მსოფლიოში ყველაზე იაფი საზოგადოებრივი ტრანსპორტი საქართველოშია – 2019 წლის მსოფლიო სტატისტიკა

მსოფლიოში ყველაზე იაფი საზოგადოებრივი ტრანსპორტი საქართველოშია – 2019 წლის მსოფლიო სტატისტიკა

access_time2019-11-17 12:00:17

ცნობილია 2019 წლის სტატისტიკა, რომლის მიხედვითაც საზოგადოებრივი ტრანსპორტით ყველაზე იაფად გადაადგილება საქართველოში, მოლდოვაში, სომხეთსა და აზერბაიჯანშია შესაძლებელი. საშუალო თვიური ღირებულებაა 10, 12, 13 დოლარია. შედარებისთვის, მოსკოვში ყოველთვიური გადასახადი საშუალოდ 31 დოლარია, კიევში – 19 დოლარი, ხოლო ნიუ-იორკში – 121 დოლარი.


მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული საზოგადოებრივი ტრანსპორტი – დიდ ბრიტანეთშია, იქ სამგზავროს ყოველთვიური გადასახადი 179 დოლარს შეადგენს.


5 წელზე მეტია ქვეყანას უკონკურენტოდ უკავია პირველი ადგილი საზოგადოებრივი ტრანსპორტის ფასების რეიტინგში. ამასთან, უნდა აღინიშნოს, რომ ბოლო წლების განმავლობაში ტრანსპორტის საშუალო ფასები თითქმის ყველა ქვეყანაში საშუალოდ 15-20%-მდე ეცემოდა.


ლიდერობს ასევე იაპონია, სადაც 2014 წლიდან ყოველთვიური გადასახადი 28%-ით გაიზარდა და 2019 წელს თვეში 123 დოლარი შეადგინა.



მსოფლიოში ყველაზე იაფი საზოგადოებრივი ტრანსპორტი საქართველოშია. ჩვენთან მართალია ყოველთვიური სამგზავრო აბონემენტი არ იყიდება, მაგრამ საშუალოდ თვეში 10 დოლარი დაგვითვალეს. ისე, მოგეხსენებათ, ერთი მგზავრობა ავტობუსით და მეტროთი 50 თეთრი ღირს, რაც დაახლოებით 17 ცენტამდე ან 15 ევროცენტამდეა.


რაც შეეხება კიევს, აქ საშუალო ხარჯი 1 თვის განმავლობაში საზოგადოებრივი ტრანსპორტით მგზავრობისთვის – 19 დოლარი გამოდის.





უკრაინაში პროდუქტები და ინტერნეტის ღირებულება ნაკლებია, თუმცა ტრანსპორტისა და საწვავის ფასები მაღალია.ქვემოთ მოცემულია მსოფლიოს სხვადასხვა ქვეყნის, საზოგადოებრივი ტრანსპორტის ყველაზე მაღალი და დაბალი ფასები



ტოპ 10 ყველაზე მაღალი ფასები საზოგადოებრივი ტრანსპორტის ყოველთვიური ბილეთისთვის ($ 30 დღისთვის):
გაერთიანებული სამეფო (ლონდონი) – 179 დოლარი

ირლანდია (დუბლინი) – 128 დოლარი

ახალი ზელანდია (ოკლენდი) – 126 დოლარი

იაპონია (ტოკიო) – 123 დოლარი

აშშ (ნიუ-იორკი) – 121 დოლარი

ავსტრალია (სიდნეი) – 121 დოლარი

კანადა (ტორონტო) – 108 დოლარი

ნიდერლანდები (ამსტერდამი) – 100 დოლარი

გერმანია (ფრანკფურტი) – 97 დოლარი

შვეიცარია (ციურიხი) – 90 დოლარი

ტოპ-10 ყველაზე დაბალი ფასები მსოფლიოში საზოგადოებრივი ტრანსპორტის ყოველთვიური ბილეთისთვის ($ 30 დღისთვის):
საქართველო (თბილისი) – 10 დოლარი

