მთავარი ეკონომიკური მოვლენები 27 მაისის დილისათვის

მთავარი ეკონომიკური მოვლენები 27 მაისის დილისათვის

access_time2022-05-27 10:20:07

მედიაჰოლდინგ „კომერსანტის“ მმართველი პარტნიორი გიორგი აბაშიშვილი რადიო „კომერსანტზე“ თავის რუბრიკაში – „ბიზნეს ინსაიდერის ბრიფინგი“ მსოფლიო ეკონომიკის მნიშვნელოვან ამბებს მოგვითხრობს.

 

სანქციები რუსეთზე 

 

BI: რუსეთს შეუძლია მიმართოს საინვესტიციო მრჩევლებს სანქციების თავიდან აცილების მიზნით, რამაც გამოიწვია აშშ-ს მეტი ყურადღების კონცენტრირება აღნიშნული მიმართულებით, აცხადებს  აშშ-ის ხაზინის სამსახური

 

Economist Inteligence Unit: დასავლეთის სანქციები რუსეთზე და საქონლის მაღალი ფასები გაზრდის ისედაც მაღალ ინფლაციას, რაც განვითარებად ბაზრებზე მაკროეკონომიკურ და სასურსათო უსაფრთხოების რისკებს აამაღლებს.

 

BI: პუტინი აცხადებს, რომ ის 10%-ით ზრდის მინიმალურ ხელფასს და პენსიებს რუსეთში, რასაც ინფლაციის საკომპენსაციოდ გადადგმულ ნაბიჯად აფასებს.

 

ECB ტვიტერზე: ევროპული ბანკების რუსი ყოფილი პარტნიორების წარმოქმნილი ვალდებულებები მართვადი გამოწვევაა, ამბობს სამეთვალყურეო საბჭოს თავმჯდომარე ანდრეა ენრია. ეს არის მეორე რაუნდის ეფექტი, რაც ყველაზე მნიშვნელოვანია, როგორიცაა ევროზონის ზრდის შენელება და ენერგიისა და საქონლის ფასების ზრდა.

 

სასურსათო უსაფრთხოება

 

BI: მსოფლიო ბანკი აცხადებს, რომ გლობალური რეცესია გარდაუვალია, რადგან სურსათისა და ენერგიის ფასების ზრდა  სპირალურია.

 

EBRD–ის პრეზიდენტი ტვიტერზე: გამოწვევები, რომელთა წინაშეც ვდგავართ, უზარმაზარია და, სამწუხაროდ, უფრო ფართოვდება, განსაკუთრებით თებერვლიდან უკრაინაზე რუსეთის თავდასხმის დაწყების შემდეგ.

გლობალური თანამშრომლობა ნამდვილად არის პასუხი ამ გამოწვევებზე.

 


ატლანტიკური საბჭო ტვიტერზე: რუსეთის მიერ უკრაინის სურსათის ექსპორტის ბლოკადა საფრთხეს უქმნის ათობით მილიონი ადამიანის სიცოცხლეს მთელ მსოფლიოში.

 

ხაზინის მდივანი ტვიტერზე: პუტინის ომის გამო მიყენებული ზიანისათვის, ჩვენ ვიყენებთ დამატებით 760 მილიონ აშშ დოლარს სასურსათო უსაფრთხოებაზე მოკლე და გრძელვადიანი ზემოქმედების მოსაგვარებლად.

 

Bloomberg: ვლადიმირ პუტინმა განაცხადა, რომ მზად არის ხელი შეუწყოს მარცვლეულისა და სასუქის ექსპორტს, რათა წვლილი შეიტანოს გლობალური სასურსათო კრიზისის დაძლევაში, მაგრამ მხოლოდ იმ შემთხვევაში, თუ მის ქვეყანაზე სანქციები მოიხსნება.

 

Forbes: დაახლოებით 20 მილიონი ტონა მარცვლეული უკრაინაშია ჩარჩენილი. რეალურად კი ქვეყანა ხორბლის, სიმინდის და მზესუმზირას ზეთისა და ფქვილის ხუთ უმსხვილეს ექსპორტიორთა შორისაა მსოფლიოში.

 

მსოფლიო ეკონომიკა

 

IMF ტვიტერზე: ახლო აღმოსავლეთისა და ჩრდილოეთ აფრიკის ნავთობის ექსპორტიორი ქვეყნების პოლიტიკა სულ უფრო რთული ხდება, რადგან ინფლაცია მზარდია და ართულებს ეკონომიკური აღდგენას.

 

CNN: დიდი ბრიტანეთის მთავრობა აწესებს 5 მლრდ გირვანქა სტერლინგის ($6,3 მლრდ) გადასახადს მისი ნავთობისა და გაზის კომპანიების მოულოდნელ მოგებაზე, ეს არის თანხა იმ ადამიანების დასახმარებლად, რომლებიც ებრძვიან ათწლეულების განმავლობაში ყველაზე მძიმე კრიზისს.

 

გარდიანი: ახალი საგადასახადო შესაძლებლობებიდან გამომდინარე, BP ჩრდილოეთის ზღვის მიმართულებით ინვესტიციებს განიხილავს.

 

FT: რუსეთი ამცირებს საპროცენტო განაკვეთებს რუბლის ზრდის გამო. რუსეთის ცენტრალურმა ბანკმა მონეტარული პოლიტიკის განაკვეთი 3%–ით – 11 პროცენტამდე შეამცირა.

 

The Economist: ჩინეთის ეკონომიკა ამჟამად შემაშფოთებელ მდგომარეობაშია. ძნელია ნათელი წერტილის პოვნა.

 

CNN Business Nightcup: მილიონობით ჩინელი მომხმარებელი ჩაკეტილია, რადგან Covid-ის შემთხვევები შედარებით მაღალი რჩება მთელ ქვეყანაში. მაგრამ ისინი მაინც ძალიან ბევრს ყიდულობენ.

 

Alibaba-მ, ჩინეთის ამაზონმა, ხუთშაბათს დააანონსა მოსალოდნელზე უკეთესი შემოსავალი და გაყიდვები ბოლო კვარტალში. გაყიდვები გაიზარდა 9%-ით და შესაბამისად აქციების ფასიც გაიზარდა. ამის მიზეზი ონლაინ შოპინგის გაზარდა.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up