მსუბუქი ავტომობილების იმპორტი $306 მლნ-ით, ნავთობის $222 მლნ-ით შემცირდა

მსუბუქი ავტომობილების იმპორტი $306 მლნ-ით, ნავთობის $222 მლნ-ით შემცირდა

access_time2020-11-22 10:00:00

იანვარ-ოქტომბერში ექსპორტი $340 მლნ-ით, იმპორტი კი ბევრად უფრო მეტით, $1.280 მლრდ-ით შემცირდა. ინფორმაციას საქსტატი ავრცელებს.


თუ 10 მთავარი საექსპორტო პარტნიორიდან ექსპორტი 6 სახელმწიფოში შემცირდა, იმპორტმა 10-დან 9 სახელმწიფოში იკლო. ანალოგიურად 10 საექსპორტო პროდუქტი-დან კლება 5-ში აღინიშნება, ტოპ 10 საიმპორტო პროდუქციაში კი ხორბლის გარდა ყველგან კლებაა.



ყველაზე მეტად $306 მლნ-ით მსუბუქი ავტომობილების $929 მლნ-დან $623 მლნ-მდე მსუბუქი ავტომობილების იმპორტი შემცირდა. პარალელურად $222 მლნ-ით $557 მლნ-დან $335 მლნ-მდე შემცირდა მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტიც.



$204 მლნ-ით $616 მლნ-დან $412 მლნ-მდე შემცირდა საწვავის იმპორტი, რისი მთავარი მიზეზიც არა იმდენად მოხმარების შემცირება, რამდენადაც ნედლეულზე და შემდეგ უკვე საბოლოო გადამუშავებულ პროდუქტზე ფასების მკვეთრი ვარდნაა.




$47 მლნ-ითაა შემცირებული სპილენძის მადნების იმპორტი, $38 მლნ-ით სამკურნალო საშუალებების, $30 მლნ-ით სატელეფონო აპარატების, $22 მლნ-ით ბუნებრივი გაზის და $16 მლნ-ით სიგარეტის იმპორტი. 5.3%-ით გაზრდილია მხოლოდ ხორბლის იმპორტი, რაც ხორბალზე ფასების ზრდითაა გამოწვეული.



ოქტომბერში იმპირტი 23.5%-ით შემცირდა, რაც მაისის შემდეგ ყველაზე დიდი კლებაა. 2.2%-ით შემცირდა ექსპორტიც, მაშინ როცა სექტემბერში იანვრის შემდეგ პირველად 8.3%-იანი ზრდა დაფიქსირდა.



ცალეკეულ პროდუქციაზე ფასების შემცირების მიუხედავად იმპორტის მნიშვნელოვანი კლება ძირითადად მოთხოვნის შემცირებითაა გამოწვეული, რისი მიზეზიც თავის მხრივ მსყიდველობითუნარიანობის კლებაა. ეკონომიკურმა ვარდნამ შესაზლოა 5%-ს გადააჭარბოს, რაც 1994 წლის შემდეგ ყველაზე ცუდი მაჩვენებელია.


გიორგი ელიზბარაშვილი

თეგები:
იმპორტი



„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up