მთავარი ეკონომიკური მოვლენები 3 ივნისის დილისათვის

მთავარი ეკონომიკური მოვლენები 3 ივნისის დილისათვის

access_time2022-06-03 10:20:10

მედიაჰოლდინგ „კომერსანტის“ მმართველი პარტნიორი გიორგი აბაშიშვილი რადიო „კომერსანტზე“ თავის რუბრიკაში – „ბიზნეს ინსაიდერის ბრიფინგი“ მსოფლიო ეკონომიკის მნიშვნელოვან ამბებს მოგვითხრობს.

 

ნავთობის ფასები და ენერგოუსაფრთხოება

 

BI: ახალ მოხსენებაში ნათქვამია, რომ საუდის არაბეთს შეუძლია ნავთობის მოპოვების გაზრდაზე გადასვლა, თუ ომის დროს სანქციები რუსეთს ნედლი ნავთობის მოპოვებას აიძულებს.

 

FT: OPEC და მისი მოკავშირეები შეთანხმდნენ ნავთობის მოპოვების გაზრდაზე სექტემბრის ნაცვლად უკვე ივლისსა და აგვისტოში, რადგან კარტელის მთავარი მხარდამჭერი საუდის არაბეთი დაემორჩილა აშშ-ის ზეწოლას ნედლი ნავთობის ფასის შემცირებასთან დაკავშირებით, რადგან მაღალი ფასი გლობალური ეკონომიკის შეჩერების საფრთხეს ქმნიდა.

 

CNN  Business Nightcup: არავის სურდა ომის დაწყებისას რუსული ნავთობისა და გაზის აკრძალვა - ეს მიწოდება ზედმეტად სასიცოცხლოდ მნიშვნელოვანი იყო გლობალური ბაზრისთვის, განსაკუთრებით ევროპაში, თანაც შუა ზამთარში.

მაგრამ ნავთობის მოვაჭრეები (და დანარჩენი მსოფლიო) შეძრწუნდნენ პუტინის სისასტიკით და მაინც დაიწყეს რუსულ ნავთობზე უარის თქმა.

 

BI: ნავთობის ფასები იკლებს, თუმცა პარალელურად აშშ-ის მარაგებიც მცირდება, ამასთან ერთად OPEC-ის წევრ ქვეყნებში წარმოების ზრდა საკმარისი არ არის

 


CNN Business Nightcup: ენერგეტიკის ამჟამინდელი და ყოფილი ოფიციალური პირები აღნიშნავენ, რომ ისინი შეშფოთებულნი არიან, რომ მსოფლიო ენერგეტიკული კრიზისისკენ მიდის, რომელიც კონკურენციას გაუწევს ან გადააჭარბებს 1970-იან და 1980-იანი წლების დასაწყისში ნავთობის კრიზისებს. ამჯერად, ეს არ არის მხოლოდ ნავთობი.

„ახლა ჩვენ გვაქვს ნავთობის კრიზისი, გაზის კრიზისი და ელექტროენერგიის კრიზისი ერთდროულად“, – განაცხადა  საერთაშორისო ენერგეტიკის სააგენტოს ხელმძღვანელმა ფატიჰ ბიროლმა. – „ეს ენერგეტიკული კრიზისი გაცილებით დიდია, ვიდრე 1970-იან და 1980-იანი წლების ნავთობის კრიზისები. და ეს ალბათ უფრო დიდხანს გაგრძელდება”.

 

The Economist: აღმოსავლეთ ევროპის ზღვაზე გასასვლელის არმქონე ქვეყნები, რომლებიც ყველაზე მეტად ექვემდებარებიან რუსეთის ენერგეტიკას, უფრო მეტი სირთულეების წინაშე არიან, ვინაიდან არ არსებობს ინფრასტრუქტურა გაზის მისაწოდებლად იქ, სადაც ეს საჭიროა

 

მსოფლიო ეკონომიკა

 

IMF: უკრაინის ომი გვიბიძგებს გეოპოლიტიკური გადაჯგუფების, მიწოდების შეფერხების, საკვებისა და ენერგეტიკული დაუცველობის და უფრო არასტაბილური ფინანსური ბაზრებისკენ. ამ შოკებმა შეიძლება შეარყიოს სოციალური და პოლიტიკური სტაბილურობა ზოგიერთ ქვეყანაში და ამავდროულად შეასუსტოს მთელი მსოფლიოს უნარი, დაუპირისპირდეს თავის უპირველეს გრძელვადიან გამოწვევას, კლიმატის ცვლილებას.

 

გეორგიევა: ჩვენ უნდა ვიპოვოთ სასწრაფო გზები კლიმატის ცვლილების საწინააღმდეგოდ მეტი დაფინანსების მოსაზიდად, განსაკუთრებით განვითარებადი ეკონომიკებისთვის.

 

IMF: იაპონიის მრავალი გამოწვევა ხაზს უსვამს მცდელობების მნიშვნელობას ეკონომიკური ზრდის გასაძლიერებლად, რომელსაც შეუძლია ხელი შეუწყოს ინკლუზიურობას, შეამციროს უთანასწორობა და უზრუნველყოს მდგრადი მომავალი. ჩვენმა კვლევამ აჩვენა, რომ ციფრული ინვესტიციების გაზრდამ უზრუნველყო რეფორმების სრულ განხორციელებასთან ერთად,  შრომის მიწოდების ზრდა და პროდუქტიულობა, ამ ყველაფერმა შეიძლება გაზარდოს მთლიანი შიდა პროდუქტი.

