მსოფლიოში ყველაზე ხშირად მონახულებადი ვებ-გვერდები

მსოფლიოში ყველაზე ხშირად მონახულებადი ვებ-გვერდები

access_time2021-01-28 22:30:00

დღეს, როცა ბევრი ადამიანი კომპიუტერთან და მობილურთან დიდ დროს ატარებს, მსოფლიოს ყველაზე ხშირად მონახულებადი ვებ-გვერდების სიაც მზარდია. თუმცა, ამ სიაში მაინც დომინირებს ტოპ 3 ინტერნეტ რესურსი: Google - თვეში 92,5 მლრდ ვიზიტით, YouTube - 34,6 მილიარდით და Facebook-ი 25.5 მილიარდით. ინფორმაციას Visual Capitalist ავრცელებს.


გამოცემის ცნობით, ამ სამი ვებ-გვერდის ყოველთვიური ვიზიტების მაჩვენებელი 152 მილიარდია. Google ყოველწლიურად მომხმარებლების ორ ტრილიონზე მეტ საძიებო მოთხოვნას ემსახურება. შესაბამისად, რეიტინგში ფლაგმანი ელექტრონული მისამართით, google.com მოწინავე პოზიციას იკავებს. გიგანტი საძიებო კომპანია საკუთარი შემოსავლის 80%-ს რეკლამიდან იღებს.


მეორე ადგილზეა სოციალური ქსელი Facebook, მომხმარებელთა 2.7 მილიარდიანი ბაზით. საშუალოდ, მომხმარებლები ვებ-გვერდზე ყოველდღიურად 34 წუთს ატარებენ, მათი 36% აცხადებს, რომ ინფორმაციას სწორედ Facebook-იდან იღებს. ამასთან Facebook-აქტივობა უფრო მაღალია, ვიდრე ნებისმიერ სხვა სოციალურ ქსელში. ჩინეთის წამყვანმა საძიებო სისტემამ, Baidu-მ ნოემბერში 5,6 მილიარდი ვიზიტორი მიიღო. ამასთან, რამდენადაც პანდემიის დროს ვიდეოკონფერენციები მოთხოვნადი გახდა, ყველაზე ხშირად მონახულებადი ვებ-გვერდების სიაში ამ სერვისის მიმწოდებელი საიტებიც შევიდა, რომლებსაც ყოველთვიურად 2,7 მილიარდი ვიზიტორი მაინც სტუმრობს. ანალოგიურად, TikTok-ის პოპულარობაც ყოველდღიურად იზრდება.


რაც შეეხება ყველაზე ხშირად მონახულებად ვებ-გვერდებს ქვეყნების მიხედვით, ამ მხრივ, აშშ დომინანტ მოთამაშედ რჩება, ქვეყანაში შექმნილი 27 საიტით. Microsoft-ი, რომელიც ტოპ ვებ-გვერდების სიაში 28-ე ადგილს იკავებს, თავად მსოფლიოს შვიდ საუკეთესო საიტს ფლობს, მათ შორის LinkedIn-ს და Live.com-ს. მეორე მხრივ, სიაში მე-13 ადგილზე მყოფი Amazon-ი ხუთ ვებ-გვერდს ფლობს, რომელთაგან Twitch.tv ტოპ 50 საიტიდან 32-ე ადგილზეა. ჩინეთის მფლობელობაში კი 5 ტოპ მონახულებადი ვებ-გვერდია: Baidu - მე-7 ადგილით, QQ - 34-ე ადგილით, Bilibili - 42-ე ადგილით, TikTok-ი 43-ე და AliExpress-ი 47-ე ადგილებით.



Tencent-ის საკუთრებაში არსებული QQ.com-ი, რეიტინგში ახალი ამბების ვებ-გვერდებიდან ყველაზე ხშირად მონახულებადია, თვეში 981 მილიონზე მეტი ვიზიტორით. გლობალურად ყველაზე ხშირად მონახულებული ვებ-საიტებიდან მხოლოდ ოთხია დაფუძნებული რუსეთსა და იაპონიაში. საინტერესოა ისიც, რომ 2019 წლის ივნისიდან 2020 წლის ნოემბრის პერიოდში, Google–ის ყოველთვიურ ვიზიტორთა რაოდენობა 52,9%–ით გაიზარდა.


მომხმარებელთა ზრდის ამ ტემპით გიგანტი საძიებო კომპანია ჩამორჩება მხოლოდ „ინსტაგრამს“, რომლის ზრდამაც ანალოგიურ პერიოდში 89,1% შეადგინა და ჩამორჩება Twitter-საც, რომელსაც 67,1%-იანი ზრდის მაჩვენებელი აქვს. გლობალურად ყველაზე ხშირად მონახულებადი ვებ-გვერდების რეიტინგში მე-5 ადგილზეა „ვიკიპედია“, რომელიც 2001 წელს Larry Sanger–მა და Jimmy Wales–მა შექმნეს და ბოლო წლინახევრის განმავლობაში საიტს ვიზიტორების 30%–იანი ზრდა უფიქსირდება.


