„მსხვილმა ბიზნესმა მცირე ბიზნესი სახელმწიფოს ხელით ჩაკეტა“ - რას ითხოვს თხევადი გაზის ასოციაცია

„მსხვილმა ბიზნესმა მცირე ბიზნესი სახელმწიფოს ხელით ჩაკეტა“ - რას ითხოვს თხევადი გაზის ასოციაცია

access_time2021-02-03 10:00:50

საქართველოში თხევადი გაზის ბიზნესი კრიზისშია, დარგის მძიმე მდგომარეობა საკანონმდებლო ცვლილებითაა განპირობებული. საქმე ეხება საქართველოს პარლამენტის მიერ დაჩქარებული წესით მიღებულ კანონს თხევადი გაზის აქციზებთან დაკავშირებით. კერძოდ, თხევადი გაზის ორეტაპიანი აქციზის დაბეგვრა გაუქმდა (120 ლარი პლუს 180 ლარი) და ერთეტაპიანზე (300 ლარიანზე) გადავიდა.

 

„ეს არის კლასიკური მაგალითი, თუ როგორ შეიძლება მსხვილმა ბიზნესმა მცირე ბიზნესი სახელმწიფოს ხელით ჩაკეტოს“, - ასე აფასებს თხევადი გაზის ასოციაციის ხელმძღვანელმა ნიკა ხოფერია „კომერსანტთან“ სექტორში არსებულ ვითარებას. მისი თქმით, საქართველოს პარლამენტის მიერ მიღებული გადაწყვეტილებით დაირღვა ლოგიკური ბალანსი ქვეყანაში იმპორტირებული ბენზინის აქციზისა და თხევადი გაზის აქციზის ოდენობებს შორის. როგორც ხოფერია განმარტავს საქართველო გახდა თხევადი გაზის იმპორტიორი ერთადერთი ქვეყანა, სადაც თხევად გაზზე გადასახდელი აქციზის ოდენობა ბენზინის აქციზის ოდენობის 60 %-ს შეადგენს. თხევადი გაზის ასოციაციის ხელმძღვანელი აცხადებს, რომ აღნიშნული კანონპროექტი პარლამენტმა დაჩქარებული წესით განიხილა. ამბობს, იმასაც, რომ საკანონმდებლო უწყების მიერ საკითხი საფუძვლიანად არ შესწავლილა:

 

„2016 წელს პარლამენტმა „საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ შესატან ცვლილებებზე იმსჯელა, კვლევითმა დეპარტამენტმა შეისწავლა თუ როგორია აქციზის განაკვეთები სხვა ქვეყნებში, შედეგად როცა საგადასახადო კოდექსში ცვლილებები შევიდა საკანონმდებლო ორგანომ დაადგინა, რომ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების თანახმად, აქციზის გადასახადი ერთ ტონა თხევად გაზზე 120 ლარი უნდა იყოს, რაც აბსოლუტურად ლოგიკური იყო. მეცხრე მოწვევის პარლამენტმა საკითხზე მეორედ, 2017 წელს იმსჯელა და გადაწყვეტილება მიიღო - აქციზის ფასს 180 ლარი დაემატა, რამაც ორეტაპიანი აქციზის დაბეგვრა გამოიწვია, ჯამურად 300 ლარი. მესამე ეტაპზე, უკვე 2020 წელს ორეტაპიანი გადახდა გაუქმდა და გახდა ერთეტაპიან. 2017-20 წლებში პარლამენტს არ გაუთვალისწინებიათ არც დირექტივა, არც სხვა ქვეყნების გამოცდილება. მათ გაითვალისწინეს კონკრეტული ადამიანების პოზიციები, საკითხს „ვისოლ ჯგუფის“ დამფუძნებელი სოსო ფხაკაძე ლობირებდა. არ გათვალისწინებულა სპეციალისტების დასკვნები და მოსაზრებები, არ გაკეთებულა დეტალური ანალიზი თანმდევი მოსალოდნელი უარყოფითი შედეგებისა“, - განაცხადა ნიკა ხოფერიამ.


