მთავარი ეკონომიკური მოვლენები 4 ივლისის დილისათვის

მთავარი ეკონომიკური მოვლენები 4 ივლისის დილისათვის

access_time2022-07-04 10:30:33

მედიაჰოლდინგ „კომერსანტის“ მმართველი პარტნიორი გიორგი აბაშიშვილი რადიო „კომერსანტზე“ თავის რუბრიკაში – „ბიზნეს ინსაიდერის ბრიფინგი“ მსოფლიო ეკონომიკის მნიშვნელოვან ამბებს მოგვითხრობს.


სანქციები


FT. თურქეთის ხელისუფლებამ დააკავა რუსული სატვირთო გემი, რომელსაც ბრალი უკრაინიდან მოპარული მარცვლეულის გადაზიდვაში ედება, თქვა უკრაინელმა დიპლომატმა.

ვასილ ბოდნარმა, უკრაინის დესპანმა ანკარაში, კვირას განაცხადა, რომ რუსეთის დროშის ქვეშ მცურავი ჟიბეკ ჟოლი არ შეუშვეს კარასუს პორტში თურქეთის ჩრდილოეთით შავი ზღვის სანაპიროზე.

„ჩვენ სრული თანამშრომლობა გვაქვს თურქულ მხარესთან”, - განუცხადა მან უკრაინულ ტელევიზიას. გემი პორტის შესასვლელთან დააკავეს.


ატლანტიკური საბჭო. რუსეთის უკრაინაში შეჭრის შემდგომ შეერთებულმა შტატებმა და ევროპამ გამოიყენეს ეკონომიკური იარაღები რუსეთის ეკონომიკის დასასუსტებლად. დასავლეთის პასუხის სისწრაფე და მასშტაბები, რომელიც მოიცავდა რუსეთის სავალუტო რეზერვების გაყინვას, ბევრი რუსული ბანკის SWIFT გადახდის სისტემიდან მოწყვეტას და ექსპორტის კონტროლის კოორდინაციას - შეარყია რუსეთის ეკონომიკის საფუძველი.


FT. ბრიუსელის მაღალი თანამდებობის პირები განიხილავენ ევროკავშირის მასშტაბით სანქციების სტრუქტურის შექმნას, რადგან ყველას უკრაინის ომთან დაკავშირებული ჯარიმების უფრო მკაცრი და თანმიმდევრული აღსრულებისკენ უბიძგებენ.

ფინანსური მომსახურების კომისარმა განაცხადა, რომ ოფიციალური პირები მზად არიან შემოიღონ საგარეო აქტივების კონტროლის ოფისის (Ofac) ევროკავშირის ვერსია, აშშ-ს ხაზინის დეპარტამენტის მსგავსი ძლიერი სააგენტო, რომელიც ხელმძღვანელობს მისი სანქციების კონტროლს.


Business Insider. ვლადიმერ პუტინმა ხელი მოაწერა განკარგულებას ახალი რუსული კომპანიისთვის, 2 ნავთობისა და გაზის პროექტზე უფლებების გადაცემის შესახებ.



Bloomberg. ნავთობის უმსხვილესი დამოუკიდებელი მოვაჭრეების თქმით, საწვავის ღირებულების გლობალური მატება კვლავ მოსალოდნელია.

მომხმარებლები დაზარალდებიან ბენზინის, დიზელის და სხვა ნავთობპროდუქტების გაზრდით, განაცხადა მაიკ მიულერმა, Vitol Group-ის აზიის ხელმძღვანელმა კვირას დუბაიში დაფუძნებული Gulf Intelligence-ის მიერ ორგანიზებულ კონფერენციაზე.



თურქეთი


FT. თურქეთმა დაანონსა მინიმალური ხელფასის მეორე მატება ბოლო ექვს თვეში, ანაზღაურება 30 პროცენტით გაზარდა ოჯახების ცხოვრების ხარჯების გაზრდიდან გამომდინარე.

