მსოფლიოში ყველაზე მაღალი მშენებარე ცათაბჯენები - ტოპ-7

მსოფლიოში ყველაზე მაღალი მშენებარე ცათაბჯენები - ტოპ-7

access_time2019-02-09 20:00:50

Council on Tall Buildings and Urban Habitat-ის მონაცემებით, მსოფლიოში 133 ზემაღალი ცათაბჯენია, რომელთა სიმაღლე აღემატება 300 მეტრსუახლოეს წლებში აშენდება კიდევ 20 ასეთი შენობა, მათ შორის 7 უკვე დასრულების სტადიაზეა.

 

1.Grand Canal Land, ბანგკოკი, ტაილანდი, მშენებლობის დასრულება - 2020  წელი

125-სართულიანი და 615 მეტრის სიმაღლის შენობა, მთლიანი ფართი  - 320 000 კვ.მ. აზიის ყველაზე მაღალი შენობა გაიყოფა 3 ნაწილად  - უმაღლესი კატეგორიის ოფისები, 6-ვარსკლავიანი სასტუმრო და გასართობი ზონა. პროექტი გამოირჩევა ეკოლოგიურობით - ელექტროენერგიის დიდ ნაწილს ცათაბჯენი მიიღებს მზის პანელებით.

 

2. Guiyang Cultural Plaza Tower, გუიანი, ჩინეთი, მშენებლობის დასრულება - 2020 წელი

შენობა თითქმის დამთავრებულია და აღიარებულია, როგორც ბოლო წლების ყველაზე უჩვეულო პროექტი. კერძოდ, 121 მეტრის სიმაღლიდან ჩამოდის ჩანჩქერი, რომლის წყალიც გროვდება სპეციალურ რეზერვუარში. შენობაში იქნება 109 სართული.

 

3. Merdeka PNB118, კუალა-ლუმპური, მალაიზია, მშენებლობის დასრულება - 2020 წელი

მალაიზიის დედაქალაქში შენდება 644-მეტრიანი ცატაბჯენი. 118-სართულიანი კოშკი იქნება ყველაზე მაღალი მალაიზიაში და მსოფლიოში მე-3. ზედა სართულებზე განლაგდება სასტუმრო  Hyatt Hotels & Resorts, დანარჩენ 83 სართულს დაიკავებს მალაიზიის უმსხვილესი საინვესტიციო კომპანია  Permodalan Nasional Berhad.


 

4. Baoneng Shenyang WFC Tower 1,  შენიანი, ჩინეთი, მშენებლობის დასრულება - 2019 წელი

მშენებლობა დაიყო 2014 წელს, და პროექტს დაარქვეს „ჩრდილოეთის მარგალიტი“. ცათაბჯენის საინვესტიციო ღირებულება შეადგენს 1 მლრდ. დოლარს.  შენობაში განთავსდება  სავაჭრო და საცხოვრებელი ფართები. მისი სიმაღლე შეადგენს 560 მეტრს.

 

5. Dubai Creek Tower, დუბაი, მშენებლობის დასრულება  - 2020 წელი

ცათაბჯენის სიმაღლე იქნება 928 მეტრი, ის გაიხსნება საერთაშორისო გამოფენისთვის, რომელიც 2020 წელს გაიმართება დუბაიში. ახალი შენობა იქნება მსოფლიოში განთქმულ „ბურჯ ჰალიფაზე“ 100 მეტრით მაღალი. პროექტის ღირებულება შეადგენს 1 მლრდ. დოლარს, დიზაინის ავტორია ესპანელი არქიტექტრი სანტიაგო კალატრავა.

 

6. Jeddah Tower, ჯედა, საუდის არაბეთი, მშენებლობის დასრულება  - 2020 წელი

ამ ეტაპზე მსოფლიოში  ყველაზე მაღალი შენობა. 1007 მეტრის და 1,23 მლრდ. დოლარის ღირებულების შენობა იქნება ახალი რაიონის Kingdom Center-ის ნაწილი. წითელი ზღვის სანაპიროზე მშენებარე რაიონის მთლიანი საინვესტიციო ღირებულება შეადგენს 20 მლრდ. დოლარს. Jeddah Tower იქნება მსოფლიოში პირველი შენობა, რომლის სიმაღლეც აღემატება 1 კილომეტრს.


7. Central Park Tower, ნიუ-იორკი, მშენებლობის დასრულება - 2020 წელი

ეს იქნება მსოფლიოში ყველაზე მაღალი საცხოვრებელი სახლი. განსაკუთრებულ ყურადღებას იპყრობს ლუქს-კლასის პენტჰაუსი, რომლის ფართობიც შეადგენს 1 486 კვ. მეტრს.

