ირლანდიურმა დაბალბიუჯეტიანმა ავიაკომპანია Ryanair-მა განაცხადა, რომ იაფი ბილეთების პოლიტიკაზე უარს ამბობს. unian.net-ი Financial Times-ზე დაყრდნობით წერს, რომ აღნიშნულია შესახებ Ryanair-ის ხელმძღვანელმა მაიკლ ო’ლირიმ განაცხადა.
დაბალბიუჯეტიანი ავიაბილეთების ფასები დღევანდელი საშუალო დონიდან 40 ევროდან 50-60 ევრომდე გაიზრდება. Ryanair ფრენების ღირებულებას თანდათან გაზრდის პროცესს კი ხუთ წლამდე დასჭირდება.
„აბსურდულად მიმაჩნია, რომ ყოველ ჯერზე, როცა ლონდონის სტანსტედის აეროპორტში მიფრინავ, მატარებლით მგზავრობა ლონდონის ცენტრში უფრო ძვირია, ვიდრე თვითმფრინავის ბილეთი“, - თქვა ო’ლირიმ.
ო'ლირიმ აღნიშნა, რომ ბილეთების ფასების ზრდის მთავარი მიზეზი ნავთობის მაღალი ფასი და მაღალი ეკოლოგიური გადასახადია.
გამოცემა აღნიშნავს, რომ ო’ლირის განცხადება დაბალბიუჯეტიანი ავიაკომპანიის პოლიტიკის მკვეთრ ცვლილებაზე მიუთითებს.