ზრდა, რომელიც მოდის მას შემდეგ, რაც ინფლაციის ოფიციალურმა წლიურმა მაჩვენებელმა მაისში მიაღწია 23 წლის მაქსიმუმს, 74 პროცენტს ეს გადაწყვეტილება კი ზრდის სამუშაო ძალის დაახლოებით 40 პროცენტის ანაზღაურებას. თუმცა, ლირას 20 პროცენტიანი ვარდნა იანვრის დასაწყისიდან, როდესაც ბოლო ზრდა ძალაში შევიდა, ნიშნავს, რომ რეალური ზრდა მხოლოდ 9 დოლარის ექვივალენტს შეადგენს.


The Economist. შესაძლოა უფრო მკაცრი ინტერვენციები იყოს მოსალოდნელი თურქეთში, თუ ლირა გააგრძელებს ვარდნას. ანალიტიკოსები ამბობენ, რომ პრეზიდენტი რეჯეფ თაიფ ერდოღანი დააწესებს კაპიტალის კონტროლს.


FT. პანდემიის დროს, აშშ-სა და ევროზონის ცენტრალურმა ბანკებმა მოახდინეს მონეტარული პოლიტიკის სტრატეგიის რეფორმა წინა პრაქტიკის სრული ცვლილების უზრუნველყოფით.



მსოფლიო ეკონომიკა


Business Insider. ჩინეთი აორმაგებს თავის მცდელობას, დაუპირისპირდეს დოლარის გლობალურ დომინირებას.


FT. როდესაც პრეზიდენტი ჯო ბაიდენი მსჯელობს, გააუქმოს თუ არა ტრამპის პერიოდის ტარიფები ჩინურ იმპორტზე, მისი კაბინეტი გაიყო პოლიტიკურად მწვავე საკითხზე, რამაც შეიძლება გავლენა მოახდინოს ნოემბრის კონგრესის შუალედურ არჩევნებზე.

როდესაც ის თანამდებობაზე მოვიდა, ბაიდენმა თქვა, რომ არ ჩქარობდა ტარიფების მოხსნას, რომელიც დონალდ ტრამპმა დააწესა 300 მილიარდ დოლარზე მეტ ჩინურ საქონელზე პეკინთან სავაჭრო ომის დროს.


პრეზიდენტი ბაიდენი თვითერზე. ეკონომიკის ჩემი გეგმის მიხედვით, ჩვენ არაჩვეულებრივ პროგრესს მივაღწიეთ. ჩვენ დავაყენეთ ამერიკა იმ მდგომარეობაში, რომ გაუმკლავდეს ინფლაციის მსოფლიო პრობლემას ძლიერი ადგილიდან. პრობლემა ის არის, რომ კონგრესში რესპუბლიკელები ყველაფერს აკეთებენ, რათა შეაჩერონ ჩემი გეგმები ხარჯების შესამცირებლად.


The Economist. ჩინეთის 2020 წლის აღწერა აჩვენებს, რომ საშუალო სკოლის განათლების მქონე 25-დან 64 წლამდე ასაკის მოზარდების პროცენტული მაჩვენებელი 36,6%-ია. ეს სხვა განვითარებადი ეკონომიკების შესადარებელ მაჩვენებელზე დაბალია.





„ბორჯომის“ თანამფლობელი რუსი ოლიგარქი მიხაილ ფრიდმანი ლონდონში დააკავეს

„ბორჯომის“ თანამფლობელი რუსი ოლიგარქი მიხაილ ფრიდმანი ლონდონში დააკავეს
access_time2022-12-03 22:50:49
    დიდი ბრიტანეთის დანაშაულის ეროვნული სააგენტო (NCA) იტყობინება, რომ 58 წლის რუსი ბიზნესმენი ლონდონში დააკავეს, შემდეგ კი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. რუსეთის ცენტრალური სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს (TASS) წყარო ირწმუნება, რომ ის Alfa Group-ის დამფუძნებელი მიხაილ ფრიდმანია. ინფორმაციას ...

