მსხვილი საყოფაცხოვრებო ნივთების შეძენის კუთხით, მომხმარებელთა განწყობა გაუარესდა - ISET

მსხვილი საყოფაცხოვრებო ნივთების შეძენის კუთხით, მომხმარებელთა განწყობა გაუარესდა - ISET

access_time2022-12-03 20:00:56

 

 

მომხმარებელთა განწყობაში არსებული ვითარების გათვალისწინებით მსხვილი საყოფაცხოვრებო ნივთების (მაგ.: სარეცხი მანქანების, კომპიუტერების, ღუმელების, მაცივრების და ა.შ.) შესყიდვებთან დაკავშირებით, მომხმარებელთა განწყობა გაუარესდა.

 


მომხმარებელთა განწყობის ინდექსი სექტემბერში არსებული -24,1-დან ოქტომბერში - 28,3 პუნქტამდე დაეცა (შემცირდა 4,2 ერთეულით). ამის შესახებ აისეტის მიერ გავრცელებულ ინფორმაციაშია აღნიშნული.

 


მათივე ცნობით, შემცირდა მომხმარებელთა განწყობის ორივე ქვე-ინდექსი – მოლოდინების და მიმდინარე მდგომარეობის, პირველი 3.3, ხოლო მეორე – 5.1 ერთეული პუნქტით.


 


„ყველაზე შესამჩნევი ვარდნა დაფიქსირდა მომხმარებელთა განწყობაში არსებული ვითარების გათვალისწინებით მსხვილი საყოფაცხოვრებო ნივთების (მაგ.: სარეცხი მანქანების, კომპიუტერების, ღუმელების, მაცივრების და ა.შ.) შესყიდვებთან დაკავშირებით, (11-პუნქტიანი კლება). ეს მაჩვენებელი დადებით ტენდენციას ინარჩუნებდა ზაფხულის განმავლობაში, თუმცა ოქტომბერში ტენდენცია შეიცვალა. ასევე, 9 პუნქტით შემცირდა მომხმარებელთა მოლოდინი, რომ მსგავს შენაძენებს მომდევნო წლის განმავლობაში გააკეთებენ.

 


შესაძლო ახსნა შეიძლება იყოს, რომ მომხმარებლებს ზაფხულთან შედარებით შეუმცირდათ მიმდინარე განკარგვადი შემოსავალი, როცა ვაჭრობისა და ტურიზმიდან მიღებული შემოსავლები ქვეყანაში მაღალი იყო. განკარგვადი შემოსავლების შემცირებას ხელს უწყობს ორნიშნა ინფლაციაც, რადგან სურსათისა და საცხოვრებლის ხარჯები მნიშვნელოვნად გაიზარდა. წლიური ინფლაციის მაჩვენებლის თანახმად, ოქტომბერში სურსათისა და უალკოჰოლო სასმელების კატეგორიაში ფასები 15.8%-ით, საცხოვრებლის, წყლის, ელექტროენერგიის, გაზისა და სხვა ტიპის საწვავის შემთხვევაში კი 13.5%-ით გაიზარდა.

 


დამატებით, მომხმარებელთა დანაზოგის გაკეთების შესაძლებლობის მაჩვენებელი 7 ერთეულით დაეცა. ეს მაჩვენებელი მნიშვნელოვანი დაღმავალი ტენდენციით ხასიათდება ივლისიდან მოყოლებული და ოქტომბრისთვის პანდემიის შემდგომ ყველაზე დაბალ ნიშნულამდე დავიდა. ამ შემთხვევაშიც, შესაძლო ახსნა შეიძლება იყოს ზემოთ განხილული საკითხები,“- ნათქვამია „აისეტის“ ინფორმაციაში.

 

 

bpn

 





USA2GEORGIA მომხმარებლის წინაშე სრულ პასუხისმგებლობას იღებს და გამოწვევას უპრეცედენტო ლოიალობით პასუხობს

USA2GEORGIA მომხმარებლის წინაშე სრულ პასუხისმგებლობას იღებს და გამოწვევას უპრეცედენტო ლოიალობით პასუხობს
access_time2023-01-28 09:55:58
კომპანია არ შევა მომხარებელთან დავაში და ასობით მომხმარებელს სრულად აუნაზღაურებს გზავნილების ე.წ. მოცულობით და რეალურ წონას შორის ტრანსპორტირების ფასთა სხვაობას. აღნიშნული გადაწყვეტილება კონკურენციის სააგენტოსთან თანამშრომლობით იქნა მიღებული.„ჩვენ გვიყვარს თითოეული მომხმარებელი -...

