მსხვილი სასტუმრო ქსელები, ისეთები, როგორც InterContinental Hotels Group, Marriott დ Accor-ი ახალი სისტემის - გამოწერის - ამუშავებას გეგმავენ იმისთვის, რომ დისტანციურად მომუშავეებმა მოგზაურობა და სხვადასხვა ქალაქებში ერთი და იგივე ქსელის სასტუმროებში ცხოვრება შეძლონ.
მაგალითად, სექტემბერში ტურისტულმა ჯგუფმა Inspirato-მ განაცხადა, რომ მთლიანად გამოწერაზე გადავიდა და აქცენტს სწორედ ამ სერვისზე გააკეთებს.
ქსელის კლიენტები შტატებში, სამხრეთ ამერიკაში, ევროპაში, კანადაში, ავსტრალიაში, და ბევრს სხვა ქვეყანაში მის სასტუმროებში გაჩერებას შეძლებენ.
ეს იაფი სიამოვნება არაა, თუმცა, იმათთვის, ვისაც აქვს საკმარისად მაღალი ანაზღაურება, ამ სერვისით სარგებლობა არ გაუჭირდება - საშუალოდ თვეში 2 500 დოლარი.
ამ თანხის სანაცვლოდ Inspirato-ს კლუბის წევრები ქსელის 300 სასტუმროში ცხოვრებას სთავაზობს.
ჰოლანდიურმა ქსელმა CitizenM კლიენტებს თავისი სასტუმროების სარგებლობის 2 ტიპის ვარიანტს სთავაზობს. ყველაზე ხელმისაწვდომი 600 დოლარი ღირს, და თავისუფალ წვდომას სასტუმროების სამუშაო სივრცეებთან გულისხმობს. ამ თანხაში ასევე 3 ღამის გათევაც შედის.
ამ დროისთვის CitizenM ევროპის და ამერიკის სხვადასხვა ქალაქში 21 სასტუმროს ფლობს.
ქსელი InterContinental-მა სატესტო რეჟიმში გამოწერა სასტუმრო ნომრებზე და სამუშაო ფართებზე დაიწყო, Accor-ს გამოწერის სისტემა სპორტული დარბაზების და ხმის ჩამწერი სტუდიების ხელმისაწვდომობას გულისხმობს.
Marriott- მა ასევე განაცხადა, რომ უახლოეს პერიოდში მომხმარებლებს ხელმოწერის თავის სისტემას შესთავაზებს.
მოამზადა თენგიზ აბლოთიამ