მთავარი არხის წილს ნიკა რურუას ძმის შემდეგ მისი შვილიც ყიდულობს

მთავარი არხის წილს ნიკა რურუას ძმის შემდეგ მისი შვილიც ყიდულობს

access_time2019-09-26 17:21:55

მთავარი არხის წილს ნიკა რურუას ძმის შემდეგ მისი შვილი, მარი ანნა რურუაც ყიდულობს. განაცხადი საჯარო რეესტრში უკვე დარეგისტრირდა, თუმცა ცვლილებები ჯერ არ ასახულა.კომპანიის წილს ამ შემთხვევაშიც არხის ერთ-ერთი მეწილე, კახაბერ ანჯაფარიძე თმობს. მან დარჩენილი 46,5 პროცენტიდან 2,5 პროცენტი 2 500 ლარად გაასხვისა. მარი ანნა რურუას ერთი დღის ვადაში 200 ათასი დოლარის ინვესტიციის განხორციელების ვალდებულება აქვს.


ანჯაფარიძემ რურუას ძმას 2,5-პროცენტიანი წილი 24 სექტემბერს 2 500 ლარად მიყიდა. გიორგი რურუას 250 ათასი დოლარის ინვესტიციის განხორციელების ვალდებულება ჰქონდა.ცვლილებების რეგისტრირების შემდეგ საკონტროლო პაკეტი (51%) კვლავ ნიკა გვარამიას საკუთრება იქნება, კახაბერ ანჯაფარიძეს დარჩება 44 პროცენტი, გიორგი რურუას და მარი ანნა რურუას კი 2,5-2,5 პროცენტი.


მთავარი არხის დაფუძნება


მთავარი არხი რუსთავი 2-დან გათავისუფლებული დირექტორის, ნიკა გვარამიას დაარსებული ტელევიზიაა, სადაც ამავე არხიდან გამოშვებული და წამოსული ჟურნალისტები მუშაობენ.ნიკა გვარამიამ ახალი არხის დაფუძნება მას შემდეგ დააანონსა, რაც რუსთავი 2-ის ახალმა მფლობელმა, ქიბარ ხალვაშმა ის გენერალური დირექტორის თანამდებობიდან გაათავისუფლა.



ქიბარ ხალვაშის მიერ რუსთავის 2-ის გადაფორმებიდან ერთი თვის თავზე არხიდან გაათავისუფლეს საინფორმაციო სამსახურის უფროსი, ნოდარ მელაძე, საზოგადოებრივი და პოლიტიკური ტოქ-შოუს მთავარი პროდიუსერი, გიორგი ლაფერაშვილი; პოლიტიკური გადაცემების წამყვანები, გიორგი გაბუნია და ეკა კვესიტაძე და გასართობი გადაცემის ავტორი და წამყვანი, ნანუკა ჟორჟოლიანი.


ამ გადაწყვეტილების შემდეგ რუსთავი 2 პირდაპირ ეთერში დატოვეს კურიერის წამყვანებმა, დიანა ჯოჯუამ და მიშა სესიაშვილმა. 21 აგვისტოს ტელეკომპანია თითქმის სრული შემადგენლობით დატოვეს ჟურნალისტებმა. არხი დატოვა რამდენიმე პროდიუსერმა, გადაცემების შაბათის შუადღის და კვირის სხვა შუადღის წამყვანებმა. ტელევიზია, ასევე, დატოვეს P.S.-ის გუნდმა, რეგიონის ჟურნალისტებმა და გადაცემა დილა მშვიდობისა საქართველოს ნაწილმა. გარდა ამისა, რუსთავი 2 დატოვა ვანო ჯავახიშვილმა, თამუნა ლეკვეიშვილმა, თათია სულუაშვილმა, ვასო ფხაკაძემ და კომედი ჯგუფის რამდენიმე მსახიობმa.


