მთავარი ეკონომიკური მოვლენები 4 მაისის დილისათვის

მთავარი ეკონომიკური მოვლენები 4 მაისის დილისათვის

access_time2022-05-04 10:20:48

მედიაჰოლდინგ „კომერსანტის“ მმართველი პარტნიორი გიორგი აბაშიშვილი რადიო „კომერსანტზე“ თავის რუბრიკაში – „ბიზნეს ინსაიდერის ბრიფინგი“ მსოფლიო ეკონომიკის მნიშვნელოვან ამბებს მოგვითხრობს.



ევროზონის საბანკო კავშირი


ევროკავშირის საბჭო Twitter-ზე: დღეს ევროზონის ეკონომიკისა და ფინანსთა მინისტრებმა ვიდეოკონფერენცია გამართეს, რათა  სამუშაო გეგმის პროექტის საფუძველზე, საბანკო კავშირის შემდგომი პროგრესი განიხილონ.


ირლანდიის ფინანსთა მინისტრი Twitter-ზე: დღევანდელ ევრო ჯგუფის შეხვედრაზე წარმოვადგინე ჩემი წინადადება საბანკო კავშირის ეტაპობრივი და დროული სამუშაო გეგმის შესახებ. წინ ბევრი სამუშაო გვაქვს და ივნისამდე შეთანხმების მიღწევისთვის ძალ-ღონეს არ დავიშურებ.


ECB პრეზიდენტი ლაგარდი ტვიტერზე: დღევანდელი ვირტუალური შეხვედრა საბანკო კავშირს მიეძღვნა. ევროპის ცენტრალური ბანკი სრულად უჭერს მხარს ირლანდიის ფინანსთა მინისტრს, რომელიც ამ მიმართულებით დეტალური სამუშაო გეგმის შემუშავებას ცდილობდა. საბანკო კავშირი არის გასაღები ზრდისა და სტაბილურობის ხელშეწყობისა და ევროპის ფინანსური ინტეგრაციის გასაძლიერებლად.



BP და რუსეთი



ბიზნეს ინსაიდერი: BP-მ გაათავისუფლა საკუთარი ევროპული გადამამუშავებელი ქარხნები რუსული ნავთობისგან და ელოდება, რომ წლის ბოლომდე კრემლთან გრძელვადიანი კონტრაქტების უმეტესობას გაწყვეტს.


CNN nightcup:
 BP-მ 24,4 მილიარდი დოლარის ზიანი მიიღო რუსეთში საკუთარი ბიზნესის შეწყვეტის შემდეგ. ამავდროულად, აქციონერებს მოულოდნელი შემოსავლები უჩნდებათ, რადგან BP-ის მოგება გაორმაგდა ნავთობითა და გაზის განსაკუთრებული ვაჭრობის წყალობით. ნავთობის ფასი 2022 წლის დასაწყისიდან თითქმის 40%-ით გაიზარდა, როდესაც Brent-ის მარკის ნავთობის ფასი ბარელზე $100-ზე მეტია. გაიზარდა ფასები ბუნებრივ აირზეც.


ბიზნეს ინსაიდერი: „ველით, რომ 2 მილიონი ბარელი დღეში რუსული ნედლი ნავთობი ბაზრიდან მაისში გაქრება ევროკავშირის სანქციების დაწყებისთანავე“, ამბობს BP-ის ხელმძღვანელი.



აშშ და ენერგორესურსები




ბიზნეს ინსაიდერი: აშშ-ის ბუნებრივი აირის ფასი 9%-ით გაიზარდა და 2008 წლის შემდეგ უმაღლეს დონეს მიაღწია, რადგან რუსეთის ომი უკრაინაში აშშ-ს მეტი მარაგების მოპოვებას აიძულებს.


Bloomberg: ნავთობის ფასები მოლოდინების გამო გაიზარდა, რადგან ინდუსტრიის მონაცემები მიუთითებს აშშ-ს მარაგების ვარდნაზე და მოვაჭრეები ყურადღებით აკონტროლებენ ევროკავშირის შესაძლო შეზღუდვას რუსული ნედლი ნავთობის მიმართ.


ბიზნეს ინსაიდერი: აშშ-ის ნავთობის ექსპორტი ევროპაში კვლავ იზრდება, რადგან ევროკავშირი რუსულ ნავთობზე სრულ ემბარგოს უახლოვდება.



