იანვარ-სექტემბერში საგარეო ვაჭრობის ბრუნვა 14.9%-ით $1.417 მლრდ-ით, $8.121 მლრდ-მდე შემცირდა. 9 თვეში საქართველომ ექსპორტზე $2.403 მლრდ-ის პროდუქცია გაიტანა, რაც გასული წლის ანალოგიურ პერიოდთან შედარებით 12.1%-ით ანუ $332 მლნ-ით ნაკლებია.
საექსპორტო პროდუქციის მიხედვით 14.1%-იანი მატების შემდეგ $542 მლნ-ით პირველ ადგილს სპილენძის მადნები და კონცენტრატები იკავებს, რომელიც რეალურად რეექსპორტია, ანალოგიურ პერიოდში საქართველოში $415 მლნ-ის იმავე პროდუქციის იმპორტი განხორციელდა. მსუბუქი ავტომობილების რეექსპორტი 9 თვეში $181 მლნ-ით - 37.3%-ით შემცირდა და მეორე ადგილზე გადაინაცვლა. $180 მლნ-ით მესამე ადგილზე ფეროშენადნობები გავიდა, რომლის ექსპორტიც 25%-ით შემცირდა.
პირველად ბოლო წლების განმავლობაში, 5.8%-ით $143 მლნ-მდე შემცირდა ღვინის ექსპორტი, თუმცა საერთო ვარდნის ფონზე მისი წილი 5.6%-დან 6%-მდე გაიზარდა. კიდევ უფრო მეტად, 16.9%-ით, $81 მლნ-მდე შემცირდა მინერალური და მტკნარი წყლების ექსპორტიც.
გიორგი ელიზბარაშვილი