მთაში მცხოვრებთა პენსია 240 ლარამდე იზრდება

მთაში მცხოვრებთა პენსია 240 ლარამდე იზრდება

access_time2018-10-11 16:18:36

 „მომავალი წლიდან ვზრდით მთაში მცხოვრებთა პენსიას, ვიწყებთ სოფლის პროგრამას და ვზრდით მთაში მცხოვრებთა დაფინანსებას“, - პარლამენტის რეგიონული პოლიტიკისა და თვითმმართველობის კომიტეტმა 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი განიხილა.


კომიტეტის თავმჯდომარის, ზაზა გაბუნიას განცხადებით, მნიშვნელოვანია რომ რეგიონების მდგრადი განვითარების პოლიტიკის შენარჩუნებასთან ერთად, მომავალ წელს რეგიონულ პოლიტიკაში იქნება სიახლეებიც.


2019 წლიდან მაღალმთიანი რეგიონში მცხოვრები ხანდაზმულები 240 ლარამდე პენსიას მიიღებენ.


საქართველოში მაღალმთიანი სტატუსი 1 600-ზე მეტ დასახლებულ პუნქტს აქვს.


დასახლებებში, რომლებიც მაღალმთიანი სტატუსით არ სარგებლობენ, პენსია 200 ლარამდე იზრდება.



კომიტეტს 2019 წლის ბიუჯეტის პროექტი ფინანსთა მინისტრის მოადგილემ, გიორგი კაკაურიძემ წარუდგინა. მისი თქმით, პროგრამა დაფუძნებულია სამ ძირითად პრინციპზე: მიმდინარე ხარჯების შემცირებაზე მთლიან შიდა პროდუქტთან მიმართებაში, საბიუჯეტო დეფიციტის ეტაპობრივ შემცირებაზე და თავისუფალი რესურსის მიმართვაზე ინფრასტრუქტურული პროექტების დასაფინანსებლად.


ბიუჯეტის პროექტის თანახმად, საქართველოს ეკონომიკური ზრდის 2019 წლის პროგნოზი განისაზღვრა 4,5%-ით. მაკროეკონომიკური მაჩვენებლებიდან გამომდინარე, 2019 წლის ნომინალური მშპ-ს მოცულობა 45.1 მილიარდ ლარს შეადგენს. მშპ-ის დეფლატორის პროგნოზი 2019 წელს განსაზღვრულია 3,5%-ით, ხოლო მომდევნო წლებში 3,0%-ის ოდენობით.


მაკროეკონომიკური პროგნოზების გათვალისწინებით, განახლებული პროგნოზიდან არის გაანგარიშებული საგადასახადო შემოსავლები და 2019 წლის მაჩვენებელი, მშპ-ის 24,8%-ია და ნომინალურ გამოხატულებაში შეადგენს 11 200,0 მლნ ლარს, მათ შორის:


საშემოსავლო გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 3 365.0 მლნ ლარით, მათ შორის სახელმწიფო ბიუჯეტის წილი შეადგენს 3 115,0 მლნ ლარს, ხოლო ავტონომიური რესპუბლიკების წილი 250,0 მლნ ლარს;


მოგების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 786.0 მლნ ლარით;
დამატებული ღირებულების გადასახადის საპროგნოზო მაჩვენებელი განისაზღვრა 4 482.0 მლნ ლარით;
დოკუმენტის თანახმად, მიმდინარე ხარჯების ოპტიმიზაციის პროცესი კვლავ გრძელდება და პენსიების ზრდისთვის 200 მლნ ლარის გამოყოფის მიუხედავად, შენარჩუნებულია მიმდინარე ხარჯების კლებადი ტენდენცია და 2019 წელს მცირდება მშპ-ის 22.6%-მდე (2018 წელს 23.0%).


GBC 






რუსეთის ტუროპერატორების ასოციაცია - რუსი ტურისტები მაინც ჩამოდიან საქართველოში

რუსეთის ტუროპერატორების ასოციაცია - რუსი ტურისტები მაინც ჩამოდიან საქართველოში
access_time2019-06-26 18:30:58
რუსეთის მოქალაქეების უმრავლესობა, ვინც გეგმავდა ამ ზაფხულს საქართველოში ჩასვლას, არ აუქმებს შეკვეთილ ტურებს - იუწყება რუსეთის ტუროპერატორების ასოციაცია. „ნეგატიური პროგნოზების მიუხედავად, შექმნილი სიტუაცია არაა კრიტიკული. ტურების გაუქმების მაჩვენებელი მინიმალურია,“ - განაცხადეს ასოციაციაში. როგორც აღმოჩნდა, რუს ტურისტებს არ აშინებთ საავიაციო მიმოსვლის აკრძალვის - ასოციაციის მონაცემებით, ამჟამად საქართველოში წამსვლელები ჯავშნიან ბილეთებს...

