მთავარი ეკონომიკური მოვლენები 14 ივნისის დილისათვის

მთავარი ეკონომიკური მოვლენები 14 ივნისის დილისათვის

access_time2022-06-14 10:30:41

მედიაჰოლდინგ „კომერსანტის“ მმართველი პარტნიორი გიორგი აბაშიშვილი რადიო „კომერსანტზე“ თავის რუბრიკაში – „ბიზნეს ინსაიდერის ბრიფინგი“ მსოფლიო ეკონომიკის მნიშვნელოვან ამბებს მოგვითხრობს.


მსოფლიო ეკონომიკა


FT. გეოპოლიტიკური დაძაბულობა და ენერგორესურსებზე დანახარჯების ზრდა, მომდევნო 12 თვის განმავლობაში ინფლაციაზე ზეწოლას შეინარჩუნებს, რასაც მიწოდების ჯაჭვის ხანგრძლივი შეფერხება მოჰყვება.


Bloomberg. თეთრი სახლი ემზადება პრეზიდენტ ბაიდენის საუდის არაბეთში ვიზიტისათვის, თუმცა არ ადასტურებს, რომ ძირითადი მიზეზი ნავთობის მეტი მოპოვების მოთხოვნა იქნება.


BI. მაისში რუსეთი ინდოეთის ნავთობის სიდიდით მეორე მიმწოდებელი იყო, რითაც მან საუდის არაბეთს გადაუსწრო.


Bloomberg. ჩვენ შეგვიძლია ვიყოთ მრავალი თვის განმავლობაში ენერგორესურსების მაღალი ფასების პირობებში, ვინაიდან საწვავზე გლობალური მოთხოვნა არ კლებულობს და მიწოდება არ იზრდება.


FT. ჩინეთის ფასიანი ქაღალდების მარეგულირებლებმა და ინდუსტრიის ასოციაციებმა ადგილობრივ და უცხოურ ბანკებს დაავალეს, არ გაზარდონ აღმასრულებელი პერსონალის ანაზღაურების დონე. ეს ყველაფერი მოდის პრეზიდენტის სი ძინპინის სწრაფვიდან „საერთო კეთილდღეობას“ შეუწყოს ხელი.




სავალუტო ბაზარი


CNN business Nightcup. ბიტკოინმა, მსოფლიოს უდიდესმა კრიპტოვალუტამ, პარასკევის შემდეგ დაკარგა ღირებულების 20%-ზე მეტი, რაც ყველაზე დაბალი მაჩვენებელია ბოლო 18 თვის განმავლობაში.


FT. იენი კვლავ ვარდნას განაგრძობს. იანვრის შემდგომ ვალუტა 14%-ით დაეცა.


Bloomberg. იენის 24-წლიან მინიმუმამდე დაცემის მიუხედავად, ის მაინც G10-ის საუკეთესო პერსპექტიული ვალუტაა.


FT. Fed აპირებს განიხილოს მონეტარული პოლიტიკის უფრო სწრაფი გამკაცრება, რადგან ის ცდილობს დაეწიოს მზარდი ინფლაციას.



საერთაშორისო საფინანსო ინსტიტუტები


FT. WTO „მარტო იბრძვის“ გლობალური ვაჭრობის დასაცავად. თითქმის სამი ათწლეულის განმავლობაში მსოფლიო სავაჭრო ორგანიზაცია ამცირებს ბარიერებს ვაჭრობისთვის და არბილებს გლობალიზაციის გზას. თუმცა შესაძლოა ეს ვერ გაგრძელდეს.


WB. რამდენადაც ზრდის შენელება და მაღალი ინფლაცია სტაგფლაციის რისკს ზრდის, გრძელვადიანი კეთილდღეობის აღდგენა დამოკიდებულია უფრო სწრაფ აღდგენაზე და უფრო სტაბილურ, წესებზე დაფუძნებულ პოლიტიკის გარემოზე.


EBRD პრეზიდენტი თვითერზე. ჩვენ ვაგრძელებთ ადამიანებისა და საქონლის გადაადგილების ხელშეწყობას უკრაინაში და მის ფარგლებს გარეთ, ასევე მხარს ვუჭერთ ქვეყნის სავაჭრო კავშირებს დანარჩენ მსოფლიოსთან.


შესაბამისად, ხელი მოვაწერეთ 50 მილიონი ევროს სესხს უკრაინისათვის.


BI. ბევრი ადამიანისთვის, განსაკუთრებით პანდემიის დროს, ბიბლიოთეკები სოციალურ ფუნქციას ასრულებდნენ. პანდემიის დროს მოქნილ, საერთო სამუშაო სივრცეზე მოთხოვნა იზრდებოდა.


BI. დისტანციურმა მუშაობამ შეიძლება გამოიწვიოს პოლიტიკური და სოციალური პრობლემები, რომლებიც გამოწვეულია კავშირების გათიშვით.


დისტანციური მუშაობის იზოლირებულ ბუნებასთან საბრძოლველად, დასაქმებულებს სჭირდებათ ადგილები სხვა ადამიანებთან დასაკავშირებლად.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up