„წლების წინ ავტოფარეხებში მდებარე კლინიკებს მისცეს ლიცენზია, მათ უკან პარლამენტარები, მინისტრის მოადგილეები დგანან„

„წლების წინ ავტოფარეხებში მდებარე კლინიკებს მისცეს ლიცენზია, მათ უკან პარლამენტარები, მინისტრის მოადგილეები დგანან„

access_time2018-06-21 12:04:13

ჯანდაცვის სფეროში არსებული პრობლემები წლებია ხელისუფლების ერთერთი ყველაზე სუსტი წერტილია. აღნიშნული საკითხი და სფეროში არსებული ხარვეზები ჯანდაცვის მინისტრობის კანდიდატმა დავით სერგეენკომ გუშინ პარლამენტში გამოსვლისას გააქტიურა.


მისი განცხადებით, საქართველოში სამედიცინო დაწესებულებების 85% კერძო-მომგებიანი დაწესებულებაა, რაც ნეგატიური მაჩვენებელია. სერგეენკოს ინფორმაციით, საქართველოში უნდა შეიქმნას კერძო-საჯარო პარტნიორობაზე დაფუძნებული კლინიკა, რომელიც ასწევს თამასას და სხვა კლინიკებს „აიძულებს“ იგივე თამასა დაიჭირონ.



„კომერსანტი“ დაინტერესდა , იზიარებენ თუ არა მინისტრობის კანდიდატის დავით სერგეენკოს მოსაზრებას როგორც კერძო, ისე სახელმწიფო კლინკების ხელმძღვანელები?



„რესპუბლიკური საავადმყოფოს„ გენერალური დირექტორი ავთანდილ იმედაძე აცხადებს რომ კლინიკა 100 პროცენტით სახელმწიფოა, თუმცა, ახლა საპარტნიორო ფონდის ბალანსზე იმყოფება. უახლოს მომავალში კი ინვესტიციის მოზიდვა და მის ფარგლებში კლინიკის რეაბილიტაცია იგეგმება.



რაც შეეხება იმას, რომ ქვეყანაში კლინიკების 85 პროცენტი კერძოა, იმედაძის შეფასებით, ეს მართლაც არ არის კარგი მაჩვენებელი. მისი განცხადებით, სწორედ მსგავსი შეფასება აქვთ საერთაშორისო ორგანიზაციებსაც. „მსოფლიოში ვერ ნახავთ ქვეყანას, სადაც სახელმწიფო და კერძო კლინიკების მსგავსი თანაფარდობა არსებობს“-აცხადებს იმედაძე.



კითხვაზე, ქვეყანაში სახელმწიფო კლინიკების არსებობა დააკორექტირებს თუ არა ბაზარზე არსებულ მაღალ ფასებს და ასწევს თუ არა მომსახურების ხარისხს, „რესპუბლიკური საავადმყოფოს„ გენერალური დირექტორი აღნიშნავს, რომ ამით ქვეყანა რამდენიმე ბენეფიტს მიიღებს. მათ შორისაა, ფასების რეგულირება.




„სახელმწიფო პროგრამების უმეტესი წილი სახელმწიფო კლინიკებზე უნდა იყოს მიმართული. სწორედ ასე დარეგულირდება ფასებიც და პაციენტს ექნება არჩევანის საშუალება -მიიღოს საბაზისო, მაღალი ხარისხის მომსახურება სახელმწიფო კლინიკაში თუ იგივე ხარისხის მომსახურება კომფორტულ გარემოში კერძო კლინიკაში. სახელწმიფო კლინიკა არ უნდა იყოს ისეთი, რომელიც იყო საბჭოთა პერიოდში. შეიძლება ტელევიზორი არ იდგეს პალატაში და 3D აპარატურა არ ჰქონდეს, თუმცა, იყოს მარალი ხარისხის ჯანდაცვის მომსახურების მიღების შესაძლებლობა. კომფორტი თუ უნდა პაციენტს ის ცოტა მეტს გადაიხდის და კერძოში წავა.ძირითადი მომსახურების მიღება მოსახლეობას სახელმწიფო კლინიკაში უნდა შეეძლოს“-აცხადებს იმედაძე.



