COVID-19-ის შემდგომ პერიოდში გაკეთებული აგვისტოს ჯავშნების მიხედვით მსხვილ სასტუმროებში თბილისში დატვირთულობა 6%-ია, ზღვისპირეთში 15%, კახეთში 32% და სხვა დანარჩენ რეგიონებში 22% (ქუთაისის, ბორჯომის და ყაზბეგის ჩათვლით). ინფორმაცია თიბისი კაპიტალის კვირის მიმოხილვაშია მოცემული.
ცვლილება დატვირთულობაში დიდ სასტუმროებში შემდეგია: გასულ კვირასთან შედარებით, დიდი სასტუმროების დატვირთულობა აგვისტოში გაზრდილია ზღვისპირეთის (+2 პპ), კახეთის (+4 პპ) და სხვა რეგიონის (+1 პპ) სასტუმროებისთვის, ხოლო შემცირებულია თბილისის (-3 პპ) სასტუმროებისთვის ძირითადად პრე-COVID ჯავშნების გაუქმების გამო.
გასულ კვირასთან შედარებით მსხვილ სასტუმროებში უქმეების დატვირთულობა შემცირებულია კახეთის და სხვა რეგიონების სასტუმროებისთვის (54% და 41%, შესაბამისად), ხოლო ზღვისპირეთის სასტუმროებისთვის უცვლელი დარჩა (24%)
დიდი სასტუმროების საშუალო დღიური ფასები აგვისტოში მეტწილად 30-50%-ით არის შემცირებული.