მთავარი ეკონომიკური მოვლენები 15 ივნისის დილისათვის

მთავარი ეკონომიკური მოვლენები 15 ივნისის დილისათვის

access_time2022-06-15 10:30:23

მედიაჰოლდინგ „კომერსანტის“ მმართველი პარტნიორი გიორგი აბაშიშვილი რადიო „კომერსანტზე“ თავის რუბრიკაში – „ბიზნეს ინსაიდერის ბრიფინგი“ მსოფლიო ეკონომიკის მნიშვნელოვან ამბებს მოგვითხრობს.


ენერგორესურსები და სანქციები


IMF. რუსეთის შეჭრამ უკრაინაში მოიტანა სრულიად ახალი რეალობა საერთაშორისო ურთიერთობებში, მნიშვნელოვანი ახალი შედეგებით გლობალურ ეკონომიკურ წესრიგზე. ომი გავლენას ახდენს ქვეყნებზე მთელს მსოფლიოში: საქონლის ფასების და ინფლაციის მატება, სავაჭრო ნაკადების შეფერხება, ევროპაში ლტოლვილთა კრიზისი და ფინანსური პირობების გამკაცრება.


FT. ევროპის გაზის მიწოდებამ სამშაბათს ორმაგი დარტყმა განიცადა მას შემდეგ, რაც აშშ-ს თხევადი ბუნებრივი გაზის საექსპორტო ტერმინალმა განაცხადა, რომ ის ტექნიკირად ვერ შეძლებს მიწოდებას სულ მცირე სამი თვით. რუსეთმა კი პარალელურად განაცხადა, რომ შეწყვეტს ნაკადებს გერმანიისკენ მიმავალ საკვანძო მარშრუტზე.


Bloomberg. ბრიტანეთი კვლავ განიხილავს საქმეს ელექტროენერგიის გენერირების „განსაკუთრებული მოგების“ სახელმწიფო გადასახადის შესახებ.


BI. ივნისში რუსული ნავთობის მოპოვება 5%-ით გაიზარდა, რადგან ჩინეთი და ინდოეთი აგრძელებენ ფასდაკლებით ნავთობის შესყიდვას.


Bloomberg. რუსეთის მიერ უკრაინაში შეჭრით, გლობალური ენერგეტიკული ბაზარი რამდენიმე დღეში დრამატულად შეიცვალა ახალი დღის წესრიგის მიმართულებით.



BI. ზოგიერთი ევროპული საწარმო იძულებულია დროებით დაიხუროს ენერგორესურსებზე გლობალური ფასების ზრდის გამო.



მსოფლიო ეკონომიკა


BI. Bank of America-ს მონაცემებით, ინვესტორების 80%-ზე მეტი მოელის, რომ სტაგფლაცია გამოიწვევს საბაზრო შოკებს ერთი წლის განმავლობაში.


FT. ბიტკოინმა დაკარგა თავისი ღირებულების 60 პროცენტზე მეტი ნოემბრის შემდეგ, როდესაც მან მიაღწია ყველა დროის მაქსიმუმს.


CNN Business Nightcup. კრიპტო ბირჟა Coinbase ათავისუფლებს თავისი თანამშრომლების 18%-ს - დაახლოებით 1000 თანამდებობაზე - რადგან  კრიპტოვალუტის ბოლოდროინდელი დაცემის გამო, კომპანიის საბაზრო ღირებულება შემცირდა.


BI. Coinbase აცხადებს, რომ გაათავისუფლებს 1,100 თანამშრომელს კრიპტოვალუტის კრიზისიდან გამომდინარე რესტრუქტურიზაციის გამო.


Bloomberg. ავსტრალიის მომხმარებელთა პოზიტიური მოლოდინები ივნისში შემცირა, რადგან ინფლაციის აჩქარება და ცენტრალური ბანკის განაკვეთების ზრდა აწუხებს ოჯახებს ეკონომიკის შემდგომი პერსპექტივის გამო.


BI. მეტი სიმდიდრისა და განათლების მქონე ადამიანები უფრო მიდრეკილნი არიან გამოიყენონ ციფრული გადახდები, ნაწილობრივ იმიტომ, რომ მათ აქვთ უფრო მაღალი ნდობა ისეთი ინსტიტუტების მიმართ, როგორიცაა ბანკები და შესაბამისად, აქვთ მათზე მეტი წვდომა.


