მსხვილ საერთაშორისო ბიზნესს ლონდონი, სავარაუდოდ, დაკარგავს

მსხვილ საერთაშორისო ბიზნესს ლონდონი, სავარაუდოდ, დაკარგავს

person access_time2016-06-28 12:34:47

ევროკავშირის დატოვებით დიდმა ბრიტანეთმა შესაძლოა მსხვილი საერთაშორისო ბიზნესი დაკარგოს. დირექტორების ინსტიტუტის (IoD) მიერ ჩატარებული კვლევის მიხედვით, რომელიც ბრიტანული კომპანიების ტოპ-მენეჯერებს აერთიანებს, ათასზე მეტი მსხვილი კომპანიის ლიდერებიდან, ყოველი მეხუთე მზადაა დატოვოს დიდი ბრიტანეთი, თუ ის ევროკავშირიდან გავა.


ამერიკულმა ბანკებმა, JPMorgan Chase-მ, Goldman Sachs-მა, Bank of America-მ, Citigroup-მა და Morgan Stanley-მ უკვე განაცხადეს, რომ შტაბ-ბინების ლონდონიდან დუბლინში, პარიზში, ან ფრანკფურტში გადატანისთვის ემზადებიან. JPMorgan Chase-მ თავის ბრიტანელ თანამშრომლებს (16 ათასი ადამიანი) განუცხადა, რომ ნებისმიერ შემთხვევაში ბიზნესს ლონდონში შეინარჩუნებს, მაგრამ მომავალში ევროპის ფილიალში ცვლილებები მოხდება.


ევროპის საბანკო ზედამხედველობის სამსახური პარიზში, ან ფრანკფურტში გადავა და ამის შესახებ უკვე ოფიციალური განცხადება გაკეთდა. ეს სტრუქტურა ფინანსური კრიზისის შემდეგ შეიქმნა და მისი სათაო ოფისი ლონდოში, ევროპის ფინანსურ ცენტრში იყო განთავსებული.



გერმანულ-ჩინური ანალიტიკური ორგანიზაციის, SGC-ის თანათავმჯდომარის, რიუდიგერ ფონ როზენის განცხადებით, დღეს ლონდონი საბანკო საქმიანობის მსოფლიო ცენტრია. ზოგიერთი კომპანია წავა სითიდან და პირველ რიგში სავარაუდოდ ფრანკფურტში.


დღეს ფრანკფურტი და პარიზი მნიშვნელოვნად ჩამორჩება ლონდონს - სითიდან ევროპის საფინანსო ტრანზაქციების 80% სრულდება.




გიორგი გახარია საზღვრის დელიმიტაციაზე - ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მოლაპარაკების შედეგი იყოს მისაღები, როგორც ჩვენი კულტურული მემკვიდრეობისთვის, ასევე ჩვენი ეკლესიისთვის

გიორგი გახარია საზღვრის დელიმიტაციაზე - ყველაფერს გავაკეთებთ, რომ მოლაპარაკების შედეგი  იყოს მისაღები, როგორც ჩვენი კულტურული მემკვიდრეობისთვის, ასევე ჩვენი ეკლესიისთვის
access_time2019-05-26 17:00:55
ყველაფერს გავაკეთებთ იმისთვის, რომ ამ კომისიის და ამ მოლაპარაკების შედეგი იყოს მისაღები და მისასალმებელი, როგორც ჩვენი კულტურული მემკვიდრეობისთვის, ასევე ჩვენი ეკლესიისთვის, - ამის შესახებ შს...