2021 წელს ევროკავშირმა კვლევასა და განვითარებაზე 328 მლრდ ევრო დახარჯა

2021 წელს ევროკავშირმა კვლევასა და განვითარებაზე 328 მლრდ ევრო დახარჯა
access_time2022-12-03 22:20:33
2021 წელს ევროკავშირმა 328 მლრდ ევრო დახარჯა კვლევასა და განვითარებაზე, (R & D) რაც 6%-ით მეტია წინა წელთან შედარებით. 2020 წელს ამ მიმართულებით 310 მლრდ ევრო დაიხარჯა, მონაცემებს ევროსტატი აქვეყნებს.   2021 წელს R&D ხარჯები მშპ-ს პროცენტულად ყველაზე მაღალი დაფიქსირდა: შვედეთში (3.35%), ავსტრიასა (3.22%) და ბელგიაში (3.19%). ყველაზე დაბალი - რუმინეთში (0.48%), მალტასა (0.65%) და ლატვიაში...

ნოემბერში მარცვლეულის მსოფლიო ფასები 1,3%-ით შემცირდა - გაეროს

ნოემბერში მარცვლეულის მსოფლიო ფასები 1,3%-ით შემცირდა - გაეროს
access_time2022-12-03 19:30:40
მარცვლეულის მსოფლიო ფასი ნოემბერში 1,3%-ით დაეცა. ამის მიზეზია შავი ზღვაზე „მარცვლეულის შეთანხმების“ ინიციატივის გაგრძელება.   შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმება 120 დღით გახანგრძლივდა ამის შესახებ გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მთავარმა ეკონომისტმა მაქსიმო ტორერომ ბრიფინგზე განაცხადა.   „მარცვლეულის ფასის ინდექსი 1,3%-ით დაეცა. ნოემბერში კლება განპირობებულია შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის...

შუა დერეფანი „მწვანე“ და ელექტრონულ სატრანსპორტო მარშრუტად გადაიქცევა

შუა დერეფანი „მწვანე“ და ელექტრონულ სატრანსპორტო მარშრუტად გადაიქცევა
access_time2022-12-03 20:00:58
სამომავლოდ, შუა დერეფნის (ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი) „მწვანე“ და ელექტრონულ სატრანსპორტო მარშრუტად გადაქცევა იგეგმება. ამის შესახებ ჟურნალისტებს ბაქოს საერთაშორისო საზღვაო სავაჭრო პორტის გენერალურმა დირექტორმა ტალეჰ ზიადოვმა განუცხადა.   მისი თქმით, უახლოეს 10 წელიწადში შუა დერეფანი შესაძლოა, აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი მთავარი რგოლი გახდეს.   მისივე თქმით „მწვანე კონცეფცია“ ათ წელიწადში უფრო მეტად აქტუალური...

მეცნიერები C ჰეპატიტის ვაქცინის შექმნას ერთი ნაბიჯით მიუახლოვდნენ

მეცნიერები C ჰეპატიტის ვაქცინის შექმნას ერთი ნაბიჯით მიუახლოვდნენ
access_time2022-12-03 19:00:47
C ჰეპატიტის ვირუსი (HCV) ყოველწლიურად 70 მილიონზე მეტ ადამიანს აინფიცირებს და დაახლოებით 400 000-ს კლავს. ვირუსი ღვიძლის ქრონიკულ ინფექციას იწვევს და უფრო მძიმე შემთხვევებში შეიძლება ღვიძლის ქსოვილის ნაწიბურების წარმოქმნა ან კიბოც კი გამოიწვიოს, წერს Inverse-ი.   ამჟამად HCV-ის შედეგად გამოწვეული ინფექციების მკურნალობა შესაძლებელია, მაგრამ ძვირია და პაციენტს ხელახალი...


მსგავსი სიახლეები

up