 







რომან კაკულია ეკონომიკის მინისტრების ცვლილებაზე: არ გვაქვს მკაფიოდ ჩამოყალიბებული ეკონომიკური ხედვა

რომან კაკულია ეკონომიკის მინისტრების ცვლილებაზე: არ გვაქვს მკაფიოდ ჩამოყალიბებული ეკონომიკური ხედვა
access_time2019-04-19 14:00:10
9 თვის განმავლობაში ეკონომიკის მინისტრის თანამდებობაზე მუშაობის შემდეგ გიორგი ქობულია საქართველოს პრემიერ-მინისტრმა თანამდებობიდან გაათავისუფლა და მის ნაცვლად, გიორგი ქობალიასვე მოადგილე, ენერგეტიკის მიმართულებაში ნათია თურნავა დანიშნა. არსებული ინფორმაციით გიორგი ქობულიას თანამდებობიდან გადაყენების საკითხი რამდენიმე კვირის განმავლობაში განიხილებოდა, თუმცა ოფიციალურ მიზეზებზე პრემიერ-მინისტრის კაბინეტში განცხადება არ...

ვარკეთილში „ლიბერთი ბანკის“ ფილიალი დააყაჩაღეს, არიან დაშავებულები

ვარკეთილში „ლიბერთი ბანკის“ ფილიალი დააყაჩაღეს, არიან დაშავებულები
access_time2019-04-19 12:28:33
ვარკეთილში, მე-3 მიკრორაიონში, სუხიშვილის ქუჩაზე „ლიბერთი ბანკის“ ფილიალი დააყაჩაღეს. როგორც „ინტერპრესნიუსს“ შინაგან საქმეთა სამინისტროში განუცხადეს, შემთხვევის შედეგად, 1 ადამიანს თავის არეში აქვს დაზიანება მიღებული. ასევე ვრცელდება ინფორმაცია მეორე პირის დაშავების შესახებაც. შსს-ს ცნობით, დამნაშავეები ჯერ არ დაუკავებიათ. მომხდარზე გამოძიება სისხლის სამართლის კოდექსის 179-ე მუხლით მიმდინარეობს, რაც ყაჩაღობას...

აღმოაჩინეთ ინდური ალტერნატიული მედიცინა სასტუმრო Georgia Palace Hotel & Spa Kobulet-ში

აღმოაჩინეთ ინდური ალტერნატიული მედიცინა სასტუმრო Georgia Palace Hotel & Spa Kobulet-ში
access_time2019-04-19 13:00:19
სასტუმრო Georgia Palace Hotel & Spa Kobulet-ი ვიზიტორებს  ინდურ მასაჟებს სთავაზობს. როგორც ცნობილია, ინდური აიურვედას ცენტრი სასტუმროში ექსკლუზიურად ფუნქციონირებს 2010 წლიდან, რომელიც კომპლექსურად აერთიანებს როგორც სარელაქსაციო ასევე სამკურნალო მასაჟების ციკლს. რაც ყველაზე...

ინიშნება თუ არა მიხეილ დუნდუა ფინანსთა მინისტრად?

ინიშნება თუ არა მიხეილ დუნდუა ფინანსთა მინისტრად?
access_time2019-04-19 12:14:18
ფინანსთა მინისტრის მოადგილე მიხეილ დუნდუა BM.GE-სთან საუბრისას უარყოფს, რომ ის ფინანსთა მინისტრის თანამდებობაზე შეიძლება დაინიშნოს. რამდენიმე ხნის წინ მედიაში გავრცელებული ინფორმაციით, მიხელ დუნდუა, შესაძლოა, ფინანსთა მინისტრად დაინიშნოს. ის ჯერ „შემოსავლების სამსახურის“ უფროსად დაინიშნა. თუმცა ამ თანამდებობაზე მხოლოდ 1 თვის განმავლობაში იმყოფებოდა. ამ ხნის განმავლობაში მას მედიასთან კომენტარი არ გაუკეთებია, მეტიც, მის შესახებ ვრცელი ინფორმაცია „შემოსავლების სამსახურის“...

„განცდა, რომ ქვეყანას ჰყავდა მინისტრი, რომელმაც ხელი დაატყო ეკონომიკას, დიდი ხანია აღარ არსებობს“

„განცდა, რომ ქვეყანას ჰყავდა მინისტრი, რომელმაც ხელი დაატყო ეკონომიკას, დიდი ხანია აღარ არსებობს“
access_time2019-04-19 11:00:49
“ქვეყანაში გული აღარ გვწყდება მინისტრის ცვლილებისას, არ ვამბობთ, ეს როგორ გაუშვეს, ან რატომ წავიდა.  განცდა, რომ ქვეყანას ჰყავდა მინისტრი, რომელმაც ხელი დაატყო ეკონომიკას, ან ნებისმიერ სხვა სფეროს და მერე მოსახლეობას გული დაწყდა ,რომ იგი ვეღარ გააგრძელებს საქმიანობას საკუთარ პოზიციაზე, დიდი ხანია აღარ არსებობს. ქობულიას მინისტრობის პერიოდში, მნიშვნელოვანი ეკონომიკური ცვლილებები არ გვქონია. ქვეყანაში რაიმე თუ იცვლება, ეროვნულ ბანკთან უფრო მეტადაა...


მსგავსი სიახლეები

up