ივა ჭყონია ლარის გაუფასურებაზე: ყველაზე ცუდი რამე ხდება, თუკი შეიძლება მოხდეს და ეს ხდება ბოლო 3-4 წელია

ივა ჭყონია ლარის გაუფასურებაზე: ყველაზე ცუდი რამე ხდება, თუკი შეიძლება მოხდეს და ეს ხდება ბოლო 3-4 წელია

access_time2018-10-19 09:00:00

მსხვილი იმპორტიორები იმპორტირებულ პროდუქციაზე ფასების ზრდას ნოემბრის ბოლომდე არ აპირებენ. ამის შესახებ „კომერსანტთან“ „საქართველოს დისტრიბუტორთა ბიზნეს ასოციაციის“ ხელმძღვანელი ივა ჭყონია საუბრობს. მისი განცხადებით, ბოლო პერიოდში ლარის მკვეთრმა გაუფასურებამ დარგში საკმაოდ რთული ვითარება შექმნა. ჭყონიას განცხადებით, ამ დროისთვის იმპორტიორების მხრიდან ფასების „დაჭერა“ ხდება.



როგორც ჭყონია განმარტავს, დღეს საკმაოდ შემცირებულია მოსახლეობის მსყიდველობითუნარიანობა. ამიტომ, ფასების ზრდა ამ ფაქტს კიდევ უფრო გააუარესებს. საბოლოო ჯამში, კი ეს ყველაფერი სადისტრიბუციო კომპანიების გაყიდვებზე საკმაოდ მძაფრად აისახება.




„ყველაზე ცუდი რამე ხდება, თუკი შეიძლება მოხდეს და ეს ხდება ბოლო 3-4 წელია. ჩვენ გვაქვს დეჟავუ. ხალხი დანევროზდა ამისგან. სადისტრიბუციო კომპანიები მაქსიმალურად თავს ვიკავებთ იმისგან, რომ ფასები გავზარდოთ. მოგების მარჟა გვიმცირდება,  სხვა გამოსავალი არ გვაქვს. პირველადი მოხმარების პროდუქცია ძალიან სენსიტიურია და როგორც კი ხდება ვალუტის რყევა, მომენტალურად ხდება ფასების ცვლილება. გრძელვადიან პროდუქტზე ფასების შენარჩუნებას მაქსიმალურად ვცდილობთ. სანამ გავუძლებთ ასე ვიქნებით. სადისტრიბუციო კომპანიებს გვიწევს დამატებითი სახსრების მოზიდვა ბანკებიდან და მთელი წელი ვცდილობთ შემდეგ ამ ვალების გასტუმრებას. ხანდახან სადისტრიბუციოებს ზარალზეც გვიწევს მუშაობა და ზოგჯერ კომპანიის შენარჩუნებაზეც ვმუშაობთ,“-აცხადებს ჭყონია.



მისი განცხადებით, ფასების ზრდა ისევ გაყიდვებზე ახდენს გავლენას. როგორც ჭყონია განმარტავს, თუ სერიოზული რყევა არ იქნა, ნოემბრის ბოლომდე ფასების ზრდა არ იგეგმება. მისივე შეფასებით, კრიტიკული ზღვარი 2.5-2.6-ს შორის არის და როდესაც ამას სცდება კურსი, სადისტრუბუციო კომპანიები უკვე ძალიან რთულ ვითარებაში ვარდებიან.



საქართველოს ეროვნული ბანკის ოფიციალური კურსით დღეს ერთი დოლარი 2.7026 ლარი ღირს.


ავტორი: სოფო ქსოვრელი 





რატომ ჭიანურდება ბათუმის ბულვარის გაგრძელების და ჭოროხზე ხიდის მშენებლობის საკითხი

რატომ ჭიანურდება ბათუმის ბულვარის გაგრძელების და ჭოროხზე ხიდის მშენებლობის საკითხი
access_time2020-02-17 19:00:13
საქართველოს მთავრობის დაკვეთით უნდა მომზადებულიყო კვლევა, რომელიც ბათუმის ბულვარის, სანაპიროზე გზის გაგრძელებას, ჭოროხზე ახალი ხიდის მშენებლობას და გონიოს ყოფილი პოლიგონის განვითარებას შეეხებოდა. შესაბამისი დაფინანსება ერთი წლის წინ მოძიებული იყო, თუმცა, მთავრობამ კვლევის ჩატარება მაინც ვერ უზრუნველყო. მთავრობა საჭირო თანხას ამ ეტაპზე ხელახლა ეძებს. „ბათუმელებმა“ აღნიშნულ საკითხზე ინფორმაციის მისაღებად, წერილობით, საქართველოს მთავრობას და რეგიონული...

