მსხვილი ფარმაცევტული კომპანიები მაიკროსოფტის ლიცენზირებული პროგრამებით ისარგებლებენ

მსხვილი ფარმაცევტული კომპანიები მაიკროსოფტის ლიცენზირებული პროგრამებით ისარგებლებენ

person access_time2016-03-04 12:44:27

დღეიდან ფარმაცევტული კომპანიების ნაწილი მაიკროსოფტის ლიცენზირებულ პროგრამებს გამოიყენებს. აღნიშნულ საკითხთან დაკავშირებით დღეს კომპანია ავერს, პე ეს პეს, ჯიპისის და მაიკროსოფთ საქართველოს შორის ხელშეკრულებაც გაფორმდა.


როგორც ფარმაცევტული კომპანიების წარმომადგენლები აცხადებენ, ფარმაცევტული დარგი არის ერთერთი წამყვანი და განვითარებული სფერო საქართველოში, რომელიც მუდმივად ნერგავს ტექნოლოგიურ და სამომხმარებლო სიახლეებს. კომპანიების წარმომადგენლები არ საუბრობენ რა უჯდება თითოეულ კომპანიას მაიკროსოფტის ლიცენზიების შეძენა, თუმცა, აცხადებენ, რომ რაც არ უნდა ღირდეს, უღირთ.


კომპანია „პე ეს პე აფთიაქის" დირექტორი კახა ფანჩულიძე აცხადებს, რომ თითოეული ინოვაცია და სიახლე, რომელიც კომპანიის ქსელში იქნება გამოყენებული, საშუალებას მისცემს კომპანიას გაწიოს უფრო მაღალი ხარისხის მომსახურება და კიდევ უფრო დახვეწოს მომხმარებლის მოთხოვნა.



„იმედია, ჩემი შეხედულება გამართლდება და ამას ყველა დავინახავთ. „პე ეს პეს" ქსელში ლიცენზირებულ მაიკროსოფტის პროგრამებზე გადასვლა ეტაპობრივად მოხდება, სწრაფად, ორასივე აფთიაქში შეუძლებელია ეს დაინერგოს. გადახდაც ეტაპობრივი იქნება, ეს არის ერთგვარი განვადების პრინციპი. რაც შეეხება ხარჯს, ეს განისაზღვრება კომპიუტერის რაოდენობის მიხედვით. ბიზნესში განვითარების საჭიროება ყოველთვის არის, ჩვენ კი ის კომპანია ვართ, რომელიც განვითარებისთვის ვიბრძვით და ვმუშაობთ, აქედან გამომდინარე, ყველა საიხლე ჩვენთვის საინტერესოა, "-აცხადებს ფანჩულიძე.


„ავერსის" გენერალური დირექტორის ირაკლი ფურცელაძის განცხადებით, "ავერსი" როგორც ფარმაცევტული ბაზრის ლიდერი, ყოველთვის ცდილობს გააუმჯობესოს მომსახურების ხარისხი, რისი დასტურიც არის მაიკროსოფტთან გაფორმებული ხელშეკრულება. „ამ გარიგების საფუძველზე „ავერსს" ექნება წვდომა განახორციელოს უახლესი ლიცენზირებული პროგრამების გამოყენება,რომლის მეშვეობითაც გავაუმჯობესებთ კლიენტების მომსახურების ხარისხს"-აცხადებს ფურცელაძე.


 




„ჯორჯიან ქარდმა“ 3D უსაფრთხოების სერვისის სერტიფიკატი მოიპოვა

„ჯორჯიან ქარდმა“ 3D უსაფრთხოების სერვისის სერტიფიკატი მოიპოვა
access_time2019-08-26 12:30:42
სს „ჯორჯიან ქარდი“ პირველი კომპანიაა საქართველოში, რომელმაც PCI 3DS (Three - Domain Secure) სერვისის სერტიფიკატი მოიპოვა. 3D უსაფრთხოების დონე, მომხმარებელს საშუალებას აძლევს, გამოიყენოს დაცვის დამატებითი მექანიზმი ინტერნეტით განხორციელებული ტრანზაქციებისთვის. აღნიშნული სერვისით სარგებლობა VISA, Master Card, და American Express ტიპის საბანკო ბარათებითაა შესაძლებელი და Verified by Visa, MasterCard Secure Code , Amex Safe Key-ის მხარდაჭერა...

