მთავარი ეკონომიკური მოვლენები 13 მაისის დილისათვის

მთავარი ეკონომიკური მოვლენები 13 მაისის დილისათვის

access_time2022-05-13 10:20:36

მედიაჰოლდინგ „კომერსანტის“ მმართველი პარტნიორი გიორგი აბაშიშვილი რადიო „კომერსანტზე“ თავის რუბრიკაში – „ბიზნეს ინსაიდერის ბრიფინგი“ მსოფლიო ეკონომიკის მნიშვნელოვან ამბებს მოგვითხრობს.


კრიპტოვალუტა


ბიზნეს ინსაიდერი: ამ კვირის  კრიპტო კრახი მთელ ეკოსისტემაში შექმნილ ნდობის კრიზისზე მიანიშნებს.

 

FT: კრიპტო ინდუსტრია შეირყა და ხუთშაბათს ერთ-ერთი ყველაზე რთული გამოწვევის წინაშე აღმოჩნდა.

 

გეორგიევა ტვიტერზ:. კრიპტოვალუტის ბაზარზე არსებული ვითარება გვიჩვენებს იმ რეალობას, რომელსაც ჩვენ ვქმნით  სინამდვილეში: კრიპტოვალუტისკენ მიდრეკილებას მოაქვს რისკები და ბევრი კრიპტოაქტივი არ მუშაობს კარგად, რადგან ფული არ არის სტაბილური ღირებულების რეზერვი. სწორედ ამიტომ გვჭირდება ერთად ვიმუშაოთ ფინანსური სტაბილურობის რისკების სამართავად.

 

ენერგორესურსები და რუსეთზე დამოკიდებულება

 

Business Insider: 2030 წლისთვის ევროკავშირში ენერგორესურსების ფასი გაცილებით მაღალი იქნება. Global Witness-ის ახალ ანგარიშში გაკეთებული პროგნოზის თანახმად, ზრდა გარდაუვალი იქნება, თუ იგი შეწყვეტს თავის გრძელვადიან დამოკიდებულებას რუსულ გაზზე. მოხსენების თანახმად, 2030 წლისთვის ევროკავშირს 200 მილიარდი დოლარით მეტი ხარჯი ექნება, თუ აკრძალვა გაგრძელდება და ევროპა არ გადავა სუფთა საწვავზე. „გაზზე ზედმეტმა დამოკიდებულებამ ათწლეულების განმავლობაში ევროპა წარმოუდგენლად დაუცველი გახადა არასტაბილური ფასების მიმართ და ამავდროულად ეს აძლიერებდა პუტინს“, - აღნიშნა Global Witness-ის ანალიტიკოსმა. ”ჩვენი ანალიზი ახლა აჩვენებს, რომ კომისიამ სრულად არ შეაფასა გაზზე დამოკიდებულების გაგრძელების ხარჯები.  კიდევ რამდენიმე კონტექსტი: ევროკავშირს უკავია რუსეთის გაზის მთელი ექსპორტის 89%. რუსეთი უზრუნველყოფს ევროკავშირის ბუნებრივი აირის 40%-ს, ზოგიერთი წევრი მასზე 100%-მდეა დამოკიდებული. მოხსენებაში ნათქვამია, რომ მზის და ქარის ენერგიაზე ფოკუსირება ბლოკისათვის 129,4 მილიარდი დოლარის დაზოგვას უზრუნველყოფს 2030 წლისთვის.


Business Insider: რუსეთი ყოველთვიურად 20 მილიარდ დოლარს გამოიმუშავებს ნავთობის გაყიდვიდან, რადგან ნედლი ნავთობის უფრო მაღალი ფასები ექსპორტის შემოსავალს 50%-ით ზრდის.


 

FT: რუსეთის სახელმწიფო საკუთრებაში არსებული გაზის მიმწოდებელმა გაზპრომმა განაცხადა, რომ ევროპაში მთავარი მილსადენით გაზის მიწოდებას შეაჩერებს, რაც გამოიწვევს ფასების ზრდას და გააძლიერებს პრეზიდენტ ვლადიმირ პუტინის სურვილს, ევროკავშირის წინააღმდეგ ენერგია იარაღად გამოიყენოს.

 

უკრაინის მხარდაჭერა და EBRD 2022-ის ყოველწლიური შეხვედრა

 

EBRD ტვიტერზე: ჩვენ უკრაინის გვერდით ვართ. ჩვენ მხარს ვუჭერთ უკრაინის ეკონომიკას ომის დროს. ჩვენ უკვე მივიღეთ 2 მილიარდი ევროს საწყისი პაკეტი, რათა დავეხმაროთ მოქალაქეებს, კომპანიებს და ქვეყნებს, რომლებიც კონფლიქტმა დააზარალა.


EBRD-ის პრეზიდენტის მიმართვა: ჩვენ განვახორციელეთ არსებული პროექტები უკრაინაში კლიენტებისთვის ლიკვიდურობის უზრუნველსაყოფად. ჩვენი დონორებისა და პარტნიორების მხარდაჭერით, შევძლებთ ბევრად მეტის გაკეთებას ეკონომიკის შესანარჩუნებლად, კერძო სექტორზე და ძირითად ინფრასტრუქტურაზე ფოკუსირებით. როგორც კი ეს შესაძლებელი იქნება, ჩვენ დავეხმარებით უკრაინას საარსებო წყაროს, სამუშაო ადგილების და ბიზნესის აღდგენაში. დავეხმარებით, რომ გააუმჯობესოს მმართველობა და განაგრძოს სერვისებზე წვდომის განვითარება.