 

BI: ისრაელი შეიძენს უფრო სარისკო აქტივებს თავისი რეზერვებისთვის მას შემდეგ, რაც  რეზერვებს დაამატა ჩინური იუანი და შეამცირა დოლარი.

 

FT: რუსული კომპანიები დასავლური სანქციების გამო ტექნოლოგიურ კრიზისში ვარდებიან, რამაც შექმნა სერიოზული შეფერხებები მიწოდებებში.

 

FT: აშშ-მა ახალი სანქციები დააწესა ვლადიმირ პუტინთან დაკავშირებულ ფინანსებსა და იახტებზე.





5-6 თებერვალს სტამბოლის აეროპორტში 230-ზე მეტი ფრენა უქმდება

5-6 თებერვალს სტამბოლის აეროპორტში 230-ზე მეტი ფრენა უქმდება
access_time2023-02-04 21:50:22
5-6 თებერვალს თურქეთის ავიახაზებმა, სტამბოლის აეროპორტში, უამინდობის გამო 230-ზე მეტი საერთაშორისო და შიდა ფრენა გააუქმა. აეროპორტის ოფიციალურმა წარმომადგენლებმა გაავრცელეს განცხადება, სადაც მგზავრებს ურჩევენ, რომ ამინდის გაუარესების გამო, 5 და 6 თებერვლის ფრენის დეტალები შესაბამის ავიაკომპანიებთან დააზუსტონ. თურქეთის სახელმწიფო მეტეოროლოგიურ სამსახურს განცხადება ჯერ არ გაუკეთებია. უახლოეს საათებში შესაძლოა გამოცხადდეს ფრენების შემდგომი შეფერხებების ან უამინდობის...

საქართველოში გამოვლენილია XBB1.5-ის („კრაკენი“) შემთხვევებიც, მაგრამ CH.1.1-ის („ორტრუსის“) არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა - თენგიზ ცერცვაძე

საქართველოში გამოვლენილია XBB1.5-ის („კრაკენი“) შემთხვევებიც, მაგრამ CH.1.1-ის („ორტრუსის“) არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა - თენგიზ ცერცვაძე
access_time2023-02-04 21:20:45
თენგიზ ცერცვაძე სოციალურ ქსელში ვრცელ პოსტს აქვეყნებს, სადაც მსოფლიოში და საქართველოში კოვიდ სიტუაციას მიმოიხილავს. ის წერს, რომ საქართველოში, ისევე როგორც სხვა ქვეყნების უმეტესობაში გამოვლენილია XBB1.5 („კრაკენი“) სუბვარიანტით გამოწვეული შემთხვევებიც, თუმცა დომინანტურ სუბვარიანტებად კვლავ რჩება ომიკრონის BA2, BA5 და სხვა „ძველი“ სუბვარიანტები. სადღეისოდ საქართველოში CH.1.1 („ორტრუსის“) სუბვარიანტის არცერთი შემთხვევა არ დაფიქსირებულა.   „ბოლო პერიოდში მსოფლიოში COVID-ის...

2022 წელს ამერიკულმა ბანკებმა ხელმძღვანელობას ხელფასები შეუმცირეს

2022 წელს ამერიკულმა ბანკებმა ხელმძღვანელობას ხელფასები შეუმცირეს
access_time2023-02-04 20:00:06
Bank of America Corp-მა 2022 წლისთვის აღმასრულებელი დირექტორის ბრაიან მოინიჰანის ხელფასი დაახლოებით 6%-ით 30 მლნ დოლარამდე შეამცირა. 2021 წელს მოინიჰანის ანაზღაურება 32 მლნ დოლარი იყო. ამის შესახებ Bloomberg-ი და...

მკვლევრებმა მარილის მარცვლის ზომის ვიდეოკამერა შექმნეს

მკვლევრებმა მარილის მარცვლის ზომის ვიდეოკამერა შექმნეს
access_time2023-02-04 19:30:45
პრინსტონისა და ვაშინგტონის უნივერსიტეტების მკვლევრებმა ახალი მაღალი ხარისხის გამოსახულების მქონე მიკროკამერა შექმნეს, რომელი მხოლოდ ნახევარი მილიმეტრის ზომისაა.   Nature Communications-ში გამოქვეყნებული კვლევა აჩვენებს, თუ როგორ...

მსოფლიოში ოქროზე მოთხოვნა 18%-ით გაიზარდა

მსოფლიოში ოქროზე მოთხოვნა 18%-ით გაიზარდა
access_time2023-02-04 17:20:48
მსოფლიო ოქროს საბჭოს (WGC) ყოველწლიური ანგარიშის მიხედვით, 2022 წელს ოქროზე გლობალური მოთხოვნა 18%-ით გაიზარდა და 4741 ტონას მიაღწია, რაც ყველაზე მაღალია მაჩვენებელია 2011 წლის შემდეგ.   მსოფლიოს ცენტრალური ბანკების მიერ ოქროს შესყიდვები ზედიზედ მეორე წელია გაიზარდა და 1136 ტონას მიაღწია. განვითარებადი ქვეყნების მარეგულირებლები, მათ შორის თურქეთი და ჩინეთი, ოქროს მთავარი მყიდველები გახდნენ.   „2022 წელს ცენტრალური ბანკები არამარტო გახდნენ ოქროს...


მსგავსი სიახლეები

up