ევროკავშირი და ენერგოუსაფრთხოება


ბიზნეს ინსაიდერი: გერმანია აფრთხილებს ევროკავშირს, რომ რუსული ნავთობის აკრძალვა ევროპის ეკონომიკას ზიანს აყენებს, მიუხედავად იმისა, რომ იგი მხარს უჭერს ემბარგოს.


ბიზნეს ინსაიდერი: ევროკავშირი გეგმავს მიმართოს აფრიკას რუსული ბუნებრივი აირის ჩანაცვლებისთვის. დასახელდა სამი ქვეყანა: ნიგერია, სენეგალი და ანგოლა.



ჩინეთი


FT: ჩინეთის დამოუკიდებელი გადამამუშავებელი მწარმოებლები უფრო ფრთხილად ყიდულობენ რუსულ ნავთობს თუნდაც მკვეთრი ფასდაკლებით, რადგან დასავლეთის ქვეყნები აჩერებენ საკუთარ შესყიდვებს და იკვლევენ პოტენციურ ემბარგოებს უკრაინაში ომის გამო.


Bloomberg Businessweek: ჩინეთის ეკონომიკის დამოუკიდებელი დამკვირვებლების მიერ შეგროვებული დამოუკიდებელი მონაცემები მიუთითებს იმაზე, რომ ქვეყნის ეკონომიკური რეალობა ოფიციალურ ციფრებზე უარესია.



უკრაინის მხარდაჭერა


პრეზიდენტი ბაიდენი ტვიტერზე: გასულ კვირას კონგრესს გავუგზავნე დამატებითი საბიუჯეტო მოთხოვნა, რათა დავრწმუნდეთ, რომ ჩვენ შეგვიძლია გავაგრძელოთ უკრაინისათვის იარაღის, ეკონომიკური და ჰუმანიტარული დახმარების გაგზავნა.

მე მოვუწოდებ კონგრესს, სწრაფად განიხილოს ეს საკითხი, რათა დაეხმაროს უკრაინას დაიცვას თავი რუსული აგრესიისგან.

მას შემდეგ, რაც რუსეთი თავს დაესხა უკრაინას სულ რაღაც ორი თვის წინ, ჩვენ უკრაინას 3 მილიარდ დოლარზე მეტი დახმარება გავუგზავნეთ მხოლოდ უსაფრთხოების კუთხით.

ეს ფული არის პირდაპირი ინვესტიცია თვით თავისუფლებისა და დემოკრატიის დასაცავად.


ატლანტიკური საბჭოს ანალიზი: მიუხედავად მხარდამჭერი ორგანიზაციების და ცოცხალი ძალის მნიშვნელოვანი მობილიზაციისა და უკრაინელებისთვის ჰუმანიტარული დახმარების მიწოდებისთვის, რომელსაც ეს ყველაზე მეტად ესაჭიროება, დახმარების ნაწილი არ მიეწოდება ქვეყანას - განსაკუთრებით სამედიცინო მარაგი ჩერდება ტრანზიტის დროს ან უკრაინის გარეთ საწყობებში.


ბიზნეს ინსაიდერი:
ფიჯი აცხადებს, რომ აშშ-ს შეუძლია სანქცირებული რუსი ოლიგარქის სუპერ იახტის ჩამორთმევა. საუბარია იახტა „ამადეაზე“, რომელიც ოლიგარქ ქარიმოვს ეკუთვნის და რომელიც 12 აპრილს მექსიკიდან ფიჯიში ჩავიდა. გადაწყვეტილება ფიჯის უზენაესმა სასამართლომ მიიღო.



საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები



IMF ტვიტერზე: რუსეთთან მჭიდრო კავშირების გამო, კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნები ყველაზე მეტად განიცდიან უკრაინის ომს. ეს ეხება ვაჭრობას, ფულად გზავნილებს, ტურიზმს და ფინანსურ კავშირებს, რომლებიც ახლა არსებობს.


მსოფლიო ბანკი ტვიტერზე: მიუხედავად იმისა, რომ განვითარებულ ქვეყნებში ადამიანთა 90% იყენებს ინტერნეტს, განვითარებადი ქვეყნებისთვის ეს მაჩვენებელი მხოლოდ 57%-ია, ხოლო ყველაზე ნაკლებად განვითარებულ ქვეყნებში ეს მაჩვენებელი მხოლოდ 27%-ს უტოლდება.