 



ნიკა ხოფერიას განცხადებით, სფეროს განვითარების პერსპექტივა ამ ეტაპზე არ არსებობს, მისი განმარტებით, ეკონომიკური აქტივობები შემცირდა. როგორც თხევადი გაზის ასოციაციის ხელმძღვანელი განმარტავს, მნიშვნელოვნად გაზრდილია თხევადი გაზის ფასი, რომელიც მისი განმარტებით, ბენზინის ფასთან არალოგიკურად არის მიახლოებული, რის გამოც ბენზინს კონკურენციას ვეღარ უწევს, შესაბამისად ხოფერიას განცხადებით, მკვეთრადაა შემცირებული მოთხოვნა როგორც თხევად გაზზე, ასევე შესაბამის მოწყობილობაზე და სერვისზე.

 

„გადაწყვეტილება პირველ რიგში „სოციალურ გაზს“ დააწვა, რადგან თხევად გაზს მთელი რიგი რეგიონები იყენებენ. თვითღირებულება საზღვარზე შემოსული ერთი ტონა გაზის არის 1683 ლარი, ამას დღგ-ს და აქციზის გადასახადები, 680 ლარი ემატება, პლუს საოპერაციო ხარჯი 100 ლარი. გამოდის, რომ კომპანიას ოპერირებისთვის 7 ლარს უტოვებს. გადასახადები გასაყიდ ფასს მიუახლოვეს, ვის უნდა 5 ლარის გადახდა თხევად გაზში? თხევად გაზს იმიტომ იყენებ, რომ ეკონომიურად იარო. შესაბამისად სტიმულირება თხევადი გაზის როგორც ეკომეგობრული საწვავის არ ხდება, კომპანიები სახელმწიფომ შემოსავლის გარეშე დატოვა, შესაბამისად ამ ბიზნესით არავინ ინტერესდება“, - განმარტავს ნიკა ხოფერია.

 

გასული წლის ბოლოს ფინანსთა მინისტრი ამბობდა, რომ მთავრობამ ახალი საგადასახადო შეღავათებისგან თავი უნდა შეიკავოს, ძველს კი გადახედოს. იგი ყურადღებას თხევად გაზზე ამახვილებდა და აცხადებდა, რომ შეღავათით ბიუჯეტი 20 მილიონს კარგავდა:

 

„ვეთანხმები ბიზნესასოციაციას და იმ მეწარმეებს ვინც ეს თემა წამოწია, რომ უნდა გათანაბრდეს დაბეგვრა“, — ამბობდა მაჭავარიანი.


 

ნიკა ხოფერიას განცხადებით, ბიზნეს ასოციაციის მიერ განხორციელდა მიზანმიმართული, ტენდენციური პიარკამპანია, რომელიც მიზნად ისახავდა თხევადი გაზის სექტორში ოპერირებადი სუბიექტების გარკვეულწილად დისკრედიტაციას, მათი, როგორც ბაზარზე არაკეთილსინდისიერ მოთამაშეებად წარმოჩენას.

 

„აღნიშნული საკანონმდებლო ცვლილებები ბიზნეს ასოციაციის აქტიური ლობირებით განხორციელდა, რომელთა მიზანიც გახლდათ არალოგიკური საგადასახადო ბარიერების დაწესება კონკურენტ, ალტერნატიულ ავტო საწვავებზე. მინისტრი ამბობს, რომ ბიუჯეტიდან 20 მლნ ლარს ვკარგავდითო, ბოლო 6 თვის მონაცემი, რომ განვიხილოთ, ამ კანონის მიღების შემდეგ მივიღეთ 2,1 მლნ 10 მლნ ნაცვლად, მაგრამ დავკარგეთ 7.5 მლნ. წლის განმავლობაში, ქვეყანაში 25 000 სისტემა და ბალონი შემოდიოდა, საშუალო ფასს თუ გავითვალისწინებთ ერთი სისტემის დაყენება 1 500 ლარი ჯდებოდა საიდანაც 20 პროცენტი დღგ-ს სახით სახელმწიფოს მიაქვს. 2020 წელს გაზის სისტემა საერთოდ არაა შემოსული.  2019-20 წელი ერთმანეთს რომ შევადაროთ ვნახავთ, რომ  2020 წელს პირველ ექვს თვეში შემოვიდა 16 700 ტონა თხევადი გაზი ხოლო 2019 წელს იგივე პერიოდში 7 890 ტონა იყო შემოსული. ანუ 2020 წლის პირველ ნახევარში ლოქდაუნის მიუხედავად 112 პროცენტიანი ზრდა იყო. თუმცა 2019-2020 წლის მეორე ნახევარი რომ შევადაროთ, ნახავთ, რომ 40 პროცენტიანი კლებაა“, - განაცხადა ნიკა ხოფერიამ.