The Economist. სამომხმარებლო ფასები ამერიკაში გასულ თვეში 8,6%-ით მეტი იყო, ვიდრე ერთი წლით ადრე, ეს არის ყველაზე დიდი ზრდა 1981 წლის შემდეგ.


BI. რუსეთი დაკარგავს ყველაზე მეტ მილიონერს წელს, რადგან ომი იწვევს კაპიტალის გაქცევის ცუნამს. მდიდრები გარბიან რუსეთიდან და 15000-ზე მეტი მილიონერი - ქვეყნის მდიდარი მოსახლეობის 15%-ი, სავარაუდოდ ქვეყანას წელს დატოვებს.





უკრაინის ვიცე-პრემიერი აცხადებს, რომ სავალდებულო ევაკუაცია, დონეცკის ოლქის გარდა, შესაძლოა, განხორციელდეს ხერსონის, ზაპოროჟიესა და ხარკოვის ოლქებიდანაც

უკრაინის ვიცე-პრემიერი აცხადებს, რომ სავალდებულო ევაკუაცია, დონეცკის ოლქის გარდა, შესაძლოა, განხორციელდეს ხერსონის, ზაპოროჟიესა და ხარკოვის ოლქებიდანაც
access_time2022-08-11 23:50:01
...

კოპენჰაგენში გამართულ დონორთა კონფერენციაზე უკრაინის დასახმარებლად 1,5 მილიარდი ევროს გამოყოფაზე შეთანხმდნენ

კოპენჰაგენში გამართულ დონორთა კონფერენციაზე უკრაინის დასახმარებლად 1,5 მილიარდი ევროს გამოყოფაზე შეთანხმდნენ
access_time2022-08-11 23:00:12
​კოპენჰაგენში გამართულ დონორთა კონფერენციაზე უკრაინის დასახმარებლად 1,5 მილიარდი ევროს გამოყოფაზე შეთანხმდნენ. ამის შესახებ განცხადება დანიის თავდაცვის მინისტრმა, მორტენ ბედსკოვმა გააკეთა. ინფორმაციას...

გაერო-ს გენერალური მდივანი მოითხოვს, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან სამხედრო აქტივობა დაუყოვნებლივ შეწყდეს

გაერო-ს გენერალური მდივანი მოითხოვს, ზაპოროჟიეს ატომურ ელექტროსადგურთან სამხედრო აქტივობა დაუყოვნებლივ შეწყდეს
access_time2022-08-11 22:00:03
გაერო-ს გენერალური მდივანი ანტონიუ...

ევროკომისია - რუსებისთვის ვიზის გაცემის საკითხი წევრი ქვეყნების კომპეტენციაა

ევროკომისია - რუსებისთვის ვიზის გაცემის საკითხი წევრი ქვეყნების კომპეტენციაა
access_time2022-08-11 21:00:11
ევროკომისიაში აცხადებენ, რომ რუსეთის მოქალაქეებისთვის ვიზების გაცემის საკითხი წევრი ქვეყნების კომპეტენციაა და ცალკეულ სახელმწიფოს შეუძლია საკუთარი უსაფრთხოებიდან გამომდინარე მიიღოს გადაწყვეტილება. ამის შესახებ ევროკომისიის წარმომადგენელმა ანიტა ჰიპერმა...

მიმდინარე თვის ბოლოსთვის საწვავის ფასების შემცირებას ველოდებით — ლევან დავითაშვილი

მიმდინარე თვის ბოლოსთვის საწვავის ფასების შემცირებას ველოდებით — ლევან დავითაშვილი
access_time2022-08-11 20:00:25
ეკონომიკისა და მდგრადი განვითარებისა და ფინანსთა მინისტრები ლევან დავითაშვილი და ლაშა ხუციშვილი დღეს საწვავის რეალიზატორი მსხვილი ქსელების წარმომადგენლებს შეხვდნენ და მათთან ერთად ნავთობპროდუქტების სამომხმარებლო ბაზარზე არსებულ ვითარებაზე იმსჯელეს. ეკონომიკის სამინისტროში გამართულ შეხვედრაზე, რომელშიც ასევე კონკურენციის ეროვნული სააგენტოს ხელმძღვანელი ირაკლი ლექვინაძე მონაწილეობდა, საწვავის ბაზარზე არსებული პროგნოზები, კონკურენციის საკითხები და მარჟების მინიმუმამდე დაყვანის შესაძლებლობები...


მსგავსი სიახლეები

up