El País: ევროპა - დემოგრაფიული თვითმკვლელობის ზღვარზე

El País: ევროპა - დემოგრაფიული თვითმკვლელობის ზღვარზე
access_time2019-05-26 20:00:03
  მთელს ევროპაში შეიმჩნევა ულტრა-მემარჯვენე იდეოლოგიის პოპულარობის ზრდა, რაც გამოწვეულია მზარდი ანტიპატიით მიგრანტებისადმი, და თვითმყოფადობის დაკარგვის შიშით.   ამ იდეოლოგიის მომხრეებს სურთ ევროპის გადაქცევა  ჩაკეტილ და აუღებელ ციხე-სიმაგრედ, რომელიც შეაკავებს მიგრანტების შეუჩერებელ ნაკადს.   მათ არ  სურთ იმის გაცნობიერება, რომ მათი პირადი ბედი დამოკიდებულია ზუსტად იმ ადამიანებზე, ვინც იმყოფება ამ ვირტუალური კედლის მიღმა....

„სამუშაოები,რომლებსაც სახელმწიფო ქმნის, სინამდვილეში ანადგურებს დოვლათს“ - გიორგი ლომინაძე

„სამუშაოები,რომლებსაც სახელმწიფო ქმნის, სინამდვილეში ანადგურებს დოვლათს“ - გიორგი ლომინაძე
access_time2019-05-26 16:00:44
რადიო კომერსანტზე, გადაცემაში „პროფესიონალები“, არასამთავრობო ორგანიზაცია „თავისუფალი ბაზრის“ დამფუძნებელმა და თავმჯდომარემ, გიორგი ლომინაძემ საქართველოში შრომის ბაზარზე დერეგულაციის პოლიტიკის მნიშვნელობაზე ისაუბრა. „ადამიანები უნდა მუშაობდნენ იმისთვის, რომ შექმნან დოვლათი. საქართველოში კი ადამიანები მუშაობის პროცესში დოვლათს ანადგურენებ, ამიტომაც   ყველა ვღატაკდებით.სტატისტიკის თაყვანისმცემელი არ ვარ, ის არ ასახავს რეალობას, არა იმიტომ,რომ  მაგალითად, დასამებულის...

„რაც უფრო მეტი დაზღვეული იქნება კერძო კორპორატიულ ქსელში ნებაყოფლობით, მეტად იქნება ფინანსური დაცულობის გარანტიები“

„რაც უფრო მეტი დაზღვეული იქნება კერძო კორპორატიულ ქსელში ნებაყოფლობით, მეტად იქნება ფინანსური დაცულობის გარანტიები“
access_time2019-05-26 10:00:32
„სადაზღვევო  ბაზრის განვითარების მნიშვნელოვანი წინაპირობაა კონკურენცია. დაზღვევა ყოველთვის ასოცირდებოდა ფინანსურ სექტორთან, ის არ ერევა სამედიცისო სერვისებში და არც ხარისხის მაკონტროლებელი ორგანიზაციაა. იგი რისკების მართვის ფინანსური ინსტიტუტია,რომელსაც შეუძლია ბევრი სიკეთე მოიტანოს ქვეყნის ეკონომიკისთვის. ამ ინსტიტუტს შეუძლია, შექმნას სამუშაო ადგილები, შესთავაზოს სხვადასხვა სიახლეები სერვისში, და თან, იყო დაზღვევის რისკების მართვის ეფექტური ინსტრუმენტი,” - განაცხადა პსპ დაზღვევის“...

საფინანსო ორგანიზაციები მევალეებს ვეღარ დაემუქრებიან - რა იცვლება სესხის ამოღების პროცესში

საფინანსო ორგანიზაციები მევალეებს ვეღარ დაემუქრებიან - რა იცვლება სესხის ამოღების პროცესში
access_time2019-05-26 14:00:32
საფინანსო ორგანიზაციებს მომხმარებლის შევიწროება, ზეწოლა, შეურაცხყოფა აეკრძალებათ. ამის შესახებ, ეროვნული ბანკის მიერ შემუშავებულ ფინანსური ორგანიზაციების მიერ სესხის/კრედიტის ამოღებასთან დაკავშირებულ ეთიკის კოდექსის პროექტშია...


მსგავსი სიახლეები

up