11 თვეში ექსპორტი $386 მლნ-ით შემცირდა. კლება აღინიშნა მსხვილი საექსპორტო პროდუქციის უმრავლესობაში, თუმცა არსებობს რამდენიმე გამონაკლისიც.
იანვარ-ნოემბერში სულ $364 მლნ-ის მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი განხორციელდა რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით $270 მლნ-ით ანუ 42.5%-ით ნაკლებია. იმავე პერიოდში მათი იმპორტი კიდევ უფრო მეტად - 327 მლნ-ით შემცირდა, თუმცა საიმპორტო პროდუქციაში - $680 მლნ-ით პირველი ადგილი მაინც შეინარჩუნა.
მნიშვნელოვანი კლება ფიქსირდება ასევე ფეროშენადნობებში - 11.5% და 15.3%-იანი მინერალურ წყლებში. 8.1%-ით, $203 მლნ-დან $186 მლნ-მდეა შემცირებული ღვინის ექსპორტიც.
პროცენტულად ყველაზე მეტად - 45.6%-ით $87 მლნ-მდე, სამკურნალო საშუალებების ექსპორტი შემცირდა.
11 თვეში 13.1%-ით, $677 მლნ-მდე გაიზარდა სპილენძის მადნების ექსპორტი, საიდანაც ნახევარზე მეტი ჩინეთში გაიგზავნა. იმავე პერიოდში სპირტიანი სასმელების ექპორტი 3.2%-ით $116 მლნ-მდე. 40%-ით $86 მლნ-მდე გაიზარდა თხილის ექსპორტი, რაც ბოლო წლებში პირველი შემთხვევაა. 3952%-იანი ზრდა ფიქსირდება ძვირას ლითონებში, ეს იმიტომ რომ გასულ წელს ექსპორტი მხოლოდ $2 მლნ-ს შეადგენდა, წელს - $87 მლნ-ზე მეტს.
გიორგი ელიზბარაშვილი