OneWeb-ი - მსხვილი ბრიტანული კომპანია  საქართველოში სატელიტური ქსელის მომსახურებისთვის სპეციალური სადგურის მოწყობით  დაინტერესდა, რომლითაც რეგიონს დაფარავს

OneWeb-ი - მსხვილი ბრიტანული კომპანია საქართველოში სატელიტური ქსელის მომსახურებისთვის სპეციალური სადგურის მოწყობით დაინტერესდა, რომლითაც რეგიონს დაფარავს

access_time2020-01-22 15:05:54

გლობალური კომუნიკაციების სფეროში ერთ-ერთი უმსხვილესი ბრიტანული სტარტაპ კომპანია OneWeb-ი საქართველოში სატელიტური ქსელის მომსახურებისთვის სპეციალური სადგურის მოწყობით არის დაინტერესებული, რომლითაც რეგიონს დაფარავს, - ამის შესახებ საქართველოს პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიას და OneWeb-ის აღმასრულებელი დირექტორის ადრიან სტეკელის შეხვედრისას აღინიშნა, რომელიც დავოსის მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის ფარგლებში გაიმართა. ინფორმაციას პრემიერის პრესსამსახური ავრცელებს.



კომპანიის საქმიანობის ძირითადი სფეროა ფართოზოლოვანი ინტერნეტ ქსელის ოპერირება გლობალური კოსმოსური სატელიტური ქსელის საშუალებით.



შეხვედრაზე განიხილეს საქართველოსა და OneWeb-ს შორის თანამშრომლობის შესაძლებლობები კომპანიის ძირითადი პროექტის პირველი ფაზის ფარგლებში, რომელიც მიზნად ისახავს სხვადასხვა ქვეყანაში სატელიტური ქსელის მოსახურებისთვის სპეციალური სადგურის მოწყობას, რაც უწყვეტი და ყველასთვის ხელმისაწვდომი ინტერნეტის ერთ-ერთი ძირითადი კომპონენტია.




კომპანიის წარმომადგენლების მხრიდან დაფიქსირდა მნიშვნელოვანი ინტერესი საქართველოს ტერიტორიაზე მსგავსი სადგურის მოწყობასთან დაკავშირებით, რაც, მათი შეფასებით მნიშვნელოვანწილად განაპირობა ქვეყანაში არსებულმა კარგმა საინვესტიციო გარემომ, ქვეყნის სტრატეგიულმა მდებარეობამ, რაც საქართველოს ხელს უწყობს, იყოს რეგიონული ჰაბი. კომპანიამ გამოთქვა მზაობა საქართველოს მთავრობასთან უფრო აქტიური თანამშრომლობისთვის, რომლის შედეგადაც ქვეყანაში განახორციელებს ინვესტიციას სადგურის მოწყობისა და შესაბამისი თანამედროვე ტექნოლოგიების დანერგვისთვის.



გლობალური სტარტაპი უკვე თანამშრომლობს საქართველოს კერძო სექტორთან, კერძოდ, კომპანია სილქნეტთან. შესაბამისი მემორანდუმი OneWeb-სა და სილქნეტს შორის საქართველოს პრემიერ-მინისტრთან შეხვედრის შემდეგ გაფორმდა.



ბრიტანული კომპანია OneWeb-ის საწყისი კაპიტალი შეადგენს 6 მილიარდ აშშ დოლარს და იგი ოპერირებს ევროპისა და აშშ-ის ბაზრებზე. კომპანია ორიენტირებულია, განახორციელოს სატელიტური ქსელის სწრაფი გაფართოება და შესაბამისი სადგურების მშენებლობა ევროპისა და აზიის სხვადასხვა ქვეყანაში.









„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up