 

სანქციები

 

Economist Intelligence Unit: დასავლეთის სანქციები რუსეთზე განუსაზღვრელი ვადით დარჩება; რუსეთის ეკონომიკა დასავლეთისგან იზოლირდება; სასაქონლო მიწოდების ჯაჭვებს მოუწევთ შეგუება რუსული პროდუქციის დანაკარგთან და რეგიონი დაექვემდებარება გრძელვადიან არასტაბილურობას.


Reuters: ესპანეთმა სანქცირებული 15 რუსი ოლიგარქის იახტა და სხვა ქონება აღმოაჩინა

 

მსოფლიო ბაზარი და ინფლაცია

 

IMF: საქონლის ფასების მატება, მიწოდებისა და მოთხოვნის დისბალანსი და სამუშაო ძალის დეფიციტი არის ინფლაციის პერსპექტივის ფორმირების მთავარ ფაქტორებს შორის. შეერთებულ შტატებსა და ევროპის ზოგიერთ ქვეყანაში ინფლაციამ უმაღლეს დონეს მიაღწია, ბოლო 40 წელზე მეტი ხნის განმავლობაში. მოსალოდნელია, რომ ის უფრო დიდხანს გაგრძელდება, ვიდრე ადრე იყო მოსალოდნელი.

 

WB: ენერგორესურსების ფასები აპრილში 6,1%-ით შემცირდა, რასაც მოჰყვა ნედლი ნავთობის ფასის შემცირება (-8%) და ბუნებრივი აირის ფასის შემცირება ევროპაში (-24%). ე.წ. არა ენერგეტიკული ფასები გაიზარდა 0,6%-ით. აპრილში სოფლის მეურნეობის პროდუქციის ფასები 1.3%-ით გაიზარდა. სურსათზე ფასები გაიზარდა 1%-ით, რადგან მარცვლეულის ზრდა იყო (+3.7%), რომელიც დაბალანსდა ზეთებისა და საკვების სხვა პროდუქტებზე ფასების კლებით (-2.9%). სასმლის ფასი გაიზარდა 4.9%-ით და სასუქის ფასი თითქმის 10%-ით.

 

FT: ხორბლის გლობალური წარმოება, სავარაუდოდ, პირველად შემცირდება ბოლო ოთხი წლის განმავლობაში, მომავალ სეზონთან დაკავშირებით აშშ-ის მთავრობის მიერ გაკეთებული პროგნოზი ადასტურებს მიწოდების შემდგომი გამკაცრებასა და სურსათზე ინფლაციის წნეხის ზრდას.





აკაკი ლეკიაშვილის შექმნილი Star Wars-ის მებრძოლი უკრაინას დაეხმარება

აკაკი ლეკიაშვილის შექმნილი Star Wars-ის მებრძოლი უკრაინას დაეხმარება
access_time2022-05-21 18:00:11
ეს შესაძლოა გამოიყურებოდეს გალაქტიკის ნაწილდად, მაგრამ Star...

Moody's უკრაინის საკრედიტო რეიტინგს ამცირებს

Moody's უკრაინის საკრედიტო რეიტინგს ამცირებს
access_time2022-05-21 19:00:46
საკრედიტო-სარეიტინგო სააგენტო Moody's-იმ უკრაინის საკრედიტო რეიტინგი Caa2-დან Caa3-მდე...

240 მეტრიანი შუშის ხიდი წალკის კანიონზე 15 ივნისიდან გაიხსნება

240 მეტრიანი შუშის ხიდი წალკის კანიონზე 15 ივნისიდან გაიხსნება
access_time2022-05-21 17:00:18
წალკის (დაშბაშის) კანიონზე მოწყობილი 240 მეტრიანი შუშის ხიდი ვიზიტორებს 15 ივნისიდან მოემსახურება. შეგახსენებთ, რომ კანიონზე მრავალფეროვანი ეკოტურისტული სივრცის მოწყობის სამუშაოებს...

მალფუჭებად პროდუქტს, რომელიც ლარსის გამშვები პუნქტის გავლით ქვეყნიდან გააქვთ, მწვანე სტატუსი მიენიჭება და სატვირთო მანქანებს რიგში დგომა არ მოუწევთ

მალფუჭებად პროდუქტს, რომელიც ლარსის გამშვები პუნქტის გავლით ქვეყნიდან გააქვთ, მწვანე სტატუსი მიენიჭება და სატვირთო მანქანებს რიგში დგომა არ მოუწევთ
access_time2022-05-21 16:00:38
მალფუჭებად პროდუქტს, რომელიც ლარსის გამშვები პუნქტის გავლით ქვეყნიდან გააქვთ, მწვანე სტატუსი მიენიჭება და სატვირთო მანქანებს რიგში დგომა არ მოუწევთ. ამის შესახებ „ინტერპრესნიუსს“ დისტრიბუტორთა ასოციაციის პრეზიდენტმა, ივა ჭყონიამ...

მოცვი, ნუში და ვაშლი კვლავაც პოპულარულია ქართველ მწარმოებლებს შორის

მოცვი, ნუში და ვაშლი კვლავაც პოპულარულია ქართველ მწარმოებლებს შორის
access_time2022-05-21 15:00:01
EastFruit-ის ანალიტიკოსები აღნიშნავენ, რომ 2015 წლიდან სახელმწიფო პროგრამამ „დარგე მომავალი - ბაღები“ მრავალწლიან ბაღებში 185 მილიონი ლარის ინვესტიცია მოიზიდა. საქართველოს მთავრობამ ამ ინვესტიციების 50%-ის თანადაფინანსება...


მსგავსი სიახლეები

up