კითხვაზე, რამდენად შესწევს სახელმწიფოს უნარი შექმნას ახალი, უმაღლესი სტანდარტების მქონე კლინიკა და შემდეგ მას მოვლა-პატრონობა გაუწიოს, იმედაძე ამის საპასუხოდ „რესპუბლიკური საავადმყოფოს“ მაგალითი მოჰყავს.


„რესპუბლიკური საავადმყოფო 100 პროცენტით საკუთარ დაფინანსებაზეა. ერთი თეთრი არ მიგვიღია სახელმწიფოსგან, რაც კეთდება არის შიდა ინვესტიციები და დღეს რესპუბლიკური საავადმყოფო არის ფლაგმანი,“ აცხადებს იმედაძე.



კარდეოლოგიური კლინიკა „გულის“ ხელმძღვანელი ანზორ მელიას განცხადებით, ეს მაჩვენებელი და ის სიტუაცია რაც ამ სფეროშია ისევ და ისევ მოქმედი ხელისუფლების დამსახურებაა. მელია მთავარ პრობლემას სამედიცინო კლინიკებისთვის არასწორად გაცემულ ლიცენზიებში ხედავს.



„წლების წინ ავტოფარეხებში მდებარე კლინიკებს მისცეს ლიცენზია. ამოიღონ კლინიკების დამფუძნელბლების სია და ნახონ, ვინ დგანან იმ ექიმების უკან. ნახავენ პალამენტარებს, მინისტრის მოადგილეებს და ასე შემდეგ. მე რომ ორი წლის წინ გამოვდიოდი და ვამბობდი, რომ კერძო კლინიკებში, რომლებიც სარდაფში იყო გახსნილი არ ხდებოდა იმ ხარისხის მომსახურების მიღება, რა ფასებიც იყო, მაშინ მე ნაციონალის მამა ვიყავი და ახლა სერგეენკო რომ ამას ამბობს, ის ხომ არ გახდა ნაციონალი? „-აცხადებს მელია.


მისი განცხადებით,ქალაქის პირველი კლინიკური საავადმყოფო თითქმის სარდაფშია განლაგებული, თუმცა ფასები საკმაოდ მაღალია.



„ჩემთან თუ საწოლ/დღე ინტენსიურში 140 ლარი ღირს, სახელმწიფოსთვის - 700 ლარს შეადგენს. მიუხედავად ამისა, ეს კლინიკა გადავსებული იყო და 1000 კვადრატულ მეტრ ფართზე ჰქონდათ 10 განყოფილება გახსნილი რომ რაც შეიძლება მეტი ფული ამოეღოთ. ეს ვინ უნდა არეგულიროს,სახელმწიფომ ხომ?“-აცხადებს მელია.



კითხვაზე, სახელმწიფოს აქვს თუ არა იმის ფინანსური რესურსი, რომ უზრუნველყოს საერთაშორისო სტანდარტების მქონე სახელმწიფო სამედიცინო კლინიკების მოვლა-პატრონობა, მელიას აცხადებს, რომ ეს შეუძლებელია.



„მე ათეული წლების განამვლობაში ვიყავი სახელმწიფო კლინკის ერთ-ერთი განყოფილების გამგე. მაშინ სახელმწიფო ვერ უზრუნველყოფდა თანამედროვე აპარატურით მომარაგებას. ვერ უზრუნველყოფდა, კვებას, წამლებით მომარაგებას. ეს შესაძლებელი გახდა კერძო კლინიკების დროს. ასეტ პირობებში საკუთარი ბიუჯეტი გაქვს, შესაძლებელია აიღო კრედიტები და განვითარდე“-აცხადებს მელია.



როგორც ცნობილია, დღეს თბილისში სახელმწიფოს ბალანსზე 3 კლინიკაა, ესენია: რესპუბლიკური საავადმყოფო, ბავშვთა ყოფილი ინფექციური კლინიკა და ონკოლოგიური საავადმყოფო. დღეს ყველა ეს კლინიკა საპარტნიორო ფონდის ბალანსზეა.


ავტორი: სოფო ქსოვრელი





საქართველოში ელექტრომომარაგება აღდგა

საქართველოში ელექტრომომარაგება აღდგა
access_time2021-06-14 17:46:59
თბილისსა და საქართველოს რეგიონებში ელექტრომომარაგება, სისტემური ავარიის შემდეგ, მთლიანად აღდგა. ამის შესახებ საქართველოს "სახელმწიფო ელექტროსისტემაში"...

