4 ივლისი რომ ამერიკელი ხალხისთვის ყველაზე ძვირფასი და საამაყო დღესასწაულია მსოფლიოსთვის ცნობილია.  სწორედ ამიტომ ჩემი ნომერ პირველი მიზანი იყო ქართული ტრადიციით გვემასპინძლა ჩვენი ამერიკელი მეგობრებისთვის

4 ივლისი რომ ამერიკელი ხალხისთვის ყველაზე ძვირფასი და საამაყო დღესასწაულია მსოფლიოსთვის ცნობილია. სწორედ ამიტომ ჩემი ნომერ პირველი მიზანი იყო ქართული ტრადიციით გვემასპინძლა ჩვენი ამერიკელი მეგობრებისთვის

access_time2019-07-11 11:11:33


აშშ-ის დამოუკიდებლობის აქტის მიღების 243-ე წლისთავთან დაკავშირებით, სასტუმრო “ფოლკში“ სადღესასწაულო მიღება გაიმართა. ეს იყო მეთოთხმეტე აშშ-ის დამოუკიდებლობის დღე, რომლის ინიციატორიც ტრადიციულად არის ამერიკის მეგობართა კლუბის პრეზიდენტი ილია ზუკაკიშვილი. დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილ წვეულებაზე, მოწვეულ სტუმრებს მისასალმებელი სიტყვით მიმართეს ამერიკის მეგობართა კლუბის პრეზიდენტმა ილია ზუკაკიშვილმა და აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეტ რუდმა.





ილია ზუკაკიშვილმა მიულოცა ამერიკელ ხალხს ეროვნული დღესასწაული და ვრცლად ისაუბრა ორ ქვეყანას შორის არსებულ ურყევ მეგობრობაზე. მან აღნიშნა, რომ აშშ-ი არის საქართველოს ყველაზე სანდო და მტკიცე მოკავშირე, რომელიც მსოფლიოს ყველა პოლიტიკურ ავანსცენაზე განსაკუთრებულად იცავს საქართველოს ინტერესებს, ქვეყნის სუვერენიტეტს და ტერიტორიულ მთლიანობას.





მინდა განსაკუთრებულად ავღნიშნო, რომ დღეს ჩვენ ავღნიშნავთ დემოკრატიის ზეიმს იმ ადამიანების გარემოცვაში ვისაც სურს იცხოვროს თავისუფალ საზოგადოებაში და გაიზიაროს ამერიკელი ხალხის სიხარული. დღეს ჩემი ნომერ პირველი მიზანია, გამოვიყენო ამ შესანიშნავი დღის სადღესასწაულო ფორმატი და ქართული ტრადიციით თქვენთან ერთად ვუმასპინძლო ჩვენს ამერიკელ მეგობრებს. მინდა მადლიერება გამოვხატო ამერიკელი ხალხის მიმართ საქართველოსთვის გაკეთებული ბევრი კეთილი საქმისთვის და ჩვენი ქვეყნის უწყვეტი მხარდაჭერისთვის. ასევე მინდა, ქართულ ამერიკული მეგობრობის სახელით ურყევი მეგობრობის მესიჯი გაუგზავნო მათ ერთგულებისთვის.






აქვე მინდა ვისარგებლო შემთხვევით და განსაკუთრებული მადლობა მოუხადო სააფთიაქო ქსელს PSP (ს), აშშ-ის დამოუკიდებლობის დღის საზეიმო ღონისძიების განხორციელებაში შტანილი განსაკუთრებული წვლილისთვის და გენერალური სპონსორობისთვის. აგრეთვე მინდა მადლობა მოუხადო წვეულების ოქროს სპონსორს FOLK Hote”(ს), ღონისძიების გენერალურ მედია პარტნიორს FORBES GEORGIA(ს), ამერიკულ კომპანია KVG -ი საქართველოს ოფისს, “ამბასადორი კაჭრეთს“, ნატალი ჯგუფს (ს), “საქართველოს ფოსტას“, “მეღვინეობა ხარებას“, “ლიბერთი ბანკს“, კომპანია “ენერჯის“, “მაკკეინნ თბილისს“, “McDonald's Georgia“(ს), “კოკა კოლა ბოთლერს ჯორჯიას“, სასტუმრო “ბომონდ გარდენს“, “Gulf Georgia“(ს). აშშ-ის დამოუკიდებლობის დღის მედია პარტნიორებს; მედია ჰოლდინგს Commersant ge“ & რადიო Commersant 95.5 FM(ს). საინფორმაციო სააგენტოებს; ”Front News International”(ს), “Newsday ge(ს), ”2020NEWS.GE” და ინგლისურენოვან გაზეთს “The Messenger”(ს).





