მთავარი ეკონომიკური მოვლენები 10 მაისის დილისათვის

მთავარი ეკონომიკური მოვლენები 10 მაისის დილისათვის

access_time2022-05-10 10:23:44

მედიაჰოლდინგ „კომერსანტის“ მმართველი პარტნიორი გიორგი აბაშიშვილი რადიო „კომერსანტზე“ თავის რუბრიკაში – „ბიზნეს ინსაიდერის ბრიფინგი“ მსოფლიო ეკონომიკის მნიშვნელოვან ამბებს მოგვითხრობს.

 

ტრანზიტი


WB blog: რუსეთის კავშირები ევროპულ პორტებთან შეწყდა და საქონლის ექსპორტი სხვა მიმართულებებითაც შეზღუდა. უკრაინის შავი ზღვის პორტები დაბლოკილი, ან ოკუპირებულია, რის გამოც ქვეყანას რამდენიმე მარშრუტი აღარ გააჩნია საქონლის ექსპორტისთვის. ევროპასა და აზიას შორის საჰაერო გადაზიდვები ახლა უნდა შეიცვალოს, რათა თავიდან იქნას აცილებული რუსეთის საჰაერო სივრცე. რუსეთის გავლით სარკინიგზო ტრანზიტი შენელებულია სანქციების გამო სავალდებულო შემოწმების შედეგად და სანქციების შემდგომმა პაკეტებმა შეიძლება სარკინიგზო ტრანზიტის შეწყვეტა გამოიწვიოს.


IMF: მთავრობებს შეუძლიათ დაეხმარონ კომპანიებს ინფორმაციული ხარვეზების აღმოფხვრის კუთხით მიწოდების ჯაჭვებში, მოახდინონ მეტი ინვესტირება ვაჭრობაში და ციფრულ ინფრასტრუქტურაში, შეამცირონ სავაჭრო ხარჯები და ამით შეამცირონ  გაურკვევლობა ბაზარზე.


ენერგორესურსები


Bloomberg: გაზპრომი ცდილობდა დაერწმუნებინა თავისი ევროპელი კლიენტები, რომ მათ შეუძლიათ განაგრძონ გაზის საფასურის გადახდა სანქციების დარღვევის გარეშე, რაც უკანასკნელი ნიშანია იმისა, რომ რუსეთი შესაძლოა ცდილობდეს იპოვოს გაზის მიწოდების შესანარჩუნებლად რაღაც გზები.


CNN Nightcup: რუსეთი დიდი ხანია იკვებება ნავთობით და მასზე ევროპის ენერგოდამოკიდებულებით. ახლა მოსკოვი უპრეცედენტო გამოწვევის წინაშე დგას: თუ ბებერი კონტინენტი აკრძალავს მილიონობით ბარელი ნედლი ნავთობის იმპორტს, შეუძლია თუ არა მას ახალი მომხმარებლების პოვნა?

ევროკავშირი, რომელიც ოდესღაც ყოყმანობდა, ახლა დგამს ნაბიჯებს, რათა უკვე მიმდინარე წელს შეწყვიტოს შეაჩეროს რუსული ნავთობისა და რაფინირებული პროდუქტების ნაკადი წევრ ქვეყნებში, რადგან უკრაინაში ომი გრძელდება. თუ ბლოკი დათანხმდება ემბარგოს, ეს დაარტყამს რუსეთის ეკონომიკას, რომელიც აგრძელებს მოგების მიღებას თავისი უზარმაზარი ენერგეტიკული სექტორიდან.

შეერთებულმა შტატებმა, კანადამ, გაერთიანებულმა სამეფომ და ავსტრალიამ უკვე აკრძალეს იმპორტი და იაპონიამ განაცხადა, რომ იგი პრინციპში მიჰყვება ამ გზას შაბათ-კვირას გამართული G7 შეხვედრის შემდეგ.


FT: იაპონია შეუერთდა G7-ის სხვა ქვეყნების დაპირებას, რომელიც რუსული ნავთობის იმპორტის ეტაპობრივ აკრძალვას ითვალისწინებს.



CNN Nightcup: ფასები ახალ რეკორდულ მაჩვენებლებს უახლოვდება.

ორშაბათს რეგულარი ბენზინის ეროვნული საშუალო მაჩვენებელი გაიზარდა 4,328 დოლარამდე გალონზე.

გაზის ფასი გასული კვირის განმავლობაში გაიზარდა 13 ცენტით და საკმაოდ მაღალ მაჩვენებელს ინარჩუნებს.