on.ge






KTW მზის ენერგიის გამოყენებას იწყებს - პროექტში ჯგუფი 3 წელში $3-4 მლნ-ს ჩადებს

KTW მზის ენერგიის გამოყენებას იწყებს - პროექტში ჯგუფი 3 წელში $3-4 მლნ-ს ჩადებს
access_time2020-10-26 14:30:55
კომპანია KTW ჯგუფი მზის ენერგიის გამოყენებას იწყებს. მომავალი 3 წლის განმავლობაში კომპანია პროექტში 3-4 მლნ დოლარის ინვესტიციას განახორციელებს. როგორც „ბიზნესპარტნიორს“ KTW ჯგუფის დამფუძნებელმა ზურაბ ჩხაიძემ განუცხადა, ამ დროისთვის უკვე განხორციელებულია 0,5 მლნ დოლარის ინვესტიცია, წლის ბოლომდე კი ჯგუფს ამ მიმართულებით 1 მლნ დოლარის ინვესტიცია ექნება განხორციელებული. მიკროელექტროსადგურის საშუალებით საწარმო გარემოზე მავნე ზემოქმედების გარეშე იღებს...

დღეიდან სილქნეტი Ispace-ის სარეალიზაციო ცენტრებში აქციას იწყებს

დღეიდან სილქნეტი Ispace-ის სარეალიზაციო ცენტრებში აქციას იწყებს
access_time2020-10-26 13:20:47
26...

ქართული ბანკების ზარალის 30,8% საქართველოს ბანკზე მოდის

ქართული ბანკების ზარალის 30,8% საქართველოს ბანკზე მოდის
access_time2020-10-26 13:30:58
საქართველოს ბანკმა 9 თვე 77,5 მლნ ლარის ზარალით დაასრულა. აღსანიშნავია, რომ თხუთმეტი კომერციული ბანკის კონსოლიდირებული ზარალი 252 მლნ. ლარი იყო, შესაბამისად საქართველოს ბანკის წილი საერთო მოცულობაში 30.8%-ით განისაზღვრა. ბანკი 2.6 მლრდ. ლარის საზედამხედველო კაპიტალით და 19.3 მლრდ. ლარის აქტივებით, მეორე ადგილზე. აღსანიშნავია, რომ საქართველოს კომერციულმა ბანკებმა 2020 წლის სექტემბერში წმინდა ზარალი, რომელიც 8 თვეში 317 მილიონ ლარს...

საქართველოში კორონავირუსის 1872 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა

საქართველოში კორონავირუსის 1872 ახალი შემთხვევა დაფიქსირდა
access_time2020-10-26 11:00:33
საქართველოში კორონავირუსის 1872 ახალი შემთხვევა გამოვლინდა და ინფიცირების შემთხვევათა რაოდენობა 30303- ს შეადგენს. ამის შესახებ ინფორმაცია მთავრობის მიერ სპეციალურად შექმნილ ვებ-გვერდზე, stopcov.ge-ზეა განთავსებული. გამოჯანმრთელდა კიდევ 603 პაციენტი და საერთო რაოდენობა 11370-ს შეადგენს. კარანტინის რეჟიმში იმყოფება 4112 მოქალაქე, ხოლო სტაციონარში მეთვალყურეობას 3766 ადამიანი გადის. ამასთან, „კოვიდ“ სასტუმროში მყოფი პირების რაოდენობა 2268- ს...

შსს "საქართველოს ბანკის" ყაჩაღობის ფაქტთან დაკავშირებით განცხადებას აქვეყნებს

შსს
access_time2020-10-25 15:04:22
გვსურს, საზოგადოებას მივაწოდოთ დამატებითი ინფორმაცია ზუგდიდში, 21 ოქტომბერს მომხდარ, "საქართველოს ბანკის" ყაჩაღობის ფაქტთან დაკავშირებით მიმდინარე გამოძიების...


მსგავსი სიახლეები

up