მთავარი ეკონომიკური მოვლენები 31 მაისის დილისათვის

მთავარი ეკონომიკური მოვლენები 31 მაისის დილისათვის

access_time2022-05-31 10:20:06

მედიაჰოლდინგ „კომერსანტის“ მმართველი პარტნიორი გიორგი აბაშიშვილი რადიო „კომერსანტზე“ თავის რუბრიკაში – „ბიზნეს ინსაიდერის ბრიფინგი“ მსოფლიო ეკონომიკის მნიშვნელოვან ამბებს მოგვითხრობს.

 

ნავთობი და სანქციები

 

BI: ირანის შემოსავალი ნავთობისა და გაზის ექსპორტიდან 60%-ით გაიზარდა, რაც რუსეთ–უკრაინის ომის გამო ენერგორესურსების გაძვირებამ განაპირობა.

 

WSJ: ნავთობის ფასი ბოლო ორ თვის  განმავლობაში უმაღლეს დონემდე გაიზარდა.

 

FT: ნავთობი არღვევს 120 დოლარიან მაჩვენებელს ბარელზე ბენზინისა და დიზელის ფასების ზრდის გამო. ეს ყოველივე რუსეთიდან ნედლეულის მიწოდების შესახებ გაურკვევლობით არის გამოწვეული, რამაც ნედლი ნავთობის ფასი ბოლო 2 თვის უმაღლეს დონემდე აიყვანა.

 

BI: ნავთობის მცირე მოვაჭრეები ახლა რუსული ნედლი ნავთობის ერთი გარიგებიდან 20 მილიონ დოლარს შოულობენ - 33-ჯერ მეტს, ვიდრე ომამდე.

 

NYT: ევროკავშირის ლიდერებმა ორშაბათს გვიან საღამოს მიაღწიეს მნიშვნელოვან პოლიტიკურ შეთანხმებას ბლოკის რუსული ნავთობის იმპორტის უდიდესი ნაწილის აკრძალვის შესახებ წლის ბოლომდე.

 


BI: აშშ–ის სანქციების თავიდან არიდების მიზნით რუსეთი ობლიგაციების გადახდის ახალ სისტემას ქმნის. ამით კრემლი ცდილობს თავიდან აიცილოს ისტორიული დეფოლტი.

 

მსოფლიო ეკონომიკა

 

გეორგიევა ტვიტერზე: ჩვენ გავაგრძელებთ ბულგარეთის ეკონომიკის განვითარების მხარდაჭერას, განსაკუთრებით ამ რთულ პერიოდში, როდესაც უკრაინის ომის შედეგად მთელი რეგიონის ეკონომიკა დაზარალდა.

 

The Economist Intelligence Unit: 2022 წლის პირველ კვარტალში ჩვენ საოპერაციო რისკის ქულა ქვეყნების მესამედს შევუმცირეთ.

 

BI: ფედერალური სარეზერვო სისტემის წარმომადგენელი ითხოვს განაკვეთების კიდევ „რამდენიმე“ პუნქტით აწევას მზარდი ინფლაციის წინააღმდეგ საბრძოლველად.

 

The Economist: პანდემიის ერთი წლის შემდეგ, სამომხმარებლო ხარჯების სტრუქტურა მკვეთრად შეიცვალა, რადგან შინამეურნეობები უფრო მეტს ხარჯავდნენ საქონელზე, ვიდრე მომსახურებაზე. ახლა ხარჯები იწყებს სხვა მიმართულებით გადასვლას.

 

Bloomberg: ჩინეთში წარმოების შემცირება გრძელდება, მაგრამ მაისში უფრო ნელი ტემპით, რადგან ქვეყნის ყველაზე მკაცრმა Covid-ის შეზღუდვამ დაიწყო თანდათანობით მოხსნა ზოგიერთ რაიონში, რაც იმაზე მეტყველებს, რომ მიმდინარე ეკონომიკური ვარდნის ყველაზე რთული პერიოდი დასასრულს უახლოვდება

 

Reuters: ჩინეთი აცხადებს, რომ მისი იანვარ-აპრილის არაფინანსური პირდაპირი ინვესტიციები იზრდება წლიური 4.5%-ით

 

FT: ინდოეთის მთლიანი შიდა პროდუქტის მაჩვენებლები მცირდება. ეკონომისტები ვარაუდობენ, რომ სამშაბათის მშპ–ის ანგარიში აჩვენებს ინდოეთის ეკონომიკის შენელებას მეოთხე კვარტლისათვის

 

Commersant: საქართველოს სტატისტიკის ეროვნული სამსახურის აღმასრულებელი დირექტორი გოგიტა თოდრაძე ბრიფინგს გამართავს. თემა: ეკონომიკური ზრდის წინასწარი შეფასება - 2022 წლის აპრილი





ლიბერთი მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციის გლობალურ კამპანიას უჭერს მხარს

ლიბერთი მასწავლებლის პროფესიის პოპულარიზაციის გლობალურ კამპანიას უჭერს მხარს
access_time2022-10-05 21:55:28
5 ოქტომბერს, მასწავლებლის მსოფლიო დღეს, განათლების კოალიციის ინიციატივით მიმდინარე „მასწავლებლის ეროვნული ჯილდოს“ კონკურსი დასრულდა და  ხულოს მუნიციპალიტეტის სოფელ მეკეიძეების საჯარო სკოლის ინგლისური ენის მასწავლებელი როლანდ შავაძე ეროვნული ჯილდოს მფლობელი...

