საქართველოდან მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი 35.1%-ით შემცირდა

საქართველოდან მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი 35.1%-ით შემცირდა

access_time2021-04-19 15:00:59

მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი 35.1%-ით $133 მლნ-დან $97 მლნ-მდე შემცირდა. როგორც პროცენტულად, ასევე რიცხობრივად ეს ყველაზე დიდი ვარდნაა. თუ არ ჩავთვლით მომსახურების ექსპორტს, გასულ წელსაც ყველაზე დიდი $330 მლნ-იანი დანაკარგი აღნიშნულმა ინდუსტრიამ განიცადა.


რეგიონში ეკონომიკური მდგომარეობის გაუარესების შედეგად 2020 წელს ავტომობილებზე მოთხოვნა მკვეთრად შემცირდა, პროცესი დღემდე გრძელდება. პრობლემები ქართველ ავტოიმპორტიორებსაც ექმნებათ, რომლებიც მოგებაზე ვეღარ გადიან და პერიოდულად სახელმწიფოსგან განბაჟების ვადის გადაწევას ითხოვენ, რადგან განბაჟების საფასურის გადახდის შემდეგ მის საზღვარგარეთ გაყიდვას ეკონომიკურად აზრი ეკარგება. 2020 წლის 1-ელ მაისამდე შემოყვანილი ავტომობილების განბაჟების ვადა მიმდინარე წლის 31 მაისს იწურება.



მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი, როგორც ბიზნესი 2005 წლიდან ამოქმედდა, როდესაც 1 წელიწადში ბაზარი 373%-ით $18 მლნ-მდე გაიზარდა. მან $100 მლნ-ს პირველად 2008 წელს გადააჭარბა, 2013 წელს კი $704 მლნ-ს მიაღწია. აზერბაიჯანის მიერ 2006 წლამდე გამოშვებული ავტომობილების იმპორტის აკრძალვამ, რასაც ნავთობზე ფასების ვარდნის შედეგად ამ ქვეყანაში გამოწვეული ეკონომიკური პრობლემებიც დაერთო მოთხოვნა საქართველოდან შეტანილ ავტომობილებზე მკვეთრად შემცირდა. პარალელურად სომხეთი ევრაზიულ კავშირში გაწევრიანდა, რამაც არარუსული ავტომობილები გააძვირა, შედეგად 2015-2016 წლებში ბრუნვა 4-ჯერ $171 მლნ-მდე შემცირდა. ბაზარი 2017 წლიდან გამოცოცხლდა, 2019 წელს ავტომობილების რეექსპორტმა $733 მლნ-ს მიაღწია, 2020-ში კი $404 მლნ-მდე შემცირდა.




„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up