აშშ-ის დამოუკიდებლობის დღის სადღესასწაულო მიღებას დაესწრნენ; საქრთველოს საკანონმდებლო ხელისუფლების წევრები, საქართველოში აკრედიტებული დიპლომატიური კორპუსი, ქართველი და ამერიკელი სამხედრო ოფიცერები, საქართველოში მცხოვრები ამერიკელები და მათი ოჯახის წევრები, ბიზნეს სექტორის, მედიის და კულტურის სფეროს წარმომადგენლები, ოპოზიციური პოლიტიკური პარტიების ლიდერები, ამერიკის მეგობართა კლუბის პარტნიორი ორგანიზაციები. აშშ-ის დამოუკიდებლობის დღის საპატიო სტუმრები კი იყვნენ ამერიკელი სამხედრო ოფიცრები და ქართველი სამხედრო ოფიცერი, საქართველოს შეიარაღებული ძალების პოლკოვნიკი ალექსანდრე ტუღუში, რომელიც არის რუსეთი-საქართველოსა და ავღანეთის ომების მონაწილე, ქვეყნის ერთ-ერთი უმაღლესი ჯილდოს, წმინდა გიორგის სახელობის გამარჯვებისორდენით დაჯილდოვებული და ვახტანგ გორგასლის პირველი ხარისხის ორდენის კავალერი.
ღონისძიების ოფიციალურ ნაწილში შესრულდა აშშ-ის და საქართველოს ჰიმნი, რომლის დასრულებისთანავე, ვაჟთა ფოლკლორულმა ანსამბლმა, ცნობილი ქართული ხალხური სიმღერებით, ამერიკელ ხალხს მიულოცა დამოუკიდებლობის დღე.





აშშ-ის დროშის ფერებში მორთულ ტერასაზე ნამდვილი ამერიკული გარემო და უამრავი დადებითი ემოცია სუფევდა. ოფიციალური ნაწილის დასრულების შემდეგ, სტუმრებმა ქართული ტრადიციისამებრ ღვინით დალოცეს ქართულ ამერიკული მეგობრობა. წვეულების სადღესასწაულო განწყობის ასამაღლებლად კი გაიმართა, 4 ივლისის იღბლიანი ბილეთების წამახალისებელი გათამაშება. ასევე, გაიმართა დაჯილდოვების ცერემონიალი, რომლის ფარგლებშიც აშშ-ის დამოუკიდებლობის დღის ოფიციალურ მხარდამჭერებს და სპონსორებს, აშშ-ის ელჩის მოვალეობის შემსრულებელმა ელიზაბეტ რუდმა გადასცა მადლობის სიგელი, აშშ-ის დამოუკიდებლობის დღის განხორციელებაში შეტანილი წვლილისთვის. დემოკრატიის ზეიმის დასკვნით ნაწილში, სტუმრებს საშუალება ჰქონდათ ეხილათ წვეულების ერთ-ერთი მნიშვნელოვანი აქტივობა, 4 ივლისის სადღესასწაულო ფეირვერკი და აშშ-ის დამოუკიდებლობის დღისთვის დამზადებული საზეიმო ტორტის გაჭრის ცერემონია. აშშ-ის დამოუკიდებლობის დღისადმი მიძღვნილი სადღესასწაულო წვეულება გვიან ღამემდე გაგრძელდა.



მადლობა ყველას, ვისთვისაც ამერიკელ ხალხთან მეგობრობა უაღრესად სასიამოვნო და მნიშვნელოვანია. კიდევ ერთხელ ვულოცავთ ჩვენს მეგობრებს ამერიკელ ხალხს დამოუკიდებლობის დღეს, ვუსურვებთ მათ მშვიდობას და კეთილდღეობას, განაცხადა ამერიკის მეგობართა კლუბის პრეზიდენტმა ილია ზუკაკიშვილმა.