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის განცხადება - ასოციაციის წევრები სრულად ვიზიარებთ ქართული საზოგადოების გულწრფელ და სამართლიან პროტესტს

საქართველოს ბიზნეს ასოციაციის განცხადება -  ასოციაციის წევრები სრულად ვიზიარებთ ქართული საზოგადოების გულწრფელ და სამართლიან პროტესტს
access_time2019-06-26 16:45:37
საქართველოს ბიზნეს ასოციაცია, როგორც ყველაზე მსხვილი ბიზნეს გაერთიანება, რომელიც სამოცდაათზე მეტ მსხვილ კომპანიას აერთიანებს, ბოლო დროს საქართველოში განვითარებულ მოვლენებს ასოციაციის რიგით მეექვსე ყრილობაზე მიღებული განცხადებით გამოეხმაურა. ასოციაციის მე-6 ყრილობა 25 ივნისს გაიმართა, სადაც სხვა საკითხებთან ერთად ასოციაციის სამეთვალყურეო საბჭოსა და სხვა მმართველი ორგანოების წევრები იქნენ...

როგორ უყურებენ ქართულ-რუსული ურთიერთობების გამწვავებას აფხაზეთში

როგორ უყურებენ ქართულ-რუსული  ურთიერთობების  გამწვავებას აფხაზეთში
access_time2019-06-26 20:00:15
რუსეთ და საქართველოს შორის მორიგი გამწვავება  დიდ ინტერესს იწვევს აფხაზურ საზოგადოებაში და ალბათ ფარისევლობა იქნება იმის თქმა, რომ ეს ამბავი ვინმეს ეწყინა. სოციალური ქსელების მომხმარებელთა დიდი ნაწილის დამოკიდებულება ამ მოვლენებისადმი შეიძლება შეფასდეს როგორც „დაიმსახურეს და მიიღეს“. - წერს ekhokavkaza.  (მასალაში მოხსენიებულ აფხაზეთის რესპუბლიკას ან აფხაზეთის ხელისუფლებას „კომერსანტი“ რადიკალურად ემიჯნება. მასალას გთავაზობთ უცვლელად...

„საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში“ რადიკალური ცვლილებები იგეგმება -„გვსურს პარლამენტში ჩვენი წარმომადგენლობა გვყვავდეს“

„საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში“ რადიკალური ცვლილებები იგეგმება -„გვსურს პარლამენტში  ჩვენი წარმომადგენლობა გვყვავდეს“
access_time2019-06-26 16:00:06
„საქართველოს ბიზნეს ასოციაციაში“ ბევრი რამე შეიცვლება“- ასეთ განცხადებას „საქართველოს ბიზნეს ასოციაციის“ უკვე პირველი ვიცე-პრეზიდენტი ლაშა პაპაშვილი „კომერსანტთან“ აკეთებს. მისი ინფორმაციით, ასოციაციაში გუნდი მთლიანად შეიცვალა, არჩეულია “საქართველოს ბიზნეს ასოციაციის პრეზიდენტი“ — სოსო ფხაკაძე, ასევე ახალი აღმასრულებელი დირექტორი -ლევან ვეფხვაძე, მეორე ვიცე-პრეზიდენეტი -არჩილ კონცელიძე. როგორც პაპაშვილი განმარტავს, ასოციაცია...

სომხეთი ცდილობს გახდეს რუსეთ და საქართველოს შორის ტრანზიტის ცენტრი - ერევანიდან თბილისამდე და პირიქით ავტობუსები უფასო იქნება

სომხეთი ცდილობს გახდეს რუსეთ და საქართველოს შორის ტრანზიტის ცენტრი - ერევანიდან თბილისამდე და პირიქით ავტობუსები უფასო იქნება
access_time2019-06-26 15:00:58
რუსეთსა და საქართველოს შორის ბოლოდროინდელი დაძაბულობის შემდეგ, სომხეთი ცდილობს გახდეს რუსეთსა და საქართველოს შორის ავიამიმოსვლის ტრანზიტის ცენტრი. ქვეყნის სამოქალაქო ავიაციის სამმართველოს სტეპან პაიასლიანის თქმით, ავიაკომპანიებს შორის უკვე დაიწყო შესაძლებელი ვარიანტების განხილვა. „მაგალითად, შეიძლება რუსეთიდან თვითმფრინავით ჩასვლა ერევანში, იქედან კი უფასო ავტობუსით თბილისამდე და პირიქით. ასევე...


მსგავსი სიახლეები

up