მთავარი ეკონომიკური მოვლენები 28 ივნისის დილისათვის

მთავარი ეკონომიკური მოვლენები 28 ივნისის დილისათვის

access_time2022-06-28 10:30:48

მედიაჰოლდინგ „კომერსანტის“ მმართველი პარტნიორი გიორგი აბაშიშვილი რადიო „კომერსანტზე“ თავის რუბრიკაში – „ბიზნეს ინსაიდერის ბრიფინგი“ მსოფლიო ეკონომიკის მნიშვნელოვან ამბებს მოგვითხრობს.


სანქციები რუსეთზე, ენერგოუსაფრთხოება და უკრაინა


Business Insider. რუსეთი უარყოფს, რომ ობლიგაციების მომსახურების გადახდა არ შეუძლია, რადგან დასავლური სანქციები, რომლებიც მათ ბლოკავს, პესკოვის განცხადებით „ჩვენი პრობლემა არ არის“.


WSJ. ეს არის სუვერენული დეფოლტის ყველაზე გაუმჭვირვალე და იურიდიულად ყველაზე გაურკვეველი შემთხვევა, ინვესტორებს უჭირთ გააზრება როგორია მათი პერსპექტივა რუსეთთან სასამართლო დავის შემთხვევაში.


Business Insider. Goldman Sachs-ი პროგნოზირებს, რომ ნავთობის ფასი მიმდინარე ზაფხულს 22%-ით გაიზრდება, რადგან ევროპა ცვლის სტრატეგიას რუსეთის მიერ მიწოდების შეწყვეტის ფონზე.


Bloomberg. საფრანგეთის პრეზიდენტმა ემანუელ მაკრონმა თქვა, რომ არაბეთის გაერთიანებული საემიროების მმართველმა მას უთხრა, რომ OPEC-ის ორი წამყვანი ნავთობის ექსპორტიორი უკვე თითქმის იმდენი ნავთობის ამოტუმბვას ახდენს, რამდენიც შეუძლიათ.


FT. ემანუელ მაკრონს სურს დაინახოს ნავთობის გლობალური მოპოვების ზრდა, რადგან საფრანგეთის პრეზიდენტი ეძებს გზებს ენერგიის დანახარჯების შესამცირებლად.



CNN Business Nightcup. მიუხედავად იმისა, რომ ევროპელებმა რუსული ენერგიის იმპორტი შეწყვიტეს, სხვა ქვეყნები, როგორიცაა ჩინეთი და ინდოეთი, სარგებლობენ რუსულ ნავთობზე მკვეთრი ფასდაკლებით.


პრეზიდენტი ბაიდენი თვითერზე. ჩვენ შეგვეძლო თვალის დახუჭვა პუტინის ბარბაროსულ ომზე უკრაინის წინააღმდეგ და ნავთობის ფასი ისე არ გაიზრდებოდა.
G7 გააგრძელებს პუტინის სამხედრო-ინდუსტრიულ კომპლექსზე დარტყმას, ეს მას ყველაზე მეტად ტკივილს აყენებს, ხელს შეუშლის ცენტრალური ბანკის საგარეო რეზერვების და მის დაავადებულ ეკონომიკას და პუტინს წაართმევს რესურსებს, რომელიც მას სჭირდება უკანონო ომის საწარმოებლად.


პრემიერი ჯონსონი თვითერზე. პუტინის ქმედებები უკრაინაში ქმნის საშინელ ბიძგებს, რაც იწვევს ენერგიისა და სურსათის ფასების მატებას მთელ მსოფლიოში.


გლობალური ლიდერები უნდა გაერთიანდნენ, რათა დაეხმარონ უკრაინას.


EBRD პრეზიდენტი თვითერზე. ჩვენ, როგორც უკრაინის უმსხვილესი ინსტიტუციური ინვესტორი და კერძო სექტორზე და რეფორმებზე ფოკუსირებული პარტნიორი ,
გადამწყვეტი როლი გვექნება უკრაინის რეკონსტრუქციაში და ქვეყნისთვის მარშალის ნებისმიერ ახალ გეგმაში.


GMF თვითერზე: EBRD-ის პრეზიდენტი: „ძალიან მნიშვნელოვანია რეკონსტრუქციაზე საუბრის დაწყება და რეკონსტრუქციისთვის მომზადება, მაგრამ ასევე ძალიან მნიშვნელოვანია ახლა უკრაინის დახმარება.


WB. უკრაინაში ომმა შეაფერხა სურსათის მიწოდება უამრავი ადამიანისთვის მთელს მსოფლიოში.


CNN Business Nightcup. მსოფლიოს ზოგიერთი უმდიდრესი ქვეყანა კრძალავს რუსული ოქროს იმპორტს, რათა კიდევ უფრო გამკაცრდეს ზეწოლა რუსეთის ეკონომიკაზე.


The Economist. წლევანდელი ენერგეტიკული შოკი ყველაზე სერიოზულია 1973 და 1979 წლების ახლო აღმოსავლეთის ნავთობის კრიზისის შემდეგ. აუცილებელია გამოსწორდეს გლობალური საგანგებო მდგომარეობა კლიმატის ცვლილების გარეშე.


