მთავარი ეკონომიკური მოვლენები 17 მაისის დილისათვის

მთავარი ეკონომიკური მოვლენები 17 მაისის დილისათვის

access_time2022-05-17 10:20:42

მედიაჰოლდინგ „კომერსანტის“ მმართველი პარტნიორი გიორგი აბაშიშვილი რადიო „კომერსანტზე“ თავის რუბრიკაში – „ბიზნეს ინსაიდერის ბრიფინგი“ მსოფლიო ეკონომიკის მნიშვნელოვან ამბებს მოგვითხრობს.

 

განვითარებადი ქვეყნების რისკი


გეორგიევა ტვიტერზე: კავკასიისა და ცენტრალური აზიის ქვეყნები ყველაზე მეტად ექვემდებარებიან უკრაინაში მიმდინარე ომის შედეგებს: მჭიდრო სავაჭრო და ფინანსური კავშირების, ფულადი გზავნილებისა და ტურიზმზე დამოკიდებულების და გაცვლითი კურსის ზეწოლის გათვალისწინებით.


WB: სასაქონლო ბაზრების ძირითადი ტრანსფორმაცია მომდინარეობს COVID-19-ის, უკრაინის ომისა და კლიმატის ცვლილების მზარდი საფრთხეების შედეგად. ეს, სავარაუდოდ, ღრმა გავლენას მოახდენს განვითარებად ეკონომიკებზე მომდევნო ათწლეულების განმავლობაში.


WB: 2022 წელს ფულადი გზავნილები 4,2%-ით გაიზრდება და 630 მილიარდ დოლარს შეადგენს უკრაინაში რეკორდული ნაკადების გამო.

 

რუსეთი და ევროკავშირი


BI: ნავთობისა და გაზის ფასების ზრდა რუსეთს მისი მიმდინარე ანგარიშის მოცულობის $96 მილიარდამდე გაზრდაში ეხმარება, რაც ყველაზე მაღალი მაჩვენებელია  ბოლო 28 წლის განმავლობაში.

 

BI: ევროკავშირი აცხადებს, რომ ბლოკი სავარაუდოდ რეცესიაში შევა, თუ რუსული გაზი შეწყდება ან თუ მიწოდება მზარდი ფასებით გაგრძელდება.

 

აშშ-ის ეკონომიკა

 


BI: Fed-მა „შეცდომა“ დაუშვა – ძალიან გვიან დაიწყო ინფლაციის წინააღმდეგ ბრძოლა.

 

FT: ბაიდენის ადმინისტრაცია განაახლებს კუბელებისთვის სავიზო პროგრამას და დაუშვებს უფრო მეტ ფრენებს და ვიზიტებს კუნძულზე, რაც შეარბილებს ყოფილი პრეზიდენტის დონალდ ტრამპის უფრო მკაცრ ხაზს კომუნისტური მთავრობის წინააღმდეგ.

პრეზიდენტ ჯო ბაიდენის გადაწყვეტილება მიღებული იქნა ქვეყნის მიმართ პოლიტიკის ერთწლიანი მიმოხილვის შემდეგ, სადაც ეკონომიკა შემცირდა კორონავირუსის პანდემიის და უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო, რამაც კუბიდან აშშ–ში მიგრაციის ნახტომისებრი ზრდა გამოიწვია.


პრეზიდენტი ბაიდენი ტვიტერზე: ექვსი თვის წინ მე ხელი მოვაწერე ისტორიულ ორპარტიულ ინფრასტრუქტურის კანონს და ჩვენ მივიღეთ უფლება ვიმუშაოთ უკეთესი ამერიკის მშენებლობაზე. ჩვენ გამოვაცხადეთ $110 მილიარდზე მეტი დაფინანსება 50-ვე შტატში პროექტებისთვის ჩვენი ინფრასტრუქტურის მოდერნიზაციის მიზნით.

 

CNN Nightcup: ჩინეთის ჩაკეტვა დიდ ზარალს აყენებს მის ეკონომიკას. სამრეწველო წარმოება გასულ თვეში 2,9%-ით დაეცა - ეს არის ყველაზე უარესი კლება 2020 წლის თებერვლის შემდეგ.

 

Reuters: ოქროს ფასი 31 იანვრის შემდეგ ყველაზე დაბლა დაეცა, რადგან ძლიერი დოლარის ბალანსზე მოთხოვნილება მანამდე არსებულ რეალობას არღვევს.

 

სასურსათო უსაფრთხოება

 

FT: ინდოეთის ხორბლის ექსპორტის აკრძალვამ  ბაზრებზე ხორბლის ფასი შეარყია. ორშაბათს ფასების მაქსიმალური ოდენობით გაიზარდა დაფიქსირდა.


FT: სასურსათო დაუცველობის კრიზისი უფრო დიდი პრობლემაა, ვიდრე ენერგეტიკა!  მთავრობები ხარჯავენ დიდ დროსა და რესურსებს, რათა შეამსუბუქონ ენერგიის მზარდი ღირებულება უკრაინაში რუსეთის შეჭრის გამო, თუმცა ომმა შექმნა კიდევ უფრო დიდი კრიზისის საფუძველი, რომელსაც ჯერ თითქოს იგივე ყურადღება არ ექცევა: ეს არის  გლობალური სურსათის დეფიციტი.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up