10-დან 5 საექსპორტო პროდუქტში 2020 წელს კლება აღინიშნა. ყველაზე მეტად მეორადი ავტომობილების ბაზარი დაზარალდა. ავტომობილების რეექსპორტი 44.9%-ით $733 მლნ-დან $404 მლნ-მდე შემცირდა. იმავე პერიოდში ავტოიმპორტი თანხობრივად დაახლოებით იმავე მოცულობით, $1.108 მლრდ-დან $759 მლნ-მდე შემცირდა. ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.
მსუბუქი ავტომობილების გარდა მნიშვნელოვანი 18.5%-იანი კლება დაფიქსირდა ფეროშნადნობებში და მისი ექსპორტი $247 მლნ-მდე შემცირდა. 42.6%-ით $99 მლნ-მდე შემცირდა სამკურნალო საშუალებების ექსპორტიც. ვარდნას ვერ გადაურჩა ისეთი ტრადიციული მეურნეობები როგორებიცაა ღვინო და მინერალური წყლები. ღვინის ექსპორტი 5.6%-ით $223 მლნ-დან $210 მლნ-მდე შემცირდა, ხოლო მინერალური წყლების 12.7%-ით $134 მლნ-დან $117 მლნ-მდე.
12.3%-იანი მატების შემდეგ $729 მლნ-ით სპილენძის მადნებმა ექსპორტში პირველი ადგილი დაიკავა. პროდუქციის თითითქმის 2/3 რეექსპორტზე ჩინეთში გავიდა. ბოლო წლებში პირველად 41%-იანი მატება დაფიქსირდა თხილის ექსპორტში და მან $94 მლნ-ს მიაღწია, რომელიც ფაროსანამდე 2014-2016 წლებში $170 მლნ-ს აჭარბებდა, მაგრამ შემდეგ $70 მლნ-ს ჩამოსცდა.
პროცენტულად ყველაზე მაღალი 751%-იანი ზრდა ძვირფასი ლითონების მიმართულებით დაფიქსირდა, რომლის რეექსპორტიც $10.6 მლნ-დან $90 მლნ-მდე გაიზარდა.