ADB. პანდემიის მიღმა, ჰიბრიდული სამუშაო შეთანხმებები, სავარაუდოდ, მთავარ როლს შეასრულებს იმაში, თუ როგორ მუშაობენ პროფესიულად ადამიანები.





„ბორჯომის“ თანამფლობელი რუსი ოლიგარქი მიხაილ ფრიდმანი ლონდონში დააკავეს

„ბორჯომის“ თანამფლობელი რუსი ოლიგარქი მიხაილ ფრიდმანი ლონდონში დააკავეს
access_time2022-12-03 22:50:49
    დიდი ბრიტანეთის დანაშაულის ეროვნული სააგენტო (NCA) იტყობინება, რომ 58 წლის რუსი ბიზნესმენი ლონდონში დააკავეს, შემდეგ კი გირაოს სანაცვლოდ გაათავისუფლეს. რუსეთის ცენტრალური სახელმწიფო საინფორმაციო სააგენტოს (TASS) წყარო ირწმუნება, რომ ის Alfa Group-ის დამფუძნებელი მიხაილ ფრიდმანია. ინფორმაციას ...

2021 წელს ევროკავშირმა კვლევასა და განვითარებაზე 328 მლრდ ევრო დახარჯა

2021 წელს ევროკავშირმა კვლევასა და განვითარებაზე 328 მლრდ ევრო დახარჯა
access_time2022-12-03 22:20:33
2021 წელს ევროკავშირმა 328 მლრდ ევრო დახარჯა კვლევასა და განვითარებაზე, (R & D) რაც 6%-ით მეტია წინა წელთან შედარებით. 2020 წელს ამ მიმართულებით 310 მლრდ ევრო დაიხარჯა, მონაცემებს ევროსტატი აქვეყნებს.   2021 წელს R&D ხარჯები მშპ-ს პროცენტულად ყველაზე მაღალი დაფიქსირდა: შვედეთში (3.35%), ავსტრიასა (3.22%) და ბელგიაში (3.19%). ყველაზე დაბალი - რუმინეთში (0.48%), მალტასა (0.65%) და ლატვიაში...

ნოემბერში მარცვლეულის მსოფლიო ფასები 1,3%-ით შემცირდა - გაეროს

ნოემბერში მარცვლეულის მსოფლიო ფასები 1,3%-ით შემცირდა - გაეროს
access_time2022-12-03 19:30:40
მარცვლეულის მსოფლიო ფასი ნოემბერში 1,3%-ით დაეცა. ამის მიზეზია შავი ზღვაზე „მარცვლეულის შეთანხმების“ ინიციატივის გაგრძელება.   შავი ზღვის გავლით მარცვლეულის ექსპორტის შეთანხმება 120 დღით გახანგრძლივდა ამის შესახებ გაერო-ს სურსათისა და სოფლის მეურნეობის ორგანიზაციის (FAO) მთავარმა ეკონომისტმა მაქსიმო ტორერომ ბრიფინგზე განაცხადა.   „მარცვლეულის ფასის ინდექსი 1,3%-ით დაეცა. ნოემბერში კლება განპირობებულია შავი ზღვის მარცვლეულის ინიციატივის...

შუა დერეფანი „მწვანე“ და ელექტრონულ სატრანსპორტო მარშრუტად გადაიქცევა

შუა დერეფანი „მწვანე“ და ელექტრონულ სატრანსპორტო მარშრუტად გადაიქცევა
access_time2022-12-03 20:00:58
სამომავლოდ, შუა დერეფნის (ტრანსკასპიური საერთაშორისო სატრანსპორტო მარშრუტი) „მწვანე“ და ელექტრონულ სატრანსპორტო მარშრუტად გადაქცევა იგეგმება. ამის შესახებ ჟურნალისტებს ბაქოს საერთაშორისო საზღვაო სავაჭრო პორტის გენერალურმა დირექტორმა ტალეჰ ზიადოვმა განუცხადა.   მისი თქმით, უახლოეს 10 წელიწადში შუა დერეფანი შესაძლოა, აღმოსავლეთისა და დასავლეთის დამაკავშირებელი მთავარი რგოლი გახდეს.   მისივე თქმით „მწვანე კონცეფცია“ ათ წელიწადში უფრო მეტად აქტუალური...

მეცნიერები C ჰეპატიტის ვაქცინის შექმნას ერთი ნაბიჯით მიუახლოვდნენ

მეცნიერები C ჰეპატიტის ვაქცინის შექმნას ერთი ნაბიჯით მიუახლოვდნენ
access_time2022-12-03 19:00:47
C ჰეპატიტის ვირუსი (HCV) ყოველწლიურად 70 მილიონზე მეტ ადამიანს აინფიცირებს და დაახლოებით 400 000-ს კლავს. ვირუსი ღვიძლის ქრონიკულ ინფექციას იწვევს და უფრო მძიმე შემთხვევებში შეიძლება ღვიძლის ქსოვილის ნაწიბურების წარმოქმნა ან კიბოც კი გამოიწვიოს, წერს Inverse-ი.   ამჟამად HCV-ის შედეგად გამოწვეული ინფექციების მკურნალობა შესაძლებელია, მაგრამ ძვირია და პაციენტს ხელახალი...


მსგავსი სიახლეები

up