ლიბერთი მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციის გლობალურ კამპანიას უჭერს მხარს

ლიბერთი მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციის გლობალურ კამპანიას უჭერს მხარს
access_time2022-10-05 21:55:28
5 ოქტომბერს, მასწავლებლის მსოფლიო დღეს, განათლების კოალიციის ინიციატივით მიმდინარე „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ კონკურსი დასრულდა და  ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ მეკეიძეების საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი როლანდ შავაძე ეროვნული ჯილდოს მფლობელი...

რუსეთი ნავთობს არ მიაწოდებს ქვეყნებს, რომლებიც ფასის ზღვარს დააწესებენ

რუსეთი ნავთობს არ მიაწოდებს ქვეყნებს, რომლებიც ფასის ზღვარს დააწესებენ
access_time2022-10-05 23:30:37
რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრე ნოვაკმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რუსეთი ნავთობს არ მიაწოდებს ქვეყნებს, რომლებიც შეზღუდვებს დააწესებენ რუსული საწვავის ღირებულებაზე, რადგან ეს შეუსაბამოა. „ჩვენთვის შეუსაბამოა ასეთი ინსტრუმენტის დანერგვით  მოვამარაგოთ ის მომხმარებლები, რომლებიც გამოიყენებენ ფასების შეზღუდვას. ნავთობს მივაწოდებთ მხოლოდ მათ, ვინც უზრუნველყოფს საბაზრო ფასების მექანიზმებს“, - განაცხადა მან. ნოვაკის თქმით, რუსეთი...

გემის ეკიპაჟების კვებისათვის გამოყოფილი თანხების ოდენობა გაიზარდა

გემის ეკიპაჟების კვებისათვის გამოყოფილი თანხების ოდენობა გაიზარდა
access_time2022-10-05 22:30:49
აზერბაიჯანმა გემების ეკიპაჟების კვებისათვის გამოყოფილი თანხების ოდენობა გაზარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას report.az ავრცელებს.  შესაბამისი გადაწყვეტილებას პრემიერ-მინისტრმა ალი ასადოვმა მოაწერა ხელი. კასპიის ზღვაში მცურავი გემების ეკიპაჟისთვის გადახდილი თანხების ოდენობა გაიზარდა 15-დან 25 მანეთამდე (დღეში), ხოლო კასპიის ზღვის წყლების გარეთ მცურავი გემების ეკიპაჟისთვის - 15-დან 25 აშშ დოლარამდე.

გამოიწვევს თუ არა OPEC-ის გადაწყვეტილება ნავთობის ფასის ზრდას?

გამოიწვევს თუ არა OPEC-ის გადაწყვეტილება ნავთობის ფასის ზრდას?
access_time2022-10-06 00:00:54
ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციის (OPEC) წევრები, ასევე რუსეთი და ნავთობის მომპოვებელი რამდენიმე სხვა ქვეყანა, რომელიც OPEC-ში არ შედის, ვენაში გამართულ მინისტერიალზე შეთანხმდნენ ნოემბრიდან დღე-ღამეში 2 მილიონი ბარელით ნავთობის მოპოვების შემცირებაზე. Reuters-ისა და Bloomberg-ის ცნობები დაადასტურა რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრ ნოვაკმა. ეს ნავთობის მოპოვების ყველაზე მსხვილმასშტაბიანი შემცირება იქნება COVID-19-ის პანდემიის დაწყების შემდეგ. როგორც...

პუტინმა ზაპოროჟიეს ბირთვული ელექტროსადგურის რუსეთის მმართველობაში გადაცემის განკარგულება გასცა

პუტინმა ზაპოროჟიეს ბირთვული ელექტროსადგურის რუსეთის მმართველობაში გადაცემის განკარგულება გასცა
access_time2022-10-05 20:30:31
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ზაპოროჟიეს ბირთვული ელექტროსადგურის რუსეთის მმართველობაში გადაცემის განკარგულება გასცა. რუსული მედიის ცნობით, განკარგულების თანახმად, ზაპოროჟიეს ბირთვული სადგური „როსენერგოატომის“ 100%-იანი შვილობილ კონცერნი ხდება და „როსატომის“ სახელმწიფო კორპორაციის შემადგენლობაში გადადის. ასევე, დოკუმენტის მიხედვით, ოპერირებასთან დაკავშირებით, 30 სექტემბრამდე გაცემული ყველა ნებართვა, ძალაში რჩება რუსეთის კანონების...


მსგავსი სიახლეები

up