9 დღეში ჯამში 8,000 ლარი დავხარჯე, ვერ დავისვენე, ვერ ვისიამოვნე - რას ნიშნავს აგვისტოში საქართველოში დასვენება - Spend your summer in Georgia

9 დღეში  ჯამში  8,000 ლარი დავხარჯე, ვერ დავისვენე, ვერ ვისიამოვნე -  რას ნიშნავს აგვისტოში  საქართველოში დასვენება -   Spend your summer in Georgia
access_time2019-08-26 13:00:51
 “რას ნიშნავს აგვისტოს თვეში დასვენება საქართველოში“ - წრეს სოციალურ ქსელში ლევან ჯავახიშვილი, რომელიც  კამპანია Spend your summer in Georgia (გაატარე შენი ზაფხული საქართველოში) შეურთდა , სხვადასხვა რეგიონს ესტურმა და პოსტით მომავალ დამსვენებლებს საკუთარ გამოცდილებას უზიარებს. „კომერსანტი“ პოსტს უცვლელად გთავაზობთ: „როგორც ყველა მეც შევუერთდი იმ მოსაზრებას, რომ გარკვეული მიზეზების გამო ამ ზაფხულს უარი...

ივანიშვილი, როგორც თავის დროზე სააკაშვილი, აღარ არსებობს, ის სისტემის მძევალია - 2012-2020 წლების წინა საარჩევნო პერიოდების ისტორიული პარალელები

ივანიშვილი,  როგორც თავის დროზე სააკაშვილი, აღარ არსებობს, ის სისტემის მძევალია  - 2012-2020 წლების წინა საარჩევნო პერიოდების ისტორიული პარალელები
access_time2019-08-26 10:00:37
2011 წლის ოქტომბერი  - ბიძინა ივანიშვილმა პირველი ღია წერილით ხელისუფლებას, პოლიტიკოსებს და პოლიტიკურ პარტიებს, მასმედიის წარმომადგენლებს, საქართველოს მოქალაქეებს ამცნო, რომ  პოლიტიკაში მოდიოდა. 2012 წლის ივნისი  - თბილისის საქალაქო სასამართლომ კონტროლის პალატის მიერ შედგენილი ორი სამართალდარღვევის ოქმის საფუძველზე ბიძინა ივანიშვილის ჯარიმის სახით საქართველოს ბიუჯეტის...

ქართული კულინარია ბერლინში

ქართული კულინარია ბერლინში
access_time2019-08-25 18:00:18
მას შემდეგ, რაც საერთშორისო მედიაში დაიწერა, რომ ღვინოს სამშობლო საქართველოა, ფრანკფურტში კი გერმანელი მკითხველი ქართულ ლიტერატურას გაეცნო, ბერლინში ქართული რესტორნების რიცხვი გაიზარდა. ქართული გასტრონომია ჯერ ისეთი პოპულარული არ არის, როგორც იტალიური, ჩინური, ვიეტნამური, მექსიკური... ასეთი კონკურენციის ფონზე, გურმანებისთვის ახალი რესტორნის და გემოების შეთავაზება თამამი გადაწყვეტილებაა. Knaackstraße-ზე და მის მიმდებარედ ათობით რესტორანი, კაფე და ბარია. რამდენიმე თვეა, მათ შორის არის...

რა საფრთხე უახლოვდება საქართველოს - “კავკასიონზე თოვლი კატასტროფულად დნება”

რა საფრთხე უახლოვდება საქართველოს - “კავკასიონზე თოვლი კატასტროფულად დნება”
access_time2019-08-25 16:00:18
ტემპერატურის მატება საქართველოში მთელ რიგ პრობლემებს ქმნის, ეს იქნება ხანძრების გაჩენის რისკის ზრდა, თუ გლობალური დათბობა, რომელიც მყინვარწვერების დნობას გამოიწვევს, რაც საბოლოოდ კატასტროფულ ვითარებას შექმნის.   სპეციალისტების ინფორმაციით, კატასტროფული დნობა 2050 წლისთვის იყო მოსალოდნელი, თუმცა, როგორც გარემოსდაცვითი საკითხების ექსპერტმა და ორგანიზაცია „საქართველოს მწვანეები-დედამიწის მეგობრების თავმჯდომარემ ნინო ჩხობაძემ „რეზონანსს განუცხადა, პროცესი დაჩქარებულია,...


მსგავსი სიახლეები

up