 





თხევადი გაზის ასოციაციის ხელმძღვანელი მიიჩნევს, რომ ქვეყანაში უნდა იყოს თავისუფალი და სამართლიანი ბიზნესგარემო. მისი თქმით, საქართველოს შიდასახელმწიფოებრივი რეგულირებისთვის მნიშვნელოვანია ევროკავშირის დირექტივების გათვალისწინება. სწორედ ამიტომ ხოფერია საკანონმდებლო ინიციატივის მომზადებას გეგმავს:

 

„ჩვენი მოთხოვნაა, რომ აქციზის განაკვეთები ევროკავშირის დირექტივებთან თავსებადობაში მოვიდეს. თუ თხევად გაზზე აქციზი იქნება 100 ლარი, მაშინ ბენზინზე 450 უნდა იყოს. გვინდა, რომ საზოგადოებას გავაგებინოთ, თუ რა შედეგები მივიღეთ აქციზის ზრდით. ადამიანები, რომლებიც გაზის აპარატურას აყენებდნენ დარჩნენ უმუშევრები. გარდა ამისა მივიღეთ ეკოლოგიის გაუარესება. აღნიშნული კანონით ეკომეგობრული საწვავის შეზღუდვა მოხდა და არა სტიმულირება. მაშინ როცა, საქართველოში ბენზინი და დიზელი 1.1 მლნ ტონა შემოდის, ხოლო გაზი 28 000 ტონა რა ფინანსურ პრობლემებს უქმნის მსხვილ ბიზნეს ვერ გავიგე. დაინახეს ზრდის ტენდენცია, თუცა იმის მიუხედავად, რომ ეს რაოდენობა არის ძალიან მცირე გადასახადების მეშვეობით აიყვანეს იმ ზღვარზე, რომლითაც საცალო ქსელში ვერ მოხდება თხევადი გაზის რეალიზაცია. უნდა იმუშაო სახელმწიფოსთვის ან შეწყვიტო მუშაობა. პარლამენტში უნდა შევიტანოთ კანონპროექტი, პროცესში უნდა ჩაერთონ გარემოს დამცველები, რადგან თხევადი გაზი არის ეკომეგობრული საწვავი და მისი სტიმულირება უნდა მოხდეს. პარლამენტმა უნდა გააანალიზოს, რომ 2017-20 წლებში მიღებულმა კანონებმა ქვეყანა უკან დაწია“, განუცხადა კომერსანტს ნიკა ხოფერიამ.

 

საქართველოს ბიზნეს ასოციაციში მიაჩნიათ, რომ გამკაცრებულმა ადმინისტრირებამ პირდაპირი გავლენა მოახდინა, როგორც კეთილსინდისიერი ბიზნესის წახალისებასა და კონკურენტული გარემოს გაჯანსაღებაზე, ასევე შენატანებზე სახელმწიფო ბიუჯეტში. მათ ინფორმაციით, თხევადი გაზის დაბეგვრის მოწესრიგების მიზნით, საგადასახადო კოდექსში შეტანილმა ცვლილებებმა სახელმწიფო ბიუჯეტს, ბოლო ექვს თვეში, 300%-ით გაზრდილი შემოსავალი მოუტანა.


ხოფერია აცხადებს, რომ სახელმწიფოსთვის მნიშვნელოვანი უნდა იყოს მცირე ბიზნესის ხელშეწყობა, ქვეყანაში სამუშაო ადგილების შენარჩუნება და გლობალური პანდემიის შედეგად ღრმა ეკონომიკურ კრიზისში მყოფი მოქალაქეების ხელშეწყობა. აღნიშნული ცვლილება კი მისი თქმით, რთულ მდგომარეობაში აყენებს თხევადი გაზის მომხმარებლებს. როგორც ის განმარტავს, თხევადი გაზის გამოყენების შემცირება პირდაპირპროპორციულად უარყოფითად აისახება გარემოზე, რადგანაც მომხმარებელი თხევადი გაზის ოდენობას ანაცვლებს შესაბამისი ოდენობის ბენზინის საწვავით.