ენერგორესურსების ფასები უკვე მაღალი იყო 2022 წლისთვის, რადგან მიწოდება ვერ აღდგა Covid-19-ის პანდემიის გამო ისევე სწრაფად, როგორც მოთხოვნა მოთხოვნა გაიზარდა. თებერვლის ბოლოს რუსეთის შეჭრამ უკრაინაში ენერგორესურსების ფასის ახალი ზრდა გამოიწვია, რადგან ინვესტორები ემზადებიან ნავთობის მიწოდების შეფერხებისთვის, რაც გამოწვეული იყო ომისა და რუსეთის წინააღმდეგ ენერგეტიკული ემბარგოს გამო.


Business Insider: რუსულ ნავთობზე ევროკავშირის აკრძალვა იქნება „სეისმური ცვლა“, რომელიც გლობალური ბაზრიდან დღეში 3 მილიონ ბარელ „შავ ოქროს“ გააქრობს.

 

ფასები მსოფლიო ბაზარზე

 

WB: ფასების შესახებ. რუსეთ–უკრაინის ომის ფონზე ვაჭრობისა და წარმოების შეფერხების გამო, მოსალოდნელია, რომ Brent-ის მარკის ნედლი ნავთობის ფასი 2022 წელს იქნება საშუალოდ $100 ბარელზე, რაც მისი უმაღლესი დონეა 2013 წლის შემდეგ და 40 პროცენტზე მეტი ზრდა 2021 წელთან შედარებით. მოსალოდნელია, რომ ფასები ზომიერი – $92–მდე იქნება 2023 წელს. ბუნებრივი აირის ფასები (ევროპული) სავარაუდოდ ორჯერ მაღალი იქნება 2022 წელს, ვიდრე იყო 2021 წელს, ხოლო ნახშირი, სავარაუდოდ, 80%–ით გაძვირდება.

ხორბლის ფასი 40 პროცენტზე მეტით გაიზრდება, რაც წელს ნომინალური თვალსაზრისით ყველა დროის მაქსიმუმს მიაღწევს. ეს ზეწოლას მოახდენს განვითარებად ეკონომიკებზე, რომლებიც დამოკიდებულნი არიან ხორბლის იმპორტზე, განსაკუთრებით რუსეთიდან და უკრაინიდან.

ლითონის ფასები სავარაუდოდ გაიზრდება 16 პროცენტით 2022 წელს, 2023 წელს კი ფასებზე ზეწოლის შემსუბუქებაა მოსალოდნელი, მაგრამ მაინც მაღალ დონეზე დარჩება.

 

The Economist: ეკონომიკური განვითარების ყველაზე დიდი დაბრკოლება ხშირად არაადეკვატური რესურსებია. მაგრამ არა ყოველთვის.


WB Research: სიღარიბის ზღვარს მიღმა მცხოვრები ადამიანები თავიანთი რესურსების დაახლოებით 2/3-ს ხარჯავენ საკვებზე, ხოლო იგივე მაჩვენებელი იმ პირისთვის, რომელიც შემოსავალს შეადგენს დაახლოებით $50-ს დღეში - მაღალი შემოსავლის მქონე ქვეყნებში - უახლოვდება მხოლოდ 25%-ს.

 

Business Insider: ჩინური იუანი დოლართან მიმართებაში ვარდნას განაგრძობს და 18 თვის მინიმუმს აღწევს, რადგან კოვიდის გავრცელების გამო პეკინის ლოქდაუნი აჭიანურებს ეკონომიკის აღდგენას.

 

ენერგიის ალტერნატიული წყაროები


UN DESA: გლობალური ენერგეტიკული კრიზისისა და კლიმატური ცვლილებების ფონზე,  გაერომ გადადგა მნიშვნელოვანი ნაბიჯი იმ ფართომასშტაბიანი ქმედებებისა და მხარდაჭერის კატალიზაციისთვის, რომელიც საჭიროა სუფთა, ხელმისაწვდომ ენერგიაზე გადასვლისთვის, ყველასთვის ხელმისაწვდომ ემისიაზე. იწყება ოცდაათი წამყვანი ორგანიზაციის სამოქმედო გეგმის რეალიზაცია - „UN-Energy“.

 

WB: ენერგო კრიზისის შესახებ. უნდა გაზარდოს ინვესტიციები ენერგოეფექტურობასა და განახლებად ენერგიაში - განსაკუთრებით შენობების თბოიზოლაცია, რომელიც იცავს ობიექტს როგორც სიცივის, ასევე სიცხისგან. ასეთი პოლიტიკა ხელს შეუწყობს კლიმატის მიზნების მიღწევას და ოჯახების ხარჯების შემცირებას. გრძელვადიან პერსპექტივაში ისინი ასევე გააუმჯობესებენ ენერგეტიკულ უსაფრთხოებას.

 

Bloomberg: საიმედო, განახლებად ელექტროენერგიაზე წვდომა უფრო მნიშვნელოვანია, ვიდრე ოდესმე, სამუშაოზე, განათლებასა და კომერციაზე, ტექნოლოგიებზე მზარდი დამოკიდებულების გამო.






„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up