მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ქალაქები აზიასა და აფრიკაშია

მსოფლიოში ყველაზე ძვირადღირებული ქალაქები აზიასა და აფრიკაშია

person access_time2016-06-26 18:30:02

როდესაც ვფიქრობთ მსოფლიოში ყველაზე ძვირიან ქალაქებზე, პირველად ნიუ-იორკი და ლონდონი გვახსენდება. თუმცა უახლესმა კვლევამ დაადგინა, რომ მსოფლიოში უძვირესი ქალაქების სიაში ზემოთაღნიშნული ქალაქები საერთოდ არ არის. 

მათ ნაცვლად ათეულში აზიური და აფრიკული ქალაქები დომინირებენ, ევროპას კი შვეიცარიული ციურიხი და ჟენევა წარმოადგენენ. Mercer-ის მიერ ჩატარებული კვლევის თანახმად, რომელიც 209 ქვეყანას მოიცავს, პირველი ადგილი ჰონგ-კონგს უკავია, სადაც ოროთახიანი ბინის (ავეჯის გარეშე) ერთი თვით დაქირავება $6,809.47 ღირს. ქალაქი, რომელიც მეორე ადგილს იკავებს, სავარაუდოდ გაგაკვირვებთ - ლუანდა (ანგოლა), სადაც იგივეს გაკეთება $6,700 დაგიჯდებათ. 


მსოფლიო ეკონომიკური ფორუმის მიხედვით, „შესაძლოა ლუანდა ადგილობრივი მოსახლეობისთვის მსოფლიოში ერთ-ერთი უძვირესი ქალაქი არ იყოს, თუმცა ნავთობზე დამოკიდებული ეკონომიკის დახმარებით ანგოლას დედაქალაქი მსოფლიოში ერთ-ერთი უძვირესია.“ 



ზუსტად ისეთივე სახლის დაქირავება, რაშიც ლუანდაში თვეში $6,700-ს გადაიხდით, სიდნეიში $2,636.39, ვანკუვერში კი $1,737.80 ღირს. კინოში წასვლა გსურთ? ამ ინდიკატორით მსოფლიოში უძვირესი ლონდონია, სადაც ბილეთის ფასი საშუალოდ $17.91-ს შეადგენს. შედარებისთვის, იოჰანესბურგში კინოს ბილეთის შეძენა სულ $4 დაგიჯდებათ. ერთი ჭიქა ყავის დასალევად ჰონგ-კონგში $8-ს, ნიუ-იორკში კი $2.28-ს გადაიხდით. ყველაზე ძვირიანი ქალაქების ათეული ასეთია: 

1. ჰონგ-კონგი 2. ლუანდა 3. ციურიხი 4. სინგაპური 5. ტოკიო 6. კინშასა (კონგო) 7. შანხაი 8.ჟენევა 9. ნჯამენა (ჩადი) 10. პეკინი




„საგადასახადო კოდექსში სიტყვების „პირი“ და „ფიზიკური პირი“ თამაშმა შესაძლოა ბიზნესების დაჯარიმება გამოიწვიოს“ - ნინო ზამბახიძე

„საგადასახადო კოდექსში სიტყვების „პირი“ და „ფიზიკური პირი“ თამაშმა შესაძლოა ბიზნესების დაჯარიმება გამოიწვიოს“  - ნინო ზამბახიძე
access_time2019-10-21 19:30:25
„საგადასახადო კოდექსში სიტყვების „პირი“ და „ფიზიკური პირი“ თამაშმა შესაძლოა ბიზნესების დაჯარიმება გამოიწვიოს“ - ამის შესახებ დღეს პერემიერთან შეხვედრის შემდეგ „საქართველოს ფერმერთა ასოციაციის“ თავმჯდომარემ ნინო ზამბახიძემ ისაუბრა. დღეს, პრემიერ-მინისტრ გიორგი გახარიასა და ბიზნესასოციაციების წარმომადგენლების  შეხვედრაზე, გახარიამ სხვადასხვა სფეროს წარმომადგენლებისგან ძირითადი პრობლემური საკითხები მოისმინა. ერთ-ერთი იყო სოფლის მეურნეობის გამოწვევებიც,...

ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი – მთავრობა და ბიზნესი დროის ფაქტორს სხვადასხვაგვარად აღიქვამენ

ნიკოლოზ ხუნძაკიშვილი – მთავრობა და ბიზნესი დროის ფაქტორს სხვადასხვაგვარად აღიქვამენ
access_time2019-10-21 17:30:49
ბიზნესში არსებულ აქტუალურ პრობლემებზე “ბანკები და ფინანსები” კომპანია “ნატახტარის” კორპორაციულ საქმეთა დირექტორს, ნიკოლოზ ხუნძაკიშვილს ესაუბრა. -თქვენი კომპანია უკვე მრავალი წელია საკმაოდ წარმატებულად პოზიციონირებს ქართულ ბაზარზე, თქვენი პროდუქცია საკმაოდ მოთხოვნადია, რასაც ხელს უწყობს ქართველი კაცის განსაკუთრებული სიყვარული ლუდის მიმართ, მოკლედ...

ჩინეთის ეკონომიკური ზრდა შენელდა

ჩინეთის ეკონომიკური ზრდა შენელდა
access_time2019-10-21 20:30:17
2019 წლის იანვარს-სექტემბერში ჩინეთის მშპ-მ  9,8 ტრლნ დოლარი შეადგინა, რაც გასული წლის იგივე პერიოდის მაჩვენებელს  6,%-ით აღემატება- იტყობინება ჩინეთის სტატისტიკის ეროვნული ბიურო.ბოლო 3 კვარტლის მანძილზე ქვეყნის მშპ-ს ზრდა მცირდება - პირველ კვარტალში ამ მაჩვენებელმა შეადგინა 6,4%, მეორეში -6,2%, მესამეში - უკვე 6%. ბოლო ციფრი მოსალოდნელზე, ანუ 6,1%-ზე დაბალი აღმოჩნდა. ეს მაჩვენებელი  1992 წლიდან  ყველაზე დაბალია. 2019 წელს ჩინეთის ეკონომიკა ...

„სემეკის“ თავმჯდომარე დავით ნარმანია გახდა

„სემეკის“  თავმჯდომარე დავით ნარმანია გახდა
access_time2019-10-21 14:47:21
საქართველოს ენერგეტიკისა და წყალმომარაგების მარეგულირებელ ეროვნულ კომისიაში (სემეკ) კომისიის თავმჯდომარის არჩევნები გაიმართა. „ელექტროენერგეტიკისა და ბუნებრივი გაზის შესახებ“ საქართველოს კანონში შესული ცვლილებების მიხედვით, კომისიის წევრებმა ფარული კენჭისყრით, ხმა მისცეს კომისიის თავმჯდომარეობის კანდიდატს  დავით ნარმანიას.  ახალი რეგულაციით, კომისიის თავმჯდომარე ირჩევა 3 წლის ვადით, მაგრამ არაუმეტეს კომისიის წევრის უფლებამოსილების დარჩენილი ვადისა. კომისიაში...

ნატო ხაინდრავა - ბიძინა ივანიშვილმა ,,პროგრეს ბანკის“ წილი ბანკის გადასარჩენად იყიდა, ეს ქველმოქმედება იყო

ნატო ხაინდრავა -   ბიძინა ივანიშვილმა ,,პროგრეს ბანკის“ წილი ბანკის გადასარჩენად იყიდა, ეს ქველმოქმედება იყო
access_time2019-10-21 14:13:42
ბიძინა ივანიშვილმა 22%-იანი წილი დაახლოებით 2 მლნ დოლარად პროგრეს ბანკის გადასარჩენად იყიდა. მას პროგრეს ბანკში ანგარიშები არასოდეს ჰქონია,- ამის შესახებ ,, ქართუ ბანკის“ გენერალურმა დირექტორმა ნატო ხაინდრავამ ,, იმედის კვირასთან“ განაცხადა. ქართუ“ ბანკის გენერალური დირექტორი იმ მძიმე პერიოდს იხსენებს, როცა უპრეცედენტო საკანონმდებლო ცვლილებით კერძო ბანკებმა პირველადი იპოთეკარების სტატუსი დაკარგეს. ,,ახალი რეგულაცია რეალურად მხოლოდ ქართუს და პროგრეს ბანკს შეეხო....


მსგავსი სიახლეები

up