რუსეთი ნავთობს არ მიაწოდებს ქვეყნებს, რომლებიც ფასის ზღვარს დააწესებენ

რუსეთი ნავთობს არ მიაწოდებს ქვეყნებს, რომლებიც ფასის ზღვარს დააწესებენ
access_time2022-10-05 23:30:37
რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრე ნოვაკმა ჟურნალისტებს განუცხადა, რომ რუსეთი ნავთობს არ მიაწოდებს ქვეყნებს, რომლებიც შეზღუდვებს დააწესებენ რუსული საწვავის ღირებულებაზე, რადგან ეს შეუსაბამოა. „ჩვენთვის შეუსაბამოა ასეთი ინსტრუმენტის დანერგვით  მოვამარაგოთ ის მომხმარებლები, რომლებიც გამოიყენებენ ფასების შეზღუდვას. ნავთობს მივაწოდებთ მხოლოდ მათ, ვინც უზრუნველყოფს საბაზრო ფასების მექანიზმებს“, - განაცხადა მან. ნოვაკის თქმით, რუსეთი...

გემის ეკიპაჟების კვებისათვის გამოყოფილი თანხების ოდენობა გაიზარდა

გემის ეკიპაჟების კვებისათვის გამოყოფილი თანხების ოდენობა გაიზარდა
access_time2022-10-05 22:30:49
აზერბაიჯანმა გემების ეკიპაჟების კვებისათვის გამოყოფილი თანხების ოდენობა გაზარდა. აღნიშნულის შესახებ ინფორმაციას report.az ავრცელებს.  შესაბამისი გადაწყვეტილებას პრემიერ-მინისტრმა ალი ასადოვმა მოაწერა ხელი. კასპიის ზღვაში მცურავი გემების ეკიპაჟისთვის გადახდილი თანხების ოდენობა გაიზარდა 15-დან 25 მანეთამდე (დღეში), ხოლო კასპიის ზღვის წყლების გარეთ მცურავი გემების ეკიპაჟისთვის - 15-დან 25 აშშ დოლარამდე.

გამოიწვევს თუ არა OPEC-ის გადაწყვეტილება ნავთობის ფასის ზრდას?

გამოიწვევს თუ არა OPEC-ის გადაწყვეტილება ნავთობის ფასის ზრდას?
access_time2022-10-06 00:00:54
ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების ორგანიზაციის (OPEC) წევრები, ასევე რუსეთი და ნავთობის მომპოვებელი რამდენიმე სხვა ქვეყანა, რომელიც OPEC-ში არ შედის, ვენაში გამართულ მინისტერიალზე შეთანხმდნენ ნოემბრიდან დღე-ღამეში 2 მილიონი ბარელით ნავთობის მოპოვების შემცირებაზე. Reuters-ისა და Bloomberg-ის ცნობები დაადასტურა რუსეთის ვიცე-პრემიერმა ალექსანდრ ნოვაკმა. ეს ნავთობის მოპოვების ყველაზე მსხვილმასშტაბიანი შემცირება იქნება COVID-19-ის პანდემიის დაწყების შემდეგ. როგორც...

პუტინმა ზაპოროჟიეს ბირთვული ელექტროსადგურის რუსეთის მმართველობაში გადაცემის განკარგულება გასცა

პუტინმა ზაპოროჟიეს ბირთვული ელექტროსადგურის რუსეთის მმართველობაში გადაცემის განკარგულება გასცა
access_time2022-10-05 20:30:31
რუსეთის პრეზიდენტმა, ვლადიმერ პუტინმა ზაპოროჟიეს ბირთვული ელექტროსადგურის რუსეთის მმართველობაში გადაცემის განკარგულება გასცა. რუსული მედიის ცნობით, განკარგულების თანახმად, ზაპოროჟიეს ბირთვული სადგური „როსენერგოატომის“ 100%-იანი შვილობილ კონცერნი ხდება და „როსატომის“ სახელმწიფო კორპორაციის შემადგენლობაში გადადის. ასევე, დოკუმენტის მიხედვით, ოპერირებასთან დაკავშირებით, 30 სექტემბრამდე გაცემული ყველა ნებართვა, ძალაში რჩება რუსეთის კანონების...


მსგავსი სიახლეები

up