14 ივნისი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა

14 ივნისი - რეგიონში მხოლოდ ქართული ლარი გაუფასურდა
access_time2021-06-14 18:00:57
14 ივნისის ვაჭრობაზე დაფიქსირებული ოფიციალური კურსის თანახმად, წლის დასაწყისიდან ქართული ლარი აშშ დოლართან მიმართებაში დაახლოებით 7 პუნქტით გამყარდა. შედარებისთვის, დაახლოებით 112 პუნქტით არის გაუფასურებული თურქული ლირა, სომხური დრამი მცირედით გამყარდა და აზერბაიჯანული მანათი კი, პრაქტიკულად, უცვლელია. 14 ივნისის ვაჭრობის შედეგად ეროვნული ვალუტა აშშ დოლართან მიმართებაში გაუფასურდა და 3.2040 ლარი გახდა (ეს კურსი 15 ივნისს შევა ძალაში). ქართული ვალუტით ვაჭრობა Bloomberg-ზე...

ხვალიდან „ბელავია“ საქართველოში რეისებს აორმაგებს

ხვალიდან „ბელავია“ საქართველოში რეისებს აორმაგებს
access_time2021-06-14 18:45:14
ბელარუსულმა ავიაკომპანიამ „ბელავია“ გაავრცელა ინფორმაცია, რომ საქართველოსთან პირდაპირი ფრენების რაოდენობას 15 ივნისიდან მნიშვნელოვნად გაზრდის. „15 ივნისიდან ბათუმის რეისების რაოდენობა გაორმაგდება – კვირაში 7–დან 14–მდე. „ბელავია“ საქართველოს მთავარ საზღვაო ქალაქში დღეში ორჯერ იფრენს. 15 ივნისიდანვე იგეგმება თბილისის მიმართულებით ფრენების სიხშირის გაზრდაც – ნაცვლად არსებული 7 რეისისა კვირაში – 11 რეისამდე. ოთხი რეისი დაემატება: სამშაბათობით, ოთხშაბათობით და შაბათ–კვირას“, – განაცხადეს...

ნატო–ს სამიტზე არ დასახელდება საქართველოს და უკრაინის გაწევრიანების ვადები

ნატო–ს სამიტზე არ დასახელდება საქართველოს და უკრაინის გაწევრიანების ვადები
access_time2021-06-14 16:50:28
ნატო–ს სამიტზე საქართველოსა და უკრაინის ალიანსში გაწევრიანებასთან დაკავშირებით არავითარი თარიღები და შესაძლო ვადები არ დასახელდება, მხოლოდ დადასტურდება, რომ ნატო–ს კარი ღიაა და ამ პროცესში რუსეთს ვეტოს უფლება არ გააჩნია. ამის შესახებ ჩრდილოატლანტიკური ალიანსის გენერალურმა მდივანმა იენს სტოლტენბერგმა გერმანიის მარშალის ცენტრში ონლაინ–დისკუსიის დროს განაცხადა, რომელიც ნატო–ს სამიტის დაწყებას უძღოდა წინ. „საქართველოსა და უკრაინასთან მიმართებაში ჩვენ ბუქარესტის სამიტზე (2008 წლის აპრილი....

კაპიტალის ბაზარი მოწმენდილ მინდორზე არ ვითარდება

კაპიტალის ბაზარი მოწმენდილ მინდორზე არ ვითარდება
access_time2021-06-14 16:45:54
საქართველოს ფინანსთა მინისტრი ლაშა ხუციშვილი პარლამენტში მინისტრის საათზე დეპუტატებს დაეთაბნხმა, რომ  კაპიტალის ბაზარი განუვითარებელია და მხოლოდ ერთეული ტრანზაქციები ხორციელდება. მისივე თქმით, „მოწმენდილ მინდორზე კაპიტალის ბაზარი არ ვითარდება“. „ჩვენ შემოვიღეთ კაპიტალის ბაზრის დაბეგვრის ძალიან ლიბერალური რეჟიმი. პრაქტიკულად, ყველა მიმართულებით ჩვენ გავანულეთ განაკვეთები. დავხვეწეთ საკანონმდებლო გარემო და მივუახლოვეთ საუკეთესო საერთაშორისო სტანდარტებს. საპენსიო რეფორმით შევქმენით...


მსგავსი სიახლეები

up