„55 000 კურსდამთავრებულიდან 80% უმუშევარია“ – შოთა ბურჯანაძე

„55 000 კურსდამთავრებულიდან 80% უმუშევარია“ – შოთა ბურჯანაძე
access_time2023-01-28 11:00:28
საქართველოს რესტორატორთა ასოციაციის“ დამფუძნებელმა შოთა ბურჯანაძემ „მედიაცენტრ მთავარში“ ვაკანსიების სიჭარბესა და უმუშევრობაზე ისაუბრა და აღნიშნა, რომ ის, რაც ჩვენს ქვეყანაში ხდება პარადოქსია, მისი თქმით ქვეყანაში 55 000 კურსდამთავრებულია მათგან 80% კი უმუშევარია." ის ისევ ეძებს სხვა პროფესიით სამუშაოს, ან ქვეყნიდან გაედინება. აუცილებელი უნდა იყოს ამ ხალხისთვის პროფესიულ სასწავლებელში სწავლის შესაძლებლობის მიცემა, და არა ის, რომ „შეტენო“...

რუსულმა ბანკებმა კრიზისული წელი ბოლო შვიდი წლის განმავლობაში ყველაზე ცუდი შედეგით დაასრულეს

რუსულმა ბანკებმა კრიზისული წელი ბოლო შვიდი წლის განმავლობაში ყველაზე ცუდი შედეგით დაასრულეს
access_time2023-01-28 09:00:43
2022 წლის კრიზისული წლის შედეგების მიხედვით, რუსეთის ბანკების მოგება 2022 წელს 11,8-ჯერ შემცირდა 2021 წლის მაჩვენებელთან შედარებით. ის 2,4 ტრილიონი რუბლიდან 203 მილიარდ რუბლამდე დაეცა. ამის შესახებ რუსეთის ცენტრალურ ბანკზე დაყრდნობით...

სანქციებში არსებული „ხვრელი“ - ემბარგოს მიუხედავად ტანკერები რუსეთიდან ევროპაში ნავთობის გადატანას აგრძელებენ

სანქციებში არსებული „ხვრელი“ - ემბარგოს მიუხედავად ტანკერები რუსეთიდან ევროპაში ნავთობის გადატანას აგრძელებენ
access_time2023-01-28 10:00:53
დეკემბრიდან მოქმედი ემბარგოს მიუხედავად, ევროპული ტანკერები აგრძელებენ რუსული ნავთობის ევროპაში გადატანას. ამის შესახებ გამოცემა Investigate Europe -ზე დაყრდნობით უკრაინული მედია წერს.     როგორც გამოცემა აღნიშნავს, ევროკავშირისთვის რუსული ნავთობის მიწოდების აკრძალვა ძალაში 5 დეკემბერს შევიდა, თუმცა მას შემდეგ ევროპულმა ტანკერებმა...

ტერაქტი იერუსალიმში - სინაგოგასთან მომხდარ თავდასხმას 7 ადამიანი ემსხვერპლა

ტერაქტი იერუსალიმში - სინაგოგასთან მომხდარ თავდასხმას 7 ადამიანი ემსხვერპლა
access_time2023-01-28 00:45:35
შვიდი ადამიანი დაიღუპა აღმოსავლეთ იერუსალიმში, ებრაული უბნის ნევე იააქოვის სინაგოგასთან მომხდარი ტერაქტის შედეგად. ინფორმაცია ამის შესახებ ისრაელის პოლიციის პრესსამსახურმა გაავრცელა. არსებული ინფორმაციით, ტერორისტებმა სინაგოგასთან სროლა დაიწყეს, საპასუხო სროლის შედეგად ერთი მათგანი მოკლეს, დანარჩენებმა მიმალვა მოახერხეს. პოლიცია რაიონში ჩხრეკას ატარებს, რათა გამოირიცხოს ახალი თავდასხმების შესაძლებლობა. სამართალდამცავები თავდამსხმელების მანქანასაც...


მსგავსი სიახლეები

up