DailyMail: სტალინის საბჭოთა რივიერა - წყალტუბოს შთამბეჭდავი აბანოები და სანატორიუმები

DailyMail: სტალინის საბჭოთა რივიერა -  წყალტუბოს შთამბეჭდავი აბანოები და სანატორიუმები
access_time2020-02-17 20:00:57
წყალტუბო, რომელიც ადრე ცნობილი იყო, როგორც საბჭოთა კავშირის რივიერა, დღეს ფოტოგრაფების საყვარელი ადგილია. ევროპელი ფოტოგრაფი ამოს ჩაპლი იანვარში 3 დღით ეწვია ამ ქალაქს, რომელზე დაყრდნობითაც ბრიტანულმა გამოცემა Dailymail-მა წყალტუბოს საბჭოთა ნაგებობებს ვრცელი ფოტორეპორტაჟი მიუძღვნა.    Radio Free Europe-ის  ფოტოგრაფის თქმით, კურორტი წყალტუბო საქართველოში ყველაზე გასაოცარი ადგილია  დიდი კრისტალური ჭაღებითა და...

დღის Top-10 საინტერესო ამბავი

დღის Top-10 საინტერესო ამბავი
access_time2020-02-17 21:30:17
დღის Top-10 საინტერესო ამბავი 1.გადახდის სისტემა, რომელიც “თაღლითობის” საშუალებას იძლევა სახელმწიფო აუდიტის სამსახურმა თბილისის სატრანსპორტო კომპანიის შემოსავლები შეისწავლა და მნიშვნელოვანი...

„ქართულ ოცნებას“ ქვეყანა არ უყვარს, თორემ მას ასე უდიერად არ მოექცეოდნენ“

„ქართულ ოცნებას“ ქვეყანა არ უყვარს, თორემ მას ასე უდიერად არ მოექცეოდნენ“
access_time2020-02-17 18:00:43
„საქართველოში ერთადერთი სფერო,რომელიც ვითარდებოდა იყო ტურიზმი. გასულ წელს კი სექტორი კრიზისში შევიდა. ამის მიზეზი კი „ქართული ოცნების“ არასწორი სტრატეგიაა.“- ამის შესახებ „ახალი საქართველოს“ ლიდერმა გიორგი ვაშაძემ რადიო „კომერსანტის“  გადაცემა „ცოდნა და წარმატება“ ნანა ტოხვაძესთან ერთად ისაუბრა. მისი თქმით, სფერო,რომელიც დამოუკიდებლად ვითარდებოდა, ჩამოშლის...

გიორგი ზედელაშვილის დედის კომპანიამ სახელმწიფო ბიუჯეტიდან 105 მილიონ ლარზე მეტი მიიღო

გიორგი ზედელაშვილის დედის კომპანიამ სახელმწიფო ბიუჯეტიდან 105 მილიონ ლარზე მეტი მიიღო
access_time2020-02-17 15:00:40
“საერთაშორისო გამჭვირვალობა - საქართველო” რეგულარულად ახორციელებს სახელმწიფო შესყიდვების მონიტორინგს. კვლევისას გამოიკვეთა, რომ სახელმწიფო უსაფრთხოებისა და კრიზისების მართვის საბჭოს მდივნის ყოფილი პირველი მოადგილის - გიორგი ზედელაშვილის დედის კომპანიას, შპს “საგზაო სამშენებლო-სარემონტო კომპანია სერპანტინს” დომინანტური პოზიცია უკავია ტენდერებსა და გამარტივებულ შესყიდვებში. “სერპანტინმა” მხოლოდ კახეთის რეგიონში განხორციელებული პროექტებისთვის სახელმწიფო ბიუჯეტიდან, 2013 წლიდან დღემდე,...


მსგავსი სიახლეები

up