მესტიის ყოფილი საპრეზიდენტო რეზიდენცია აუქციონზე 7.5 მლნ ლარად გაიყიდა

მესტიის ყოფილი საპრეზიდენტო რეზიდენცია აუქციონზე 7.5 მლნ ლარად გაიყიდა
access_time2019-12-14 15:00:33
კამპანია „100 საინვესტიციო შეთავაზება ბიზნესს“ ფარგლებში, მესტიის ყოფილი საპრეზიდენტო რეზიდენცია ელექტრონულ აუქციონზე ცოტა ხნის წინ გაიყიდა. აუქციონის საწყისი ფასი 1 840 000 ლარი იყო, თუმცა ვაჭრობის შედეგად ყოფილი რეზიდენცია 7 510 000 ლარად გაიყიდა. რეზიდენცია კომპანია „აი ღვინის სახლმა“ იყიდა. კომპანიის  მფლობელი ყოფილი სპორტსმენი და მოქმედი ბიზნესმენი ბენო ქაშაკაშვილია.   ქაშაკაშვილი „ქართული ოცნების“ ერთ-ერთი მსხვილი შემომწირველია . ბიზნესმენმა...

საქართველოში პირველი ხის კენწეროების ბილიკი მოეწყობა

საქართველოში პირველი ხის კენწეროების ბილიკი მოეწყობა
access_time2019-12-14 11:00:58
ლაგოდეხის დაცულ ტერიტორიებზე საქართველოში პირველი, ხის კენწეროების ბილიკი მოეწყობა, პროექტირების სამუშაოები უკვე დასრულებულია. ხის კენწეროების ბილიკები მოიცავს კოშკურებს, საჰაერო ბილიკს, ხიდებს, საგანმანათლებლო და საინტერპრეტაციო ინტერაქტიულ პორტალებს. მსგავსი ბილიკები მხოლოდ მსოფლიოს წამყვან ეროვნულ პარკებშია. ბილიკი, წინასწარი გათვლებით 1 წლის განმავლობაში 60 000 – 100 000 ადამიანის მასპინძლობას შეძლებს. პროექტის მიხედვით, ბილიკი წრიული იქნება და მისი სიგრძე 500 მეტრი...

საქართველოს აეროპორტებში უცხო ქვეყნის საჰაერო ხომალდებისათვის ხმაურის მოთხოვნები დაინერგება

საქართველოს აეროპორტებში უცხო ქვეყნის საჰაერო ხომალდებისათვის ხმაურის მოთხოვნები დაინერგება
access_time2019-12-14 20:00:22
2020 წელს ევროკავშირის დირექტივის შესაბამისად, საქართველოს ეკონომიკისა და მდგრადი განვითარების სამინისტროს სამოქალაქო ავიაციის სააგენტო (GCAA) გეგმავს საქართველოს აეროპორტებში უცხო ქვეყნის საჰაერო ხომალდებისათვის ხმაურის მოთხოვნების დანერგვას, აღნიშნულის შესახებ განცხადებას სამოქალაქო ავიაციის სააგენტოს ხელმძღვანელი ლევან კარანაძე აკეთებს. კარანაძის თქმით, აღნიშნული წესის მიზანია საქართველოს აეროპორტებში საჰაერო ხომალდების ექსპლუატირების დროს ხომალდის...

Parker Georgia - ფეხსაცმლის ქართული ბრენდი განვითარების ახალ საფეხურზე გადადის

Parker Georgia - ფეხსაცმლის ქართული ბრენდი განვითარების ახალ საფეხურზე გადადის
access_time2019-12-14 14:00:53
ქართული ბრენდი PARKER GEORGIA ბაზარზე 2017 წელს გამოჩნდა და სულ მალე დიდი პოპულარობა მოიპოვა. ბავშვობის მეგობრების წამოწყება 2 წელიწადში წარმატებულ, შემდგარ ბიზნესად იქცა, რომელიც სწრაფი ტემპით ვითარდება და უკვე ქვეყნის ფარგლებსაც გასცდა. PARKER GEORGIA-ს ერთგული მომხმარებლების რიცხვი მზარდია. მათ ქართული ბრენდის ფეხსაცმელი საკუთარი სტილის განუყრელ ატრიბუტად...

ლევან კობერიძის კითხვები ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, კობა გვენეტაძეს

ლევან კობერიძის კითხვები ეროვნული ბანკის პრეზიდენტს, კობა გვენეტაძეს
access_time2019-12-13 22:47:07
საპარლამენტო ფრაქცია დამოუკიდებელი დეპუტატების წევრმა ლევან კობერიძემ  ეროვნული ბანკის პრეზიდენტ კობა გვენეტაძეს პარლამენტში პლენარულ სესიაზე, სადაც სებ–ის ფულად-საკრედიტო პოლიტიკის დოკუმენტი განიხილეს, რამდენიმე კითხვით მიმართა:  -საპენსიო ფონდის ხელმძღვანელის, ლევან სურგულაძის თანამდებობიდან წასვლა ვადაზე ადრე (1 წელიწადში წავიდა ის...


მსგავსი სიახლეები

up