გაზპრომის სპიკერი აცხადებს, რომ ეს ორი ქვეყანა გაზს უკვეთავს გაზპრომს და ამისამართებს პოლონეთში.


ბიზნეს ინსაიდერი: ევროკავშირი რუსეთის ნავთობის შესყიდვაზე უარის თქმას აპირებს. შესაბამისად, ევროკავშირი დაუწესებს აკრძალვებს ნებისმიერს, დამზღვევიდან გემის მფლობელამდე, ნათქვამია მოხსენებაში.


ბიზნეს ინსაიდერი: გავრცელებული ინფორმაციით, ინდოეთი ითხოვს 35%-ზე მეტ ფასდაკლებას რუსულ ნავთობზე, რადგან იზრდება მსოფლიოს ყველაზე სანქცირებულ ქვეყანასთან ბიზნესის კეთების რისკი.

 

ტურიზმის დინამიკა


ტურიზმის მსოფლიო ორგანიზაცია: ევროპამ 2022 წლის იანვარში სამჯერ მეტი საერთაშორისო ვიზიტორი მიიღო, ვიდრე 2021 წლის იანვარში, მაშინ როცა სხვა რეგიონებშიც ძლიერი ზრდა ფიქსირდება.

 

TAV: დღეს თბილისის საერთაშორისო აეროპორტში დაგეგმილია ახალი სამიმოსვლო ბილიკის გახსნა. ასევე აეროპორტის აეროდრომს დაემატა ახალი მოსაბრუნებელი მოედანი. ამ პროექტის განხორციელებით შემცირდა საჰაერო ხომალდების მიერ ასაფრენ-დასაფრენი ზოლის დაკავების და მანევრირების დრო, შესაბამისად მთლიანობაში საგრძნობლად გაიზარდა გამტარუნარიანობა.

აღნიშნული პროექტის რეალიზებისთვის თბილისისა და ბათუმის საერთაშორისო აეროპორტების ოპერატორმა კომპანია TAV Georgia-მ 2,5 მლნ ლარის ინვესტიცია განახორციელა.

 

მსოფლიო ტურიზმის ორგანიზაცია ვებზე:

-           მილიარდით ნაკლები საერთაშორისო ტურისტი 2021 წელს

-           2021 წელს საერთაშორისო ტურიზმიდან 0,9 ტრილიონი აშშ დოლარიდან 1 ტრილიონ აშშ დოლარამდე ზარალი

-           100 მილიონზე მეტი პირდაპირი ტურისტული სამუშაო ადგილი რისკის ქვეშ იმყოფება.


ევროკავშირი და რუსეთი


ECB ტვიტერზე: ჩვენ გვქონდა პატივი, მოგვეწვია უკრაინის ეროვნული ბანკის მმართველი კირილო შევჩენკო ECB-ის გენერალური საბჭოს დღევანდელ შეხვედრაზე, სადაც მან ომის ეკონომიკური გავლენის შესახებ განახლებები გაგვაცნო. ჩვენ ვდგავართ უკრაინელი ხალხის გვერდით!


აღნიშნულ შეხვედრაზე ევროპის ცენტრალური ბანკშის უკრაინის მოქალაქეების პროფესიული მხარდაჭერის პროგრამებიც განიხილეს.


ლაგარდი ტვიტერზე: ეხმიანება ECB-ის გენერალური საბჭოს შეხვედრაზე უკრაინის ეროვნული ბანკის მმართველის დასწრებას და აღნიშნავს: დღევანდელი შეხვედრა არის ევროპული ერთიანობის ძლიერი ნიშანი უკრაინის წინააღმდეგ ომის ფონზე.





იუვენტუსმა 254 მილიონი ევროს ზარალი გამოაქვეყნა

იუვენტუსმა 254 მილიონი ევროს ზარალი გამოაქვეყნა
access_time2022-09-25 23:55:37
პარასკევს იუვენტუსმა 2021/22 წლების კონსოლიდირებული ფინანსური ანგარიშგება გამოაქვეყნა. დოკუმენტი, სხვა ციფრებთან ერთად, ხაზს უსვამს 254 მილიონი ევროს (246,1 მილიონი დოლარის) ზარალს, რაც ყველაზე დიდია, რაც ოდესმე დაფიქსირებულა სერია A-ს გუნდის მიერ.  2021/2022 ფინანსური წელი დაიხურა 254.3 მილიონი ევროს ოდენობის ზარალით წინა ფინანსურ წელს 209.9 მილიონი ევროს ზარალთან...

ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანა რუსული ბრილიანტის იმპორტის აკრძალვას ცდილობს

ევროკავშირის ზოგიერთი ქვეყანა რუსული ბრილიანტის იმპორტის აკრძალვას ცდილობს
access_time2022-09-25 23:00:23
ევროკავშირმა უნდა შეწყვიტოს ბრილიანტების იმპორტი რუსეთიდან, თქვა ბლოკის 27 ქვეყნიდან ხუთმა ერთობლივ წინადადებაში — აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას Reuters-ი აქვეყნებს. ევროკავშირი ამზადებს ახალ სანქციებს მოსკოვის წინააღმდეგ უკრაინის ომის გამო. ევროკავშირს,...

კატასტროფული შედეგები დადგება, თუ მოსკოვი გამოიყენებს ბირთვულ იარაღს უკრაინაში - აშშ

კატასტროფული შედეგები დადგება, თუ მოსკოვი გამოიყენებს ბირთვულ იარაღს უკრაინაში - აშშ
access_time2022-09-25 22:00:43
შეერთებულმა შტატების განცხადებით კატასტროფული შედეგები დადგება, თუ მოსკოვი გამოიყენებს ბირთვულ იარაღს უკრაინაში, მას შემდეგ რაც რუსეთის საგარეო საქმეთა მინისტრმა თქვა, რომ რეგიონები, სადაც ფართოდ აკრიტიკებენ რეფერენდუმებს, მიიღებენ სრულ დაცვას მოსკოვის მიერ ანექსიის შემთხვევაში — აღნიშნულის შესახებ...

Toyota Motor-ი რუსეთში ქარხანას ხურავს

 Toyota Motor-ი რუსეთში ქარხანას ხურავს
access_time2022-09-25 21:00:23
იაპონურმა Toyota Motor Corp-მა (7203.T) პარასკევს განაცხადა, რომ მან გადაწყვიტა შეწყვიტოს ავტომობილების წარმოება რუსეთში — აღნიშნულის შესახებ Reuters-ი წერს.   Toyota-მ მარტში შეაჩერა წარმოება სანკტ-პეტერბურგში მიწოდების...

დანია და გერმანია მსოფლიოში ყველაზე გრძელ გვირაბს ააშენებენ

დანია და გერმანია მსოფლიოში ყველაზე გრძელ გვირაბს ააშენებენ
access_time2022-09-25 20:00:29
(CNN) - ბალტიის ზღვის ქვეშ 40 მეტრამდე დაშვებით, მსოფლიოში ყველაზე გრძელი გვირაბი დააკავშირებს დანიასა და გერმანიას, რაც შეამცირებს მოგზაურობის დროს ორ ქვეყანას შორის, როდესაც ის 2029 წელს გაიხსნება. ათწლეულზე მეტი დაგეგმვის შემდეგ,...


მსგავსი სიახლეები

up