მთავარი ეკონომიკური მოვლენები 30 მაისის დილისათვის

მთავარი ეკონომიკური მოვლენები 30 მაისის დილისათვის

access_time2022-05-30 10:20:16

მედიაჰოლდინგ „კომერსანტის“ მმართველი პარტნიორი გიორგი აბაშიშვილი რადიო „კომერსანტზე“ თავის რუბრიკაში – „ბიზნეს ინსაიდერის ბრიფინგი“ მსოფლიო ეკონომიკის მნიშვნელოვან ამბებს მოგვითხრობს.

 

სანქციები და ენერგეტიკა

 

BI: გაზის ფასებმა რეკორდულ მაჩვენებლებს მიაღწია, მაგრამ ნუ ელით ბაიდენს, რომ შეამცირებს მათ: მათ უკვე გამოიყენეს თავიანთი ყველაზე დიდი რესურსი.

 

Bloomberg: ნავთობის ფასები სტაბილურად შენარჩუნდა ახალი სავაჭრო კვირის გახსნაზე, რადგან ჩინეთმა მიაღწია პროგრესს ანტივირუსული შეზღუდვების შემსუბუქებაში, ხოლო ევროკავშირმა განაგრძო მუშაობა რუსეთის ნედლეულის იმპორტის აკრძალვის გეგმაზე ლიდერების სამიტის წინ.

 

ატლანტიკური საბჭო: იმისთვის, რომ სანქციებმა იმუშაოს, დასავლეთმა უნდა შეამციროს რუსული ნავთობისა და გაზის შესყიდვები და ეს ძალიან სწრაფად უნდა გააკეთოს.

 

FT: ევროპის ერთიანობა რუსეთის წინააღმდეგ სანქციებთან დაკავშირებით ინგრევა, აცხადებს გერმანიის ეკონომიკის მინისტრი. დიპლომატები ხაზს უსვამენ უთანხმოებას სანქციების პაკეტზე, რომელსაც წევრი ქვეყნები ორშაბათს განიხილავენ.

 

Foreign Policy: დასავლური ბიზნესისთვის რუსეთში დარჩენა არ ნიშნავს მხოლოდ პუტინის ომის მხარდაჭერას. ეს ნიშნავს ხელისუფლებასთან თანამშრომლობას და იმის აღიარებას, რომ თქვენი ბიზნესი მხოლოდ პუტინის ახლობლების კეთილი ნებით არსებობს.

 

სასურსათო უსაფრთხოება

 

IMF: უკრაინის ომის ფონზე ხორბლის ფასმა რეკორდულად მოიმატა - ომში მონაწილე ქვეყნები მსოფლიო ექსპორტის თითქმის მესამედს უზრუნველყოფენ. სურსათზე ხარჯების გაზრდის გამო ინფლაცია შეიძლება კიდევ უკფრო დაჩქარდეს.


 

The Economist Intelligence Unit: რუსეთის ომი უკრაინაში გააძლიერებს გლობალურ სასურსათო დაუცველობას.

• ხორბლის ექსპორტის გარდა შემცირდება სასუქების მიწოდება, რომლებიც საკვანძოა სოფლის მეურნეობისთვის.

• მსოფლიოს ქვეყნების უმეტესობა სასუქების მნიშვნელოვანი რაოდენობით იმპორტს ახორციელებს რუსეთიდან ან უკრაინიდან.

 

WB: გლობალური კრიზისის დაძლევა, რომელსაც ახლა მსოფლიო აწყდება, საერთაშორისო თანამშრომლობას საჭიროებს.

 

The Economist: ეკონომისტები ვარაუდობენ, რომ ექსპორტის აკრძალვაზე უკეთესი გამოსავალი იქნება სოციალური უსაფრთხოების ქსელების გაძლიერება ვაჭრობის გახსნის დროს.

 

მსოფლიო ეკონომიკა

 

FT: ცენტრალური ბანკები სწრაფად ზრდიან მონეტარული პოლიტიკის განაკვეთებს. ეს არის ყველაზე აქტიური გამკაცრება ორ ათწლეულზე მეტი ხნის განმავლობაში,

 

WB ტვიტერზე: ადამიანების პირველ ადგილზე დაყენება, ადამიანურ კაპიტალში ინვესტიციების გზით, გადამწყვეტია მდგრადი, ინკლუზიური, გრძელვადიანი ზრდისა და სიღარიბის შემცირებისთვის.

 

ADB: ცენტრალურ აზიაში უფრო მეტი ადამიანი ყიდულობდა ონლაინ  პანდემიის დროს, მაგრამ მიუხედავად ამისა ჯერ კიდევ ბევრია გასაკეთებელი იმისთვის, რომ ელექტრონული კომერცია სრული პოტენციალით ამუშავდეს.

 

FT Weekend: სადილი არის დაუწერელი საუბრისა და დისკუსიების პლატფორმა. სწორედ მაშინ მოდის კრეატიულობა, იდეები და შთაგონება.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up