მოლდოვა (კიშინოვი) – 12 დოლარი

სომხეთი (ერევანი) – 13 დოლარი

აზერბაიჯანი (ბაქო) – 13 დოლარი

არგენტინა (ბუენოს აირესი) – 16 დოლარი

ყაზახეთი (ასტანა) – 17 დოლარი

ინდოეთი (მუმბაი) – 17 დოლარი

ბელორუსია (მინსკი) – 18 დოლარი

უკრაინა (კიევი) – 19 დოლარი

მექსიკა (მეხიკო სიტი) – 20 დოლარი


წყარო: fortuna.ge




დაკეტილი სკოლები - სექტემბრიდან სწავლება შერეული სისტემით გაგრძელდება

დაკეტილი სკოლები - სექტემბრიდან სწავლება შერეული სისტემით გაგრძელდება
access_time2020-07-04 18:00:12
გაეროს ბავშვთა ფონდის საქართველოს ოფისის წარმომადგენელმა დღეს მმართველ გუნდს პირდაპირ უთხრა, რომ სექტემბერში სწავლა ჩვეულ რეჟიმში უნდა განახლდეს. ღასან ხალილი ხელისუფლებას მოსწავლეთა საუკეთესო ინტერესების დაცვისკენ მოუწოდებს. მისი თქმით, სკოლების დაკეტვა ბავშვებზე ნეგატიურ გავლენას ახდენს, ქვეყანაში...

საპენსიო დანაზოგებით, შესაძლოა, სახელმწიფო საწარმოები დაფინანსდეს

საპენსიო დანაზოგებით, შესაძლოა, სახელმწიფო საწარმოები დაფინანსდეს
access_time2020-07-04 16:00:24
ფინანსთა მინისტრის მოადგილის, ნიკოლოზ გაგუას ინფორმაციით, დაგროვებითი საპენსიო სქემის დანაზოგებით, მთავრობა სახელმწიფო საწარმოების დაფინანსების შესაძლებლობას...

Hotsale.ge-ზე განთავსებულ 400-ზე მეტ სასტუმროში ერთ კვირაში 2000 ჯავშანი გაიყიდა

Hotsale.ge-ზე განთავსებულ 400-ზე მეტ სასტუმროში ერთ კვირაში 2000 ჯავშანი გაიყიდა
access_time2020-07-04 17:30:40
დას­ვე­ნე­ბის სე­ზო­ნი მალე აქ­ტი­ურ ფა­ზა­ში შევა, დამ­სვე­ნე­ბელ­თა დიდი ნა­წი­ლი კი, სა­ქარ­თვე­ლო­ში არ­სე­ბულ კუ­რორ­ტებს შე­არ­ჩევს. სა­ინ­ტე­რე­სოა, წელს სად შე­იძ­ლე­ბა ხა­რის­ხი­ა­ნად დას­ვე­ნე­ბა და მნიშ­ვნე­ლო­ვა­ნი და­ნა­ზო­გე­ბის გა­კე­თე­ბა. რო­მე­ლი სას­ტუმ­რო­ე­ბია ყვე­ლა­ზე მო­თხოვ­ნა­დი და რო­გო­რია მათი ფა­სე­ბი? ამის შე­სა­ხებ  HOTSALE.GE-ს დი­რექ­ტორს თა­თუ­ლი ზა­კა­ლაშ­ვილს...

ნიუ-იორკის უძრავი ქონების ბაზარი ჩამოიშალა

ნიუ-იორკის უძრავი ქონების ბაზარი ჩამოიშალა
access_time2020-07-04 13:00:42
კორონავირუსის გამო შემოღებული 3 თვიანი კარანტინი აშშ-ში უძრავი...

გერმანიაში 2038 წლისთვის ქვანახშირის ყველა ელექტროსადგურს დაკეტავენ

გერმანიაში 2038 წლისთვის ქვანახშირის ყველა ელექტროსადგურს დაკეტავენ
access_time2020-07-04 11:30:07
გერმანიაში 2038 წლისთვის ქვანახშირის ყველა ელექტროსადგურს...


მსგავსი სიახლეები

up