 

აღსანიშნავია, რომ კანონპროექტის ერთ-ერთი ავტორი, „ქართული ოცნების“ ყოფილი დეპუტატი სულხან მახათაძე იყო. „კომერსანტის“ კითხვაზე რა იყო გარემოს დაცვისა და ბუნებრივი რესურსების კომიტეტის თავმჯდომარის ყოფილი პირველი მოადგილის საკანონმდებლო ინიციატივის მიზანი ნიკა ხოფერია გვპასუხობს:

 

„სულხან მახათაძისგან მოვისმინეთ რომ, კანონპროექტი გარემოზე გავლენას არ იქონიებს. მათი პოზიცია ემთხვეოდა ბიზნეს ასოციაციის პოზიციას, რომ თხევადი გაზი განვითარდებოდა ისე, როგორც ვითარდებოდა, მეტად კონკურენტული გარემო შეიქმნებოდა, ფასი უფრო დაიწევდა და სოციალურ გაზზე ტარიფი არ გაიზრდებოდა, თუმცა მათი პროგნოზები არ გამართლდა,“, - ამბობს ნიკა ხოფერია.

 

არადა 2016 წელს იგივე პარლამენტი, საქართველოს კანონის პროექტში „საქართველოს საგადასახადო კოდექსში“ ცვლილებების შეტანის შესახებ წერდა, რომ კანონპროექტის მიზანი საქართველოს მიერ ევროკავშირთან ასოცირების ხელშეკრულების ფარგლებში აღებული და სხვა საერთაშორისო ვალდებულებების შესრულება იყო. ამავე დოკუმენტში ეწერა, ისიც, რომ ევროკავშირის წევრ 28 ქვეყანაში აქციზის გადასახადი ნავთობპროდუქტებზე, აირზე და თამბაქოს ნაწარმზე რეგულირდება ევროკავშირის დირექტივებით „ენერგოპროდუქტების დაბეგვრის შესახებ“, რომლის მიხედვითაც მიხედვითაც ნავთობპროდუქტებისა და აირის სახეობებზე დადგენილია აქციზის გადასახადის განაკვეთის მინიმალური ოდენობა. მაგალითად, ნავთობპროდუქტების შემთხვევაში 1000 ლიტრი ეთილირებული ბენზინის აქციზის განაკვეთი არის 421 ევრო, 1000 ლიტრი არაეთილირებული ბენზინისა 359 ევრო, 1000 ლიტრი დიზელის საწვავისა და ნავთის - 330 ევრო, 1 ტონა მაზუთის - 15 ევრო. ხოლო აირის სახეობების შემთხვევაში 1 გიგაჯოული  ბუნებრივი აირის  აქციზის გადასახადის განაკვეთი 2,6 ევროა, 1 ტონა თხევადი აირისა კი 125 ევრო.

 

დოკუმენტში ასევე მოცემულია ცხრილი, სადაც აქციზის განაკვეთები მოყვანილია ევროკომისიის 2016 წლის 1 ივლისის კვლევიდან „აქციზის განაკვეთების შესახებ“

 

 

მაშინ, როცა საქართველო ვალდებულებას იღებს განსაზღვრულ ვადებში თავისი კანონმდებლობა ეტაპობრივად დაუახლოვოს ევროკავშირის კანონმდებლობას, საკანონმდებლო ორგანო რადიკალურად განსხვავებულ საკანონმდებლო აქტებს იღებს. შეძლებს თუ არა თხევადი გაზის ასოციაცია დაარწმუნოს პარლამენტი თხევადი გაზის აქციზით დაბეგრვის ნაწილში განხორციელებული ბოლო ცვლილებებით განპირობებულ ნეგატიური შედეგებში ეს ჯერჯერობით უცნობია.


ბაჩო ადამია





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up