„მსურს დავარწმუნო მოსახლეობა და ჯანდაცვის სექტორი, რომ სამედიცინო ჟანგბადით მომარაგების კუთხით სირთულე არ შეიქმნება

„მსურს დავარწმუნო მოსახლეობა და ჯანდაცვის სექტორი, რომ სამედიცინო ჟანგბადით მომარაგების კუთხით სირთულე არ შეიქმნება" - ნათია თურნავა

access_time2020-11-30 14:07:18

„პრემიერ-მინისტრისა და უწყებათაშორისი საკოორდინაციო საბჭოს დავალებით, ეკონომიკის სამინისტრო ჩართულია საქართველოში სამედიცინო ჟანგბადის წარმოების სიმძლავრეების გაზრდის ხელშეწყობასა და ასევე მარაგების შექმნის თვალსაზრისით", - განაცხადა ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების მინისტრმა ნათია თურნავამ მთავრობის ადმინისტრაციაში გამართულ ბრიფინგზე.

 

 

მინისტრის ინფორმაციით, პანდემიის შემდეგ ქვეყნის სამედიცინო დაწესებულებებში სამედიცინო ჟანგბადის მოხმარება დაახლოებით სამჯერ არის გაზრდილი და დღეში 80 ტონას აჭარბებს.

 

 

„ჩვენ, პრემიერ-მინისტრის დავალებით, ვმუშაობთ, რათა არ შეიქმნას დეფიციტი. მინდა დავარწმუნო მოსახლეობა და ჯანდაცვის სექტორი, რომ სამედიცინო ჟანგბადით მომარაგების კუთხით სირთულე არ შეიქმნება," - განაცხადა მინისტრმა. მისი თქმით, დღეს არსებული სიმძლავრეები იზრდება, კერძოდ - პროგრამის „აწარმოე საქართველოში" ფარგლებში სამინისტრო დაეხმარა ჟანგბადის რამდენიმე წარმოებას, რათა თავის პოტენციურ სიმძლავრეებზე გასულიყო, ახალი დანადგარები დაემონტაჟებინა, ან მწყობრიდან გამოსული შეეკეთებინა, შედეგად კი სამედიცინო ჟანგბადის ადგილობრივი წარმოება მნიშვნელოვნად გაიზარდა.


 

 

„დავინახეთ რა ამის საჭიროება, მთავრობასთან შეთანხმებით, ოპერატიულად შევიძინეთ თურქეთის ერთ-ერთ ქარხანაში ჟანგბადის დიდი სიმძლავრის 10 გენერატორი თავისი კომპრესორით. თითოეული დღეში 1 ტონა ჟანგბადს აწარმოებს. აქედან ორი დანადგარი უკვე ჩამოვიდა საქართველოში და დამონტაჟდა რუხის კლინიკაში, სადაც ეს პრობლემა პრაქტიკულად გადაჭრილია. 17 დეკემბერს ველოდებით, რომ კიდევ 6 დანადგარი შემოვა თურქეთიდან და უკვე წინასწარ ვიცით, რომ აქედან 3 დამონტაჟდება ბათუმის რესპუბლიკურ საავადმყოფოში და კიდევ სამი, ჯანდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით, დამონტაჟდება თბილისის რესპუბლიკურ საავადმყოფოში, სადაც ეს პრობლემა იქნება ასევე გადაჭრილი.  დარჩენილი დანადგარები, როდესაც ჩამოვა, ასევე ჯანდაცვის სამინისტროსთან შეთანხმებით, სხვადასხვა კლინიკებში გადანაწილდება. გარდა ამისა, ჩვენ ხელი შევუწყეთ კერძო კლინიკებს, თავადაც შემოეტანათ ასეთი დანადგარები და გაეზარდათ სამედიცინო ჟანგბადის სიმძლავრეები," - განაცხადა ნათია თურნავამ.

 

 

მინისტრის განცხადებით, კოვიდ-ის დროს განსაკუთრებით მნიშვნელოვანია კლინიკების სამედიცინო ჟანგბადით მომარაგება. „ჟანგბად-დამოკიდებული პაციენტების მკურნალობის დროს ჟანგბადით მომარაგება სრულადაა გადაწყვეტილი და ამ მხრივ, დეფიციტი არ იქნება. ასევე მე სიამაყით მინდა ვთქვა, რომ ჟანგბადზე გაზრდილი მოთხოვნიდან, 80 - ზე მეტი ტონიდან, დღეში პრაქტიკულად 90 პროცენტი უკვე ადგილობრივი წარმოებით იფარება. ეს არის ადგილობრივი წარმოების სამედიცინო ჟანგბადი," - განაცხადა ნათია თურნავამ.

 

 

მინისტრის განცხადებით, პრემიერ-მინისტრისა და მთავრობის დავალებით, ეკონომიკის სამინისტრო პერიოდულად ერთვება იქ, სადაც ამის საჭიროება არის და შეგვიძლია ადგილობრივი წარმოებით გადავწყვიტოთ  პრობლემა. „პირველ ეტაპზე, იყო პირბადეები. როდესაც მთელს მსოფლიოში პირბადეების დეფიციტი იყო, ჩვენ არ ვაგრძნობინეთ მოსახლეობას პირბადეების დეფიციტი და დავეხმარეთ საწარმოებს, აეწყოთ როგორც პირბადეების, ასევე სადეზინფექციო ხსნარების და სხვა აუცილებელი პროდუქციის ადგილობრივი წარმოება. დღეს ეს არის ადგილობრივი ჟანგბადით მომარაგება," - განაცხადა ნათია თურნავამ.





„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up