2016-2020 წლებში ჩატარებული ტენდერების 33% გამარტივებული წესით ჩატარდა  - პირველ ადგილზე ჩინური საინჟინრო კორპორაციაა

2016-2020 წლებში ჩატარებული ტენდერების 33% გამარტივებული წესით ჩატარდა - პირველ ადგილზე ჩინური საინჟინრო კორპორაციაა

access_time2020-12-18 12:00:40

2016 წლიდან 2020 წლის ნოემბრამდე სახელმწიფომ სულ 13.695 მლრდ ლარის ტენდერი გამოაცხადა, რომლის 33%-იც გამარტივებული წესით ჩატარდა. ინფორმაციას „საერთაშორისო გამჭვირვალობა საქართველოს“ კვევაზე დაყრდნობით ანალიტიკური პორტალი bihub.ge ავრცელებს.


ყველაზე დიდი შემსყიდველი 1.76 მლრდ ლარით საავტომობილო გზების დეპარტამენტი აღმოჩნდა. 649 მლნ-ით მეორე ადგილზე თბილისის მერიაა, სამეულს კი 400 მლნ ლარით საქართველოს მუნიციპალური განვითარების ფონდი ასრულებს. დანარჩენ შემსყიდველებშიც ინფრასტრუქტურულ მიმართულება ლიდერის პოზიცია უკავია: გარდაბნის თბოსადგური: 390 მლნ ლარი, საგანმანათლებლო და სამენციერო ინფრასტრუქტურის განვითარების სააგენტო - 356 მლნ ლარი, საქართველოს რკინიგზა - 251 მლნ, თბილისის განვითარების ფონდი - 240 მლნ, თბილისის სატრანსპორტო კომპანია - 215 მლნ, საქართველოს გაზის ტრანსპორტირების კომპანია - 181 მლნ.


ტენდერებში გამარჯვებულებს შორის უმრავლესობა უცხოური კომპანია ან უცხოური კომპანიის წარმომადგენლობაა. პირველ ადგილზე 372 მლნ ლარით ჩინური ტიანძინის საინჟინრო კორპორაციაა, მეორეზე 239 მლნ ლარით ელიზაროვ ვლადიმირი, მესამეზე 222 მლნ ლარით რომპეტროლი. ათეულსი ასევე მოხვდნენ: ჯეო გრუპი - 217 მლნ ლარი, ნიუ როად - 192 მლნ, იუჯითი - 177 მლნ, ანაგი - 176 მლნ, საბა კოსტრქშენი - 174 მლნ და ენსისი - 170 მლნ.



უშუალოდ საავტომობილო გზების დეპარტამენტის მიერ გამოცხადებულ ტენდერებში ბოლო 5 წელიწადში 175 მლნ ლარის შესყიდვა შპს ნიუ როადს-ს აქვს მოგებული. 114 მლნ ლარით მეორე ადგილზე ჯეო გრუპია, მესამეზე 64 მლნ ლარით - არალი. ჯამში 60 მლნ ლარზე მეტის ტენდერი მოგებული აქვტ ასევე ჯავახავტოგზასა და სახელმწიფო სამშენებლო კომპანიას, 50 მლნ ლარზე მეტი: ინსტიტუ იგჰ-ს, ცეკურს, მამისონს, იბოლიას და ენსისის. 40 მლნ ლარზე მეტი: შპს ფერსა და სგზაო სამშენებლო კომპანია სერპანტინს.



13.7 მლრდ ლარიდან 10 მილიარდზე მეტი მთლიან ან ნაწილობრივ სამშენებლო სამუშაოებზე და სამოქალაქო მშენებლობებზე დაიხარჯა, 1 მილიარდ ლარამდე შენობების დასრულების სამუშაოებზე, 640 მლნ ლარი საინჟინრო მომსახურებაზე. 


ტენდერებით დაგროვილმა თანხამ 2016 წლიდან დღემდე 1.5 მლრდ ლარს გადააჭარბა, გადახარჯვამ კი 62 მლნ ლარი შეადგინა.


გიორგი ელიზბარაშვილი

თეგები:
ტენდერები



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up