თუმცა, ამასობაში ვებ-გვერდებზე მომხმარებელთა ზრდის ფაქტორმა რეკლამის მარეგულირებელი ორგანოების უფრო მეტი ყურადღებაც გამოიწვია და თანაბარი კონკურენციის მოთხოვნის გამო, რამდენიმე კომპანია, მათ შორის, Google-იც, რომელზეც ონლაინ რეკლამების 90%-ი მოდის, კრიტიკის ქარ-ცეცხლში მოჰყვა.


forbes.ge








„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI

„მომავალ შაბათს რომ საპარლამენტო არჩევნები ტარდებოდეს – ოცნება 19%, ენმ 14%, გახარია 3%“ – IRI
access_time2023-04-25 14:00:33
საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტი (IRI) საზოგადოების აზრის კვლევას აქვეყნებს. კითხვაზე, ვის მისცემდნენ ხმას, საპარლამენტო არჩევნები მომავალ შაბათს რომ ტარდებოდეს, 19% ქართულ ოცნებას ასახელებს, 14% ერთიან ნაციონალურ მოძრაობას.  მოქალაქეებს დაუსვეს კითხვა - საპარლამენტო არჩევნები რომ მომავალ შაბათს ტარდებოდეს, რომელ პარტიას მისცემდით ხმას? (თუ მისცემდით) / თქვენ მიერ არჩეული პარტია რომ ბიულეტენზე არ ყოფილიყო, სანაცვლოდ ვის მისცემდით ხმას? (თუ...

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს

IRI-ის კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად პატრიარქი, 52%-ს კახა კალაძე, ხოლო 48%-ის სალომე ზურაბიშვილი მოსწონს
access_time2023-04-25 13:30:40
„საერთაშორისო რესპუბლიკური ინსტიტუტის (IRI)“ ახალი კვლევის თანახმად, გამოკითხულთა 91%-ს ყველაზე მეტად საქართველოს პატრიარქი ილია მეორე მოსწონს.   ამავე კვლევის თანახმად, რეიტინგში მეორე ადგილს თბილისის მერი კახა კალაძე იკავებს, რომელიც გამოკითხულთა 52%-ს მოსწონს, 48%-ით მესამე ადგილზეა საქართველოს პრეზიდენტი, სალომე ზურაბიშვილი, რომელსაც მოსდევს პრემიერ-მინისტრი ირაკლი ღარიბაშვილი 43%-ით.   ცნობისთვის, IRI-ის კვლევა 2023 წლის 4-23 მარტის პერიოდში...

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც

უკრაინამ სუდანიდან 138 ადამიანის ევაკუაცია წარმატებით განახორციელა, მათ შორის არიან საქართველოს მოქალაქეებიც
access_time2023-04-25 12:50:16
უკრაინამ წარმატებით ჩაატარა სამაშველო ოპერაცია სუდანის ტერიტორიიდან მოქალაქეების ევაკუაციის მიზნით. სულ გამოიყვანეს 138 ადამიანი, მათ შორის უცხოელები. ამის შესახებ უკრაინული მედია თავდაცვის სამინისტროს მთავარი სადაზვერვო სამმართველოს პრესსამსახურზე დაყრდნობით იუწყება. აღნიშნულია, რომ ოპერაცია უკრაინის პრეზიდენტის აპარატთან და საგარეო საქმეთა სამინისტროსთან კოორდინაციით დაზვერვის მთავარმა დირექტორატმა განახორციელა. „წარმატებული...

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI

რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას: 39% „ნაციონალურ მოძრაობას“, 34 % კი „ქართულ ოცნებას“ ასახელებს“ - IRI
access_time2023-04-25 13:15:07
IRI-ს კვლევის მიხედვით, გამოკითხულთა 39 პროცენტი აცხადებს, რომ ნებისმიერ გარემოებაში ხმას არ მისცემდა „ერთიან ნაციონალურ მოძრაობას“.   კითხვაზე რომელ პარტიას არ მისცემდით ხმას, ნებისმიერ გარემოებაში, შედეგები შემდეგნაირად გადანაწილდა, „ერთიანი ნაციონალური მოძრაობა – 39%; „ქართული ოცნება“ – 34%; „კონსერვატიული მოძრაობა – ალტ-ინფო“ -16%; „გირჩი მეტი თავისუფლება – ზურაბ გირჩი ჯაფარიძე“ – 13%; „პატრიოტთა ალიანსი, დავით თარხან-მოურავი და ირმა ინაშვილი“ – 13%; „გირჩი“ -13%;...

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო

მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა აშშ-ში ფასიანი ქაღალდების განთავსებისთვის მზადება დაიწყო
access_time2023-04-25 12:30:09
მიხეილ ლომთაძის Kaspi.kz-მა შეერთებულ შტატებში შესვლისთვის მზადება დაიწყო. ამის შესახებ ნათქვამია კომპანიის 2023 წლის პირველი კვარტლის ანგარიშში, რომელიც გამოქვეყნდა ორშაბათს, 24 აპრილს. ანგარიშის მიხედვით, ყაზახური ფინტექი მომზადების „ადრეულ ეტაპზეა“, „რადგან ნებისმიერი ტრანზაქცია, რა თქმა უნდა, ბაზრის პირობებზეა დამოკიდებული. ჩვენ ვხედავთ ბევრ პოტენციურ სარგებელს აშშ-ს სიაში, მათ შორისაა გაფართოება, უფრო მრავალფეროვანი აქციონერთა ბაზა და გაზრდილი სავაჭრო ლიკვიდობა“, -...


მსგავსი სიახლეები

up