მსოფლიოში ყველაზე ჯანმრთელი ქვეყნები - Bloomberg-ის ტოპ-10

მსოფლიოში ყველაზე ჯანმრთელი ქვეყნები - Bloomberg-ის ტოპ-10

access_time2019-03-02 20:00:29

Bloomberg-ის ექსპერტებმა შეადგინეს ყოველწლიური რეიტინგი Bloomberg Healthiest Country, რომლის ფარგლებშიც გამოკვლეულ იქნა 169 ქვეყანა.

 

მათი ინტერესის სფერო იყო სიცოცხლის ხანგძლივობა, სიგარეტის მოხმარების დონე, ჭარბწონიანობა, ეკოლოგია, სუფთა წყალთან წვდომა, სანიტარული მდგომარეობა, ალკოჰოლის და ნარკოტიკების მოხმარების მაჩვენებელი, და ცხოვრების წესი.

 

რეიტინგმა გამოავლინა 10 ყველაზე ჯანმრთელი ქვეყანა - მათ შორის 6 მდებარეობს ევროპაში, 3 აზიაში, ასევე ლიდერებს შორის არის ავსტრალია

 

1.ესპანეთი

ქვეყანაშია ევროპაში ყველაზე მაღალია სიცოცხლის ხანგძლივობა შვეიცარიის შემდეგ. მსოფლიო მასშტაბში მას ასევე უსწრებს იაპონია.

 

სავარაუდოდ, 2040 წლისთვის ესპანეთი გავა ამ მხრივ პირველ ადგილზე - სიცოცხლის საშუალო ხანგძლივობა მიაღწევს 86 წელს.

 

რეიტინგში ასევე აღინიშნება გულ- სისხლძარღვთა და ონკოლოგიური დაავადებებისგან სიკვდილიანობის კლება.

 

2. იტალია

ერთი-ერთი მიზეზი, რის გამოც იტალიელები აღმოჩნდნენ მსოფლიოში ყველაზე ჯანმრთელ ერებს შორის, არის განთქმული „ხმელთაშუა ზღვის დიეტა“, რომელიც შეიცავს დაბალცხიმიან კერძებს. ეს უწყობს ხელს გულ- სისხლძარღვთა დაავადებების შემცირებას.

 

3. ისლანდია

ქვეყანაში დიდი ყურადღება ეთმობა ჯანდაცვას.

 

ისლანდია გაყოფილია 50 სამედიცინო ოლქად, იქ ფუნქციონირებს 25 საავადმყოფო, რომელიც გამოირჩევა მომსახურეობის ძალიან მაღალი დონით.

 

ერთ დროს ისლანდიაში ძალიან იყო გავრცელებული ტუბრეკულიოზი - ცივი და ნესტიანი კლიმატის გამო, თუმცა, სადღეისოდ ეს დაავადება პრაქტიკულად აღმოფხვრილია.

 


ასევე ისლანდიელები გამოირჩევიან ცხოვრების ჯანმრთელი წესით.

 

4. იაპონია

ყველაზე ჯანმრთელი ერი აზიაში, და ერთ-ერთი ყველაზე ჯანმრთელი მსოფლიოში.

 

სწორედ იაპონიაშია სიცოცხლის ყველაზე მაღალი საშუალო ხანგძლივობა. ქვეყანაში ასევე უმაღლეს დონეზეა განვითარებული მედიცინა, რომელიც ეყრდნობა მაღალ ტექნოლოგიებს.

 

5. შვეიცარია

ქვეყანა იკავებს მე-2 ადგილს მსოფლიოში სიცოცხლის ხანგძლივობის მხრივ.


შვეიცარიის ჯანდაცვის სისტემა რადიკალურად განსხვავდება ევროპის სხვა ქვეყნებისგან - პირველ რიგში იმით, რომ ის მთლიანად კერძოა.

 

ასევე შვეიცარიული თავისებურება იმაში, რომ იქ ძირითად გავრცელებულია მცირე და საშუალო კლინიკები, და თითქმის არაა დიდი საავადმყოფოები.

 

6. შვედეთი

ქვეყანაში მაღალია სიცოცხლის საშუალო  ხანგძლივობა როგორც მამაკაცებში ისე ქალებშიც - 80 წელი.

 

ასევე შევედეთში დაბალია ბავშვთა შორის სიკვდილიანობა.

 

კარგად ორგანიზებული სამედიცინო მომსახურეობის გარდა, დიდ როლს თამაშობს ქვეყანაში გავრცელებული ცხოვრების ჯანმრთელი წესის კულტი.

 

7. ავსტრალია

ავსტრალიის ჯანდაცვის სისტემა შეიცავს როგორც სახელმწიფო, ასევე კერძო მედიცინას.

 

ყველა ექიმი, სასწრაფო დახმარება, საავადმყოფოები, აფთიაკები, მოხუცთა სახლები, და ა.შ, ჩართულია სოციალური და სამედიცინო დაზღვევის ერთიან სისტემაში,

 

ასევე უნდა აღინიშნოს ავსტრალიელების ჯანმრთელი ცხოვრების წესი.

 

8. სინგაპური

2017 წელთან შედარებით სინგაპურმა გადაინაცვლა მე-4 ადგილიდან მე-8-ზე.

 

ქვეყნის ჯანდაცვას ახასიათებს უახლესი ტექნოლოგიები, გამოცდილი სპეციალისტები, მკურნალობის, დიაგნოსტიკის და რეაბილიტაციის პროგრესული მეთოდები.

 

სადღეისოდ სინგაპურის ჯანდაცვის სისტემა ერთ-ერთი ყველა ეფექტურია აზიაში.

 

9. ნორვეგია

ისევე როგორც სკანდინავიის ყველა ქვეყანაში, ნორვეგიაშიც ძალიან მაღალია სიცოცხლის ხანგძლივობა. ნორვეგიელები ცდილობენ იცხოვრონ ჯანმრთელად ნებისმიერ ასაკში. ქვეყანაში ასევე დაფიქსირებულია ნარკოტიკების მოხმარების ერთ-ერთი ყველაზე დაბალი დონე მსოფლიოში.

 

10. ისრაელი

ქვეყნის ჯანდაცვის სისტემა ერთ-ერთი ყველაზე მოწინავეა მსოფლიოში. ქვეყნის მშპ-ს 8,3% იხარჯება ჯანდაცვაზე. კანონმდებლობა იცავს ავადმყოფების უფლებებს, და აყენებს პაციენტს სამკურნალო პროცესის ცენტრში.

 

bloomberg.com





რატომ ღირს საკმეველი და მირონი ასე ძვირი

რატომ ღირს საკმეველი და მირონი ასე ძვირი
access_time2021-12-04 11:00:24
საკმეველი და მირონი მთელ მსოფლიოში ერთ-ერთ ყველაზე ძვირად ღირებული და ძვირფასი ნედლეულია. მხოლოდ რომის კათოლიკური ეკლესია წელიწადში დაახლოებით 50 ტონა საკმეველს იყენებს. საკმევლის...

ჩინეთი და რუსეთი ამერიკას კოსმოსში ებრძვიან

ჩინეთი და რუსეთი ამერიკას კოსმოსში ებრძვიან
access_time2021-12-04 15:00:08
როდესაც რუსეთი რაკეტის დარტყმით ანადგურებს კოსმოსში განლაგებულ თანამგზავრს, ან ჩინეთი ახალ ზებგერით რაკეტას ცდის, შეიარაღებათა რბოლა, რომელიც მიმდინარეობს დედამიწის ორბიტაზე, მას-მედიაში ახალი ამბების თემა ხდება, თუმცა, ამ აშკარა ფაქტების და ფართო საზოგადოების ყურადღების მიღმა, აშშ და მისი მოწინააღმდეგეები ერთმანეთს კოსმოსში ყოველდღიურად ებრძვიან. სანამ ვაშინგტონის ოფიციალური პირები და ექსპერტები გაზრდილ საფრთხეებზე საუბრობენ, მოწინააღმდეგეები ამერიკულ თანამგზავრებს თითქმის ყოველდღე...

რა გეკუთვნით სახელმწიფოსგან, როგორც ორსულს

რა გეკუთვნით სახელმწიფოსგან, როგორც ორსულს
access_time2021-12-04 12:00:27
...

Brexit-ის შედეგები გაერთიანებულ სამეფოში

Brexit-ის შედეგები გაერთიანებულ სამეფოში
access_time2021-12-04 17:00:24
...

რა გვიჯდება ბიუროკრატიის შენახვა

რა გვიჯდება ბიუროკრატიის შენახვა
access_time2021-12-04 16:00